ჭდე: ანტონიო კონტე

Home ანტონიო კონტე
კონტე: შევხედავ ვინ არის ნაპოლისკენ და ვინ არა
ჩანაწერი

კონტე: შევხედავ ვინ არის ნაპოლისკენ და ვინ არა

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიური საზოგადოებრივ მაუწყებელს RAI Sport-ს ელაპარაკა. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდებს: …სეზონი ევროთასების გარეშე? ამას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარე. დადებითი ის არის, რომ შეგიძლია მთელი კვირა იმუშაო, უარყოფითი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდი ყალიბდება, რასაც მის გარეშე ასე ეფექტურად ვერ გააკეთებ. მაგრამ მთავარი ყველა ვარიანტში ძლიერი შემადგენლობაა....

კვარა არც გარემარბი იქნება და არც შემტევი ნახევარმცველი
ჩანაწერი

კვარა არც გარემარბი იქნება და არც შემტევი ნახევარმცველი

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება. „კონტე კვარაცხელიას კასტელ დი სანგროს საწვრთნელ ცენტრში 25 ივლისს ელის. ქართველი შემტევის არდადეგები სწორედ ამ დროისთვის დასრულდება და ახალ თავკაცს ბოლოს და ბოლოს მასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. კონტეს ერთი სული აქვს, როდის შეხვდება ფეხბურთელს, როდის დაელაპარაკება ტაქტიკასა და თავის...

კონტე ტორინოს თავს დაესხა
ჩანაწერი

კონტე ტორინოს თავს დაესხა

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელების შერჩევას შეუდგა. მწვრთნელი სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად კონკურენტუნარიანი შემადგენლობის შეკრებას იწყებს. მოგეხსენებათ, ის ცდილობს კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დარჩენაზე დაითანხმოს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაუჭრელია. ამასობაში ითქვა, რომ კონტე სამ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მათ „ნაპოლიში” გადაბარგება შესთავაზა. ისინი არიან ბელგიელი რომელუ ლუკაკუ და იტალიელები: ალესანდრო ბონჯორნო და რაულ...

გრაციანი: ხვიჩასთან დაკავშირებით კონტეს დავურეკავ და ვეტყვი სისულელე არ ჩაიდინოს
ჩანაწერი

გრაციანი: ხვიჩასთან დაკავშირებით კონტეს დავურეკავ და ვეტყვი სისულელე არ ჩაიდინოს

ფრანჩესკო გრაციანი 1982 წლის იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელიც ყველაზე მეტად „ტორინოში” თამაშით არის ცნობილი, მაგრამ 80-იან წლებში „ფიორენტინას”, „რომასა” და „უდინეზეს” თავდამსხმელიც იყო. 71 წლის გრაციანიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო. „კვარაცხელია? თუ ანტონიო კონტეს ის თავისი პროექტის ნაწილად მიაჩნია, მაგრამ თავდამსხმელის უკან უპირებს გადაყვანას, მე მას დავურეკავ...

ანტონიო კონტე და მისი საყვარელი
ჩანაწერი

ანტონიო კონტე და მისი საყვარელი

მას მერე, რაც „ნაპოლის” მწვრთნელად ანტონიო კონტე დანიშნეს, ნეაპოლურ პრესაში მის შესახებ იმდენი რამ იწერება, გეგონება საყოველთაოდ ცნობილი ფიგურა არ იყოს. calcionapoli1926 მაგალითად გულშემატკივარს შეახსენებს, რომ სამხრეთ იტალიაში დაბადებულმა კონტემ ფეხბურთის თამაში „იუვენტინა ლეჩეში” დაიწყო. ამ კლუბის მეპატრონე და მწვრთნელი მამამისი კოზიმინო იყო, რომელიც შვილს იოტისოდენა შეღავათსაც არ უწევდა. ანტონიო მამის გუნდიდან „ლეჩეში” გადაბარგდა, რომელმაც...

კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ
ჩანაწერი

კუნთების ჯადოქარი კონტეს მეთოდის შესახებ

პაოლო ბერტელი იტალიაში კუნთების ჯადოქრის სახელით არის ცნობილი. ფიზიკური მომზადების მწვრთნელს ფეხბურთში მრავალი წელი უმუშავია და სახელიც გაუთქვამს, როგორც მაღალი დონის სპეციალისტს. დღეს ის „სამპდორიაში” ანდრეა პირლოს ეხმარება. ბერტელის უმუშავია ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც არიან ლუჩანო სპალეტი, კლაუდიო რანიერი, რობერტო მანჩინი და ანტონიო კონტე, რომელიც როგორც „ნაპოლის” ახალი თავკაცი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს. კონტემ და ბერტელიმ...

ბოთლების სროლა გასახდელში
ჩანაწერი

ბოთლების სროლა გასახდელში

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორი კაცია ანტონიო კონტე? რა თვისეებით გამოირჩევა? ანდრეა პირლო იგონებს, რომ გაცეცხლებულ ანტონიო კონტეს შესვენებების დროს ბოთლების სროლა უყვარდა. „იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი სიცილით ჰყვებოდა, რომ „მილანიდან” „იუვენტუსში” ახალგადასულმა, არ იცოდა, რომ გასახდელში სახიფათო ადგილებიც არსებობდა. ეს ის ადგილები იყო, სადაც მწვრთნელის მიერ ნასროლი ბოთლები ახდენდა ზღართანს. სახიფათო კუთხეებში მსხდომ ფეხბურთელებს მოქნილობის...

ნაპოლი – გველი რომელიც საკუთარ კუდს ჭამს
ჩანაწერი

ნაპოლი – გველი რომელიც საკუთარ კუდს ჭამს

თავისებული ქვეყანაა იტალია, სადაც თავისებური ამბები ხდება. ჟურნალისტი ფაბრიციო დ’ესპოზიტო „ნაპოლში” ანტონიო კონტეს დანიშვნას ეხმაურება. მის წერილს თავიდან ბოლომდე არ ვთარგმნით, მაგრამ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, დ’ესპოზიტოს სიტყვებს ეყრდნობა. წერილის დასაწყისში ჟურნალისტი იგონებს Il Fatto-ში მუშაობის პერიოდს, როდესაც ანტონიო კონტე „ინტერის” თავკაცად დაინიშნა და მისმა კოლეგამ, რომელიც „ნერაძურის” გულშემატკივარი იყო გამოაცხადა, რომ დროებით თავისი საყვარელი გუნდის...

კონტემ ხელი მოაწერა
ჩანაწერი

კონტემ ხელი მოაწერა

როგორც მოსალოდნელი იყო ანტონიო კონტემ დღეს, ოთხშაბათს, 5 ივნისს „ნაპოლისთან” ხელშეკრულება გააფორმა. „კლუბი „ნაპოლი” მიესალმება ანტონიო კონტეს, რომელმაც მოაწერა ხელი კონტრაქტს და 2027 წლის 30 ივნისამდე პირველი გუნდის მწვრთნელად დაინიშნა”, — გაავრცელა განცხადება იტალიურმა კლუბმა. საზოგადოებას ოფიციალური განცხადებით მიმართა თავად კონტემაც. — „ნაპოლი” მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. მე ბედნიერი და აღტაცებული ვარ „ლურჯების” სკამზე რომ ვიჯდები....

ოფისი, რესტორანი, ახალი ეპოქა
ჩანაწერი

ოფისი, რესტორანი, ახალი ეპოქა

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე რომში ჩაფრინდა სადაც დე ლაურენტისების ოჯახის მიერ 1975 წელს დაფუძნებული კომპანიის „ფილმაუროს” ოფისში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. საუბარმა ორ საათს გასტანა. იტალიური მედია წერს, რომ ამით „პარტენოპეის” ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო. კონტე კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ხელშეკრულების თანახმად ის „ნაპოლის” 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. მხარეები დიდი ენთუზიაზმით იწყებენ პროექტს, რომლის მიზანიც...