როგორც მოსალოდნელი იყო ანტონიო კონტემ დღეს, ოთხშაბათს, 5 ივნისს „ნაპოლისთან” ხელშეკრულება გააფორმა.
„კლუბი „ნაპოლი” მიესალმება ანტონიო კონტეს, რომელმაც მოაწერა ხელი კონტრაქტს და 2027 წლის 30 ივნისამდე პირველი გუნდის მწვრთნელად დაინიშნა”, — გაავრცელა განცხადება იტალიურმა კლუბმა.
საზოგადოებას ოფიციალური განცხადებით მიმართა თავად კონტემაც.
— „ნაპოლი” მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. მე ბედნიერი და აღტაცებული ვარ „ლურჯების” სკამზე რომ ვიჯდები. გპირდებით, რომ გუნდისა და კლუბის განვითარებისთვის მაქსიმუმს გავიღებ. ჩემი და ჩემი შტაბის თავდადება ტოტალური იქნება”, — თქვა მწვრთნელმა.
![]()
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
