
ფრანჩესკო გრაციანი 1982 წლის იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელიც ყველაზე მეტად „ტორინოში” თამაშით არის ცნობილი, მაგრამ 80-იან წლებში „ფიორენტინას”, „რომასა” და „უდინეზეს” თავდამსხმელიც იყო. 71 წლის გრაციანიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა და კერძოდ ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო.
„კვარაცხელია? თუ ანტონიო კონტეს ის თავისი პროექტის ნაწილად მიაჩნია, მაგრამ თავდამსხმელის უკან უპირებს გადაყვანას, მე მას დავურეკავ და ვეტყვი, სისულელე არ გააკეთოს. მან ის შუაში, ფორვარდის უკან არ უნდა დააყენოს, თორემ გააფუჭებს. ხვიჩამ ან 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემაში უნდა ითამაშოს. მწვრთნელს შეიძლება განსხვავებული იდეები ჰქონდეს, მაგრამ ფეხბურთელი არ უნდა დაამახინჯოს: მან სისულელე არ უნდა ჩაიდინოს, თუ კვარას თავის გუნდში მოიაზრებს, მაშინ მარცხენა ფრთაზე უნდა დატოვოს. როგორც კი 20 მეტრით შუაში შეიყვანს, გაანადგურებს”, — თქვა გრაციანიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი კვარაცხელიას სწორედ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ანუ შუაში ათამაშებს და კმაყოფილია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
