კატეგორია: დავთარი

Home დავთარი
შავი ლომი ისრაელში
ჩანაწერი

შავი ლომი ისრაელში

18 დეკემბერს, 22 საათზე პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავილომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე თავის მეხუთე მატჩს გამართავს. დღესდღეობით სიტუაცია შემდეგია: პირველ ადგილზე რუსული „ენისეი-სტმ“ არის, რომელმაც 15 დეკემბერს თბილისის „ავჭალაზე“ „თელ-ავივ ჰითს“ დრამატულ ბრძოლაში 34:31 მოუგო და 16 ქულა დააგროვა, რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე ქართულმა გუნდმა 4 მატჩში დააგროვა. ებრაულმა ფრენჩაიზმა კი ბონუსი მიიღო...

სამხრეთ ამერიკა ევროპაში
ჩანაწერი

სამხრეთ ამერიკა ევროპაში

როგორც ჩანს, უეფა არავისთან არაფრის დათმობას არ აპირებს. ჯერ იყო და სუპერლიგის შექმნელებს დაერია და ტურნირი ჩაუშალა, ახლა არის და ფიფასთან კინკლაობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ არ ჩატარდეს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მხარდამჭერიც ჰყავს – კონმებოლი, სამხრეთ ამერიკის კონფედერაცია. რამდენიმე დღის წინ ფიფამ გააჟღერა, რომ თუ უეფა და კონმებოლი მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში...

აქ ზარი არ დაირეკება
ჩანაწერი

აქ ზარი არ დაირეკება

საქართველოს ნაკრების კალენდარი მოახლოვებულ ერთა ლიგის C დივიზიონში, ცნობილია. ოთხი მატჩი ათდღიან ინტერვალში. ერთა ლიგაში 2022 წლის ივნისიდან ისეთი ამბები დაიწყება, გვერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი და უფრო მწვრთნელი დაიწყებს კრიტიკას – გადატვირთვა, ტრავმების დიდი ალბათობა, თან დამღლელი სეზონის მერე. სეზონში 65 მატჩს რომ ჩაატარებ და მერე დასვენების გარეშე ნაკრებზე გადაერთვები, არ ვიცით, რამდენად სწორია. და აქედანვე...

ველით წილისყრას
ჩანაწერი

ველით წილისყრას

16 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება. ეს რიგით მესამე ერთა ლიგაა. სულ 4 დივიზიონია და საქართველოს ნაკრები რანგით მესამეშია – C. ამ დივიზიონში, ისევე როგორც A და B-ში, 16 გუნდია. 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი იქნება და ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალებში შეხვდებიან ერთმანეთს. ამავდროულად, ეს ოთხი გუნდი მომდევნო ერთა ლიგაში ზედა დივიზიონში აიწევს, ამ...

… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო
ჩანაწერი

… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო

როგორი ფეხბურთელი იყო ვიტალის თამაში ვისაც გვინახავს, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ის მომავლის ფეხბურთელი იყო. ტანმორჩილი, მაგრამ ფიზიკურად უმძლავრესი. ხისტ ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავდა. იყო ცაცია და საოცარ შორეულ დარტმას ფლობდა, მაგრამ მარჯვენათიც არაერთი მაგარი გოლი გაუტანია. ალბათ ყველას ახსოვს, 13 მაისის მატჩის პირველ ნახევარში მარჯვენა ფლანგზე რეიდის შემდეგ მოედნის პირითი ხაზიდან მარჯვენა, არასამუშაო ფეხით როგორი...

ყველაფერი უკუღმა!
ჩანაწერი

ყველაფერი უკუღმა!

ყველაფერი ზეიმით დაიწყო. მერე დაფიქრდნენ, რისი გაკეთება სჭირდებოდათ ზეიმისთვის. მერე ზეიმისთვის საჭირო საქმის გასაკეთებელი დრო ამოიწურა. უკვე აღარავის ეზეიმება. მაგრამ უზეიმობა სირცხვილია და ზეიმი მაინც რომ შედგეს, ფიქრობენ, რომ ამას კიდევ 20 მილიონი სჭირდება – ის 20 მილიონი, რომელზეც აქამდე არ უფიქრიათ. აბსურდი, რომელიც პირველ აბზაცში წაიკითხეთ, ასეთად სულაც არ მოგეჩვენებათ, თუ გაიხსენებთ, რომ საქართველოში...

სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობაზე უარს ამბობს
ჩანაწერი

სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობაზე უარს ამბობს

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს – განცხადებას სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვრის 25 წლამდე...

ძალიან ბებერი ქალბატონი
ჩანაწერი

ძალიან ბებერი ქალბატონი

„იუვენტუსი“ ძალასა და საკუთარი თავის რწმენას კარგავს. „ბებერი ქალბატონი“ ყოველი ტურის შემდეგ შორდება სერია A-ს მწვერვალს. გაჩნდა საშიშროება, რომ იტალიის ყველაზე საყვარელი და საძულველი კლუბი გაისად შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გარეშეც კი დარჩეს. შაბათს, „იუვემ“ მე-16 ადგილზე მყოფ „ვენეციასთან“ 1:1 ითამაშა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლი“ მეოთხე ადგილზეა. გულშემატკივრებს განსაკუთრებით არ მოსწონთ...

გაგრა დაბრუნდა, ტორპედო – დარჩა
ჩანაწერი

გაგრა დაბრუნდა, ტორპედო – დარჩა

კვირას ერონული ლიგის ფლეი აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. „გაგრამ“ „შუქურას“ თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და რახან პირველი შეხვედრა უგოლოდ დამთავრებულიყო, ეროვნული ლიგის საგური მოიპოვა. „გაგრა“ უძლიერესთა მარაქას 10 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ერთადერთი ბურთი მე-8 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა. საინტერესოა, რომ გაგრელებს მანამდე კიდევ ორჯერ ეთამაშათ ფლეი აუტში და ორივეჯერ დამარცხებულიყვნენ. მეორე წყვილის დაპირისპირებაში...

მოდი ვნახოთ ენისეი
ჩანაწერი

მოდი ვნახოთ ენისეი

„ევროპის რაგბის“ სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის დრო დადგა, მაგრამ ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მეექვსე ტურში თავის მხოლოდ მეოთხე მატჩს ატარებს. თუმცა, ქართველი მორაგბეების შაბათის მეტოქე კრასნოიარსკის „ენისეი“ ზუსტად იგივე მდგომარეობაშია – მასაც ორი მატჩი აქვს გადადებული და თბილისში მხოლოდ მეოთხე თამაშს ჩაატარებს. ამავდროულად, საქართველო უკვე მერამდენედ მოევლინა ევროპულ რაგბს ზამთრის ერთგვარ თავშესაფრად – თუკი...