„ბარსელონას“ ახალი თავკაცი კიკე სეტიენი ორი ფეხბურთელის მიმართ ნდობას განსაკუთრებით ამჟღავნებს – ლეო მესისა და სერხი ბუსკეტსისადმი. ბუსკეტსი ერნესტო ვალვერდესთან იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო, როგორც მანამდე და ახლა. კიკე სეტიენის ხელში, მან 7 თამაშიდან 6 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სათადარიგოთა სკამზე ის მხოლოდ, კოპა დელ რეიზე, „იბიცას“ წინააღმდეგ შეხვედრაში იჯდა. ვალვერდეს...
კატეგორია: დავთარი
ლიოვ, შენი დედაც…
ერთ დღესაც, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იოაჰიმ ლიოვი ადგა და ნაკრებიდან სამი ლიდერი დაითხოვა – მათს ჰუმელსი, თომას მიულერი და ჯერომ ბოატენგი. მაშინ ეს თოფის გავარდნასავით იყო, მიზეზად კი ბუნდესმანშაფტის გაახალგაზრდავება დასახელდა. ეს არგუმენტი უცნაურად იმიტომაც ჩანს, რომ 29-30 წელი ფეხბურთელისთვის კარიერის საუკეთესო წლებია და ნაკრებშიც იმ მოთამაშეებს უნდა იძახებდნენ, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია....
გაასამებს ბასილაშვილი?
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც...
იშვიათი ესპანეთი საქართველოსთან
კვირას, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე ევროპის რაგბის 2020 წლის ჩემპიონატის საკვანძო მატჩია – ესპანეთის ნაკრები ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ესპანეთი ძალიან იშვიათადაა სატურნირო ინტრიგის მონაწილე და წლეულს სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევაა. ჯერ ერთი, სატურნირო ცხრილში ქართველების დარად 5 ქულა აქვთ, რადგან თუკი ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ ტრადიციულად უმთავრეს კონკურენტ რუმინელებს კუდით ქვა ასროლინეს და 41:13 დაამარცხეს, ესპანეთის ნაკრებმა ასევე...
ჩოგბურთის დი კაპრიო…
… ეს ახლა შეარქვეს, თორემ სოფია კენინს უფრო ხშირად მაკოლეი კალკინს ადარებდნენ – ერთი როლის ტყვეობაში ჩარჩენილ მსახიობს. ამ გოგონამ 21 წლის ასაკში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ვუნდერკინდი გოგონასგან მსგავს ტრიუმფს ადრეც ელოდნენ. ამადაც ადარებენ ლეონარდო დი კაპრიოს, ვინაც 41 წლის ასაკამდე ელოდა ნანატრ „ოსკარს“. 21 წელიწადი ბევრი არ არის, მაგრამ კენინმა მაინც დაიგვიანა....
დააბით ეს ბიჭები!
წლევანდელ საფეხბურთო სეზონს გმირები არ აკლია, მაგრამ „დორტმუნდის“ ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგური დებიუტით ევროპა შეაზანზარა. 19 წლის ჰოლანდმა სულ სამ მატჩში ითამაშა და ჯამში 7 გოლი გაიტანა. ამ სამიდან ორ შეხვედრაში სულაც შეცვლაზე შევიდა და როცა სტატისტიკა დაუთვალეს, აღმოჩნდა: ერლინგს თითო გოლის გასატანად 20 წუთზე ნაკლენი ჰყოფნის. გაინტერესებთ, 7 გოლის გასატანად კარის ჩარჩოში რამდენჯერ დაარტყა...
ლივერპულმა სასწრაფოდ უნდა წააგოს
პრემიერლიგაში ინტრიგა მოკლეს. იურგენ კლოპმა და ალბათ ისტორიაში ყველაზე დაბალასებულმა „ლივერპულმა“ ყველა მეტოქეს სკალპი ახადა და ახლა სტატისტიკასღა ებრძვის. სხვა რა დავარქვათ იმას, რაც ხდება? 16-ქულიანი ჰანდიკაპი „სიტისთან” და ერთი მატჩიც თადარიგში, 23 ტურში მოპოვებული 22 გამარჯვება და ერთადერთი ფრე… მერე? შეძლებს კლოპის გუნდი სეზონის 101 ქულით ჩამთავრებას და „სიტის“ 100-ქულიანი შედეგის გაუმჯობესებას? შეძლებს „ლივერპული“...
ბექა!
„ის ჩვენი გუნდის სული და გული იყო, ლიდერი მინდორზე და გასახდელში. ახლა კლუბში მოვლენების განვითარების ორი გზაა: ან ტრაგედიით შეძრული „გროლე“ განადგურდება, ან ეს დრამა ჩვენს ბიჭებს უფრო მეტად შეკრავს ერთ მუშტად, ისინი ბექას ნაცვლად, განსაკუთრებული სულისკვეთებით ითამაშებენ და მის ხსოვნას წარმატებებს მიუძღვნიან“, – ასე გამოეხმაურა ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ავტოკატასტროფაში დაღუპვას გუნდის თავკაცი ჟან-კრისტოფ...
შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო
“არ ვარ მზად, მაგრამ, აჰა, მაინც აქ ვზივარ. ვზივარ და ვცდილობ. რამდენჯერაც დავიწყე წერა, იმდენჯერ ტირილმა მაჯობა. მახსენდები შენ, ჯიდი და ის ძმობა, ჩვენ რომ გვქონდა. კვირას დილით თურმე ბოლოჯერ გავიგონე შენი ხმა – ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. გპირდები, რომ გავაგრძელებ შენს მემკვიდრეობას “ლეიკერსში”, სანამ ისევ არ შევხვდებით, ჩემო უფროსო ძმაო” – ეს სიტყვები...
მილიონერები მეორე ასეულიდან
ხშირად ჩვენი ფეხბურთელები წუწუნებენ, რომ მათ კარიერას და სატრანსფერო ღირებულებას საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბალი რეიტინგი აფერხებს, ანუ FIFA-ს რეიტინგის პირველი ასეულის მაჩანჩალა საქართველოდან ფეხბურთელებს ან ყურადღებას არ აქცევენ, ან სათანადოდ არ აფასებენ. გადავწყვიტეთ, ეს მითი დავამსხვრიოთ. გვინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ იმ ფეხბურთელთაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისი ეროვნული გუნდებიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ასეულში არიან. პოზიციის შემდეგ მითითებულია...









