დღეს, 22 თებერვალს, ქუთაისის „აია არენაზე“ დიდი რაგბია – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს გამართავს, მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. წლევანდელი „მეორე ექვსი ერი“ ძალიან მოულოდნელად და სენსაციურადაც კი ვითარდება. თავად განსაჯეთ: ერთპიროვნულ ლიდერ საქართველოს თუ არ ჩავთვლით, ცხრილში დიდი არეულობაა. მეორე ადგილზე ტურნირზე წლეულს დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრებია,ხოლო მესამეზე...
კატეგორია: დავთარი
მესის სამი კონფლიქტი
2020 წელი რომელიმე კლუბისთვის თუ არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, ეს „ბარსელონაა“. კატალონიურ გრანდში ბევრი პრობლემაა. ჯერ იყო და გუნდის მესვეურებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ერნესტო ვალვერდეს სუპერთასის წაგება არ აპატიეს; მისმა შემცვლელმა კიკე სეტიენმა გუნდი კოპა დელ რეის გარეშე დატოვა; ბოლოს კი შიდა არეულობა და სამარცხვინო სკანდალიც გასკდა. ცნობილი ამბავია, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ლიონელ მესი...
ჰამილტონი, ოსკარი, მესი…
ლიონელ მესი, რაფაელ ნადალი, ლუის ჰამილტონი, მარკ ადამსი, ტაიგერ ვუდსი, ელიუდ კიპჩოგე… დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი სახელებია. ელიუდ კიპჩოგე და მარკ ადამსი. პირველი, კენიელი მორბენალია, რომელიც მარათონში რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, ხოლო მეორე სახელგანთქმული ესპანელი მოტომრბოლელია, რომელსაც სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ბადალი არ ჰყავს. აბა, ლეო მესის, რაფა ნადალს, ლუის ჰამილტონს და ტაიგერ ვუდსს რა წარდგენა...
ფეხბურთი და ანტიფეხბურთი
გემოვნების ამბავია, ვის რა მოსწონს, თუმცა „ატლეტიკო“ გოლს პირველი რომ გაიტანს, შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის, იმ თამაშისთვის აღარ შეიხედება. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შემთხვევაში „ტრაგედია“ დატრიალდა და საულმა გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე მოახერხა. რას ნიშნავს ეს? „ატლეტიკომ“ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ასე კარგად გამოსდის და მათი კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, დღეს ევროპის...
რატომ ახლავე არა?!
ცნობა „მანჩესტერ სიტის“ ევროპული სარბიელიდან ორი წლით იზოლაციის შესახებ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. ამ თემის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება და რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაც არის. მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საქმეში მყოფი თუ უკვე პენსიაზე გასული მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ექსპერტები უეფას ვერდიქტს სხვადასხვაგვარად აფასებენ. მაგალითად, უეფას გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს...
ატრაქციონების პარკი
ატრაქციონების პარკში ერთი კარუსელია, რომელიც მოძველდა, ხავსი მოედო და გამაყრუებლად ჭრაჭუნებს. არ იფიქროთ, თითქოს ერთიანად დაიმსხვრევა – არა, მაინც ძლიერია და თითოეული დეტალი ერთმანეთთან მყარად გამჯდარი. ეს ტერიტორია ხომ ჯერ ნამგალმა მოასუფთავა, შემდეგ კი ურომ ააგო. ეს კარუსელი იმ სამყაროდან მოდის, მასზე დამსხდარ ადამიანებს ყოველდღე რომ ენატრებათ, სხვაგან წასვლაზე სულ საუბრობენ, შეიძლება უნდათ კიდეც, მაგრამ...
მერე რა რომ სასჯელია…
ორივე ტოპ კატეგორიის მწვრთნელია და გვეეჭვება, ხედვებში თუ რაიმე პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს, რომელიმე ევროპულმა გრანდმა მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვას. ერთი, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ უმუშევარია და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში მისმა გუნდმა ევროსარბიელზე დამაჯერებლად ითამაშა და ფურორამდე სულ ცოტა დააკლდა. მეორეს კი ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს თქვენი მოწონებული, ამჟამინდელ სამსახურშიც თავს მშვენივრად...
ქართველებმა გაილაღეს
სანაკრებო მატჩებს შორის შექმნილმა პაუზამ შიდა ჩემპიონატებში მორიგი ტურების გამართვის შესაძლებლობა შექმნა და უქმეები ქართველებისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. სუპერ რაგბის გათამაშება 6 ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატებს ყურადღებას ისედაც არ აქცევს და ამ შეჯიბრებების პარალელურად იმართება ხოლმე. მოგეხსენებათ, ამ ტურნირში ერთადერთი ქართველი ასპარეზობს – გამოცდილი ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც თავისი ქომაგები მეორე ტურშიც გაახარა. ჯაბას...
ძმაკაცები
რობერტო სოლდადოსა და არიც ადურისის შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ფეხბურთი ის სპორტია, სადაც შესაძლოა ცხოვრებისეული მეგობარი გაიჩინო. მათი ძმაკაცობაც „მესტალიაზე“ დაიწყო… ისინი ერთმანეთს 2010 წელს, „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში შეხვდნენ და გვერდი-გვერდ კიდევ 2 წელიწადი ითამაშეს. ორი წლის განმავლობაში, ერთად ღამურებისთვის 75 გოლი გაიტანეს და წარმატებასაც ჩახუტებულები მუდამ ერთად ზეიმობდნენ. სავარაუდოდ, 34 წლის სოლდადო „გრანადაში“ კარიერის ბოლო...
ოქრო გაძვირდა
რომში ეროვნული ჰიმნის აჟღერება არც ამჯერად გამოვიდა, თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გაუმჯობესებულია. ჩემპიონობა კი ორჯერ სულ რაღაც ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ ეს სპორტია, სადაც დადგენილი წესებია და ფინალსაც ორი გამარჯვებული ვერ ეყოლება. სამწუხაროა, რომ სარბიელი ორივეჯერ გულდაწყვეტილებმა ქართველმა ფალავანებმა დატოვეს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კლასიკოსებმა 4 მედლით დახურეს, რაც უკეთესი შედეგია, ვიდრე 2019...









