არის ასეთი ამერიკული სერიალი – „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, იქ პატრიკ სვეიზი თამაშობს და აღწერილია ამერიკის სამოქალაქო ომი. ფეხბურთიც ხომ რაღაცნაირად ომია. მე პირადად ძალიან მინდა, რომ თამაში იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ომი უფრო გამოდის, ვიდრე ბურთის სპორტულ-ჯენლტმენური გორება. არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი უფრო თამაშია, მას თამაშად თვლიან და არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ომია და მორჩა....
კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი
დიახ, ბატონო, ძიუდოზე მოვხვდი
ხვალ თბილისის გრან-პრი იწყება, ძიუდოსთვის დიდად გამორჩეული ამბავი. 3 დღე, ანუ 1 აპრილის ჩათვლით, ახალ სასახლეში გვარიანი ორთაბრძოლები გაიმართება. ამ ამბავმა კი გიო ახვლედიანის ერთი ძველი სვეტი გაგვახსენა, სწორედ ძიუდოზე რომ დაუწერია ავტორს. ვისაც ამ სახეობის მუღამი ჯერ ვერ გაუგია, ეგებ მათთვისაც საინტესო იყოს და ვისაც ძიუდო უყვარს იმათთვის – მით უმეტეს… ეს ძიუდო გვარიანი...
89 დღით ადრე
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხმოცდაცხრა დღე დარჩა, რაში უნდა გამოიყენოს გულშემატკივარმა ეს დრო? მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ფეხბურთის მთავარი ზეიმია, ყველამ იცის. მერე რა, რომ ვერ გაგვიმართლებს ხოლმე და ბოლო დროა, ფინალისთვის გოლები ენანება? ზეიმი მაინც ზეიმია ხოლმე. წინა მსოფლიოს ჩემპმიონატი ყველას გვახსოვს და იქედან ერთი ფიქრი გამომყვა: ძველ დროში, მსოფლიოს პირველობა საფეხბურთო მოდების, სტილების, ოსტატობის უპირველეს...
ნაგანოს თეთრი მზე
ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში ეს არცთუ პოპულარული სანახაობაა. ხალხი დიდად არ ინტერესდება ოლიმპიური თამაშობათა ცქერით. პრინციპში, რომც დაინტერესდეს, შუქი არა აქვს და უეჭველად სადმე დვიჟოკირებულ ადგილას უნდა წავიდეს, ვთქვათ, ფიგურული სრიალის საყურებლად. მაგრამ დღეს სხვა დროა. განა ვინმეს ფიგურული სრიალი ახსოვს? არადა, იყო სხვა დროც. სანამ რუსთა ხელქვეით ვიყავით, ფიგურული სრიალიც...
წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო
გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო. შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის საყვარელ თუ, ნაცნობ სახეობას ეძებ, გთხოვ, გადართე ფეხბურთზე, მითუმეტეს, რომ ამის საშუალება უკვე გაქვს. დაიწყო...
Go, CANADA, Go!
გამოტყდით, რომ ამ არეულ დროში ჰოკეი კიდეც მიგავიწყდათ. არადა, ჰოკეი დიდი რამ გახლდათ, ჩემმა მზემ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდურ თამაშს ამ ჩვენს ქალაქშიც გვარიანი ოდენობის მოყვარული ჰყავდა. მერე მოხდა გასროლ-გამოსროლანი და გულთახეთქვანი და ჰოკეიც გაქრა. მისი ადგილი ტელეეკრანზე დაიკარგა, მისი ადგილი გულში თითქოს გაიცრიცა და დაიმალა. და ახლა, ძმებო, როცა ნჰლ-ის თამაშების ყურება ჰამბურგერის გაღეჭვაზე...
ბურთი ჩამოგორდა როკის გვირაბიდან და სიმდის ხმაზე ჩამოგვირბინა
რაც გამახსენდა გაზაევი რომ დავინახე, გამახსენდა ძველი დრო, როცა ვალერი გეორგიჩი თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და ჩვენს აბურდულ საფეხბურთო გუნდს შველოდა, ბაქოს „ნეფთჩისთან“ ყაიმის მიღწევის საქმეში. მაშინ ამბობდნენ გაზაევმა თბილისში თეთრი მერსედესი ჩამოიყვანა და გაყიდაო. ზოგი აცხადებდა, მერსედესი თეთრი კი არა, ლურჯი იყოო. მერე ცეკა-ტეკამ გვარიანად შეახურა ჩვენი უსუსური გუნდი და ფეხბურთელებს გამოყვანილ-გაყიდული მანქანების თვლა დაუწყეს....
ქართველი რომ ყოფილიყო, ვერ დაიჭერდნენ
მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს ამბავი და “სარბიელის” მკითხველებმაც. ოლიმპიური ჩემპიონი დეივ შულცი მილიონერმა ჯონ დიუპონმა მოჰკლა. რატომ და რისთვის გამოესალმა სიცოცხლეს განთქმული მოჭიდავე, ძნელი სათქმელია – ფილადელფიელი დეტექტივები ჯერჯერობით დუმან და დიუპონიც ვერავის მიაწვდენს ხმას ციხიდან. ფაქტი კი ერთია, „ნისან-პატრული“ რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო. მსოფლიოს მრავალ ჭკუიდან შემცდარ მილიონერს წესად აქვს, რომ რაღაც სპორტი...
ელის არმია
ახალი წლის დღეები თითქოს ჩათავდა. გვარიან ნამთვრალევზე გაიხსენებ მთელ გასულ დღეებს, როდესაც ჭიქა წყალი მიაყოლე და ფსკერი გამოუჩინე. იხსენებ თავგასიებული და ფიქრობ, რომ გამუდმებით სმა მეტად მძიმე რეჟიმი წარსულის და ტოლუმბაშთა ხვედრია. რა რაღა თქვან ფეხბურთელებმა, ვისთვისაც მავან მწვრთნელებს არათუ დალევაზე, პაპიროზის მოწევაზეც კი ჯარიმები დაუწესებიათ? მათ ხომ არ შეუძლიათ, გამოთვრნენ და მერე გაბრუჟული თავით...
საცივის შემდეგ
ახლოვდება საცივის ჟამი. დროება გადახუხვისა, ბაჟეში შუბლის ჩამხობისა და შემწვარი გოჭის მსუქანი ნაჭრების მოყირჭებისა. ათასობით ქართველი სპორტსმენი ისევ ხვდება და ელის ახალ წელიწადს, როგორც ასიათასობით მათი თანამემამულე. იმედი გაუმჯობესებისა, საქმის კეთილად და აზრიანად კეთებისა და ჩვენს სპორტშიაც იმგვარადვეა საჭირო და სანატრელი, როგორც სამოქალაქო ცხოვრებაში. თუმცა, „იმედი“, ამ შემთხვევაში გაცვეთილი სიტყვაა. უფრო „სურვილი“ სჯობს. გვსურს, რომ...









