გუშინწინ ბუენოს-აირესიდან ამბავი რომ მოვიდა, ყველას გეცოდინებათ. ითმინა, ითმინა მარიანა ნანისმა და ბოლოს მთელი არგენტინის გასაგონად გადმოანთხია თავისი ეჭვები. ცოლი იმისია, იეჭვიანოსო, იტყვიან ქალაქში. ქმარი კიდევ იმისია, რომ ცოლი აეჭვიანოსო. მაგრამ ქმარიც არის და ქმარიც, როცა ქმარი სხვისი ცოლი გამოდგება, საქმე საძნელოა. ჭეშმარიტად ძნელი დასადგენია და გამოსაკვლევია ეს საქმე. აბა, მესამე კაცი როდის დაესწრება ხოლმე,...
კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი
არასოდეს სთქვა არასოდეს… ანუ ორი მანჩესტერი
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა “მანჩესტერ იუნაიტედი”, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ “ოლდ ტრეფორდს”, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და...
მოგონილი გოლებიო, და
ძმებო, ფეხბურთის გიჟებო! ორი რამაა ჩართული ამ ამბავში – წარსული და ჟურნალისტის ხელობა. წარსული ისეთი რამ გახლავთ, რომ კაცი ხეირიანად ვერ აღიდგენ თვალწინ. ჟურნალისტის ხელობა კი იმგვარი პროფესიაა, რომ სილამაზის დედოფალსაც კი ნაკლი უნდა აართვას. მთელი ევრო 96-ის განმავლობაში ამ ოხერ სვეტს გთავაზობდით და ვცდილობდი არ გამემჟღავნებინა, ვისი ჩემპიონობა მსურდა (ისევე, როგორც თქვენ, მეც ვიღაცას...
მოკლე ისტორია ქალაქელთა კლუბისა
ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე. ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის საჭირო. გამოთვლილი მაქვს, რომ ჩვენს გაზეთებში ყველაზე ხშირად სიტყვა “სიტი” იხმარება, რაც მოულდნელი არ არის...
ხუთი გოლის იმედით
რაც უფრო ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, მით უფრო დიდია საფრთხე იმისა, რომ ამ ფინალურმა მატჩმა ვერ ივარგოს. ამის მწარე გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთის გულშემატკივრებს აქვთ. თორმეტი წელიწადია, გემრიელი ფინალი არ ყოფილა. თორმეტი წელიწადია, ფინალში თამაშიდან გოლი არ გასულა. სინამდვილეში, ეს თორმეტი წელიწადი ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს გულისხმობს. 1994 წელს, ლოს ანჯელესის „როუზ ბოულზე“ ბრაზილიელები...
„მატჩი მესამე ადგილისთვის“
ჩემპიონატი მთავრდება. რაღა დარჩა? ოთხიოდე თამაში. მაგრამ ეს ოთხიოდეა, კაცს რომ გულს უხეთქავს. თუმცა, ამ ოთხიდან ერთი, მატჩი მესამე ადგილისთვის (ასე ჰქვია ოქმებსა და ქაღალდებში დამარცხებულ ნახევარფინალისტთა შეხვედრას), ყოველთვის სულელურია ხოლმე. უეფა დიდი ხნის მიხვედრილია იმას, დიდი შეჯიბრის ნახევარფინალისტი ისე არ უნდა დაამცირო, რომ რაღაც სულელურ თამაშში კიდევ უფრო სულელური მედლებისთვის საბრძოლველად გამოიყვანო მოედანზე. რა...
მსოფლიოს ჟანდარმი
ყოველ შეხვედრის წინ, სათადარიგოთა სკამზე რომ დაიჭერს ადგილს, მიროსლავ ბლაჟევიჩი გვერდით მოიდებს ხოლმე ფრანგ ჟანდარმთა ქუდს. ამბობენ, რომ ეს ქუდი ერთმა ფრანგმა ჟანდარმმა აჩუქაო. მერე ხორვატიის ნაკრები მოიგებს, ბლაჟევიჩი ქუდს დაიხურავს და გასახდელისკენ მიაბიჯებს. ეს ქუდი ალბათ (ალბათ კი არა) თილისმაა. ხუმრობის ხასიათზე მოსული კაცი კი შავ ჟანდარმულ თავსარქმელს სხვაგვარად სიმბოლურ მნიშვნელობას შესძენს. რახან ბლაჟევიჩი...
JUST DO IT
ზაფხული მოვიდა და გაგიხარიათ, ჩვენს ეზოში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. კარგა ხანია ეზოს ფეხბურთი არ მინახავს – გარაჟებს შორის, მტვრიან ასპალტზე გაგორებული ბურთი ცხოვრების ადამიანურობის და სილამაზის უტყუარი ნიშანია. ეზოს ფეხბურთი საუცხოო საყურებელია: აგერ, ის ღიპიანი ბიჭი პირწავარდნილი გასკოინია (ყოველ შემთხვევაში, აშკარად ცდილობს, რომ გაზას ჰგავდეს), მოხერხებული ქურთის ბიჭი ჯორკაეფივით იწმენდს ოფლს, ვიღაცას, ორიოდ ღერი ღინღლი...
მსაჯი რომ პირველი კაცი იქნება…
გასული კვირის ერთ-ერთ „სარბიელში“ მსაჯთა შეცდომები იყო ჩამოთვლილი და სათაურად თბილისური ლანძღვა ჰქონდა – მსაჯო, შე მამათმავალოო. „ფეხბურთი შინ დაბრუნდაო“, – ასეთი ლოზუნგი მოუგონეს ინგლისელებმა ევროპის ჩემპიონატს. შინ დაბრუნებული ფეხბურთს საუცხოო სტადიონები დაახვედრეს. ეს „ენფილდიო“, „ვალა პარკიო“, „ოლდ ტრეფორდიო“, „უემბლიო“… დაახვედრეს განთქმული ენამწარე მედია და ინგლისური ლუდი. „ფეხბურთი შინ დაბრუნდა“, მაგრამ დიდად განსხვავებული იმისგან, როგორიც...
წერილი ერიკ კანტონას
გამარჯობა, ძმაო ერიკ! გაზეთებში წავიკითხე, რომ ევროპის ჩემპიონატს არ ესწრები და ასე გითქვამს, დიდი რამეც არის ეგ თქვენი ევროპის ჩემპიონატი, ფეხბურთელები დაიღლებიან და მერე თავის ჩემპიონატებს და ევროთასებს ხეირიანად ვეღარ ითამაშებენო. შევიტყვე, ასევე, რომ კუნძულზე წასულხარ დასასვენებლად და ერთ-ერთი გაზეთისთვის შენი სახელი და გვარი დაგიტოვებია – საფეხბურთო სტატიებს წააწერეთო. თუმცა, რივიერაზე გაემგზავრე, თუ სადმე სხვაგან,...









