კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი

Home გიო ახვლედიანის სვეტი
უკლანოდ დარჩენილი ვინსენ მუტალე
ჩანაწერი

უკლანოდ დარჩენილი ვინსენ მუტალე

ეს კვირაა და დიდმნიშვნელოვან შეჯიბრებებში გვარიანი ამბები ხდება: სამპრასი წაახდინეს, ჩანდა რუბინმა და არანტა სანჩესმა ლამის ოთხ საათს იქნიეს ჩოგნები, ხორხე ვალდანომ ქუდი დაიხურა და ამღვრეული „რეალი“ დელ ბოსკეს გადაულოცა, თბილისის „დინამო“ მანეჟში სათამაშოდ გაემგზავრა, ჟან-მარკ ბოსმანი მგონი ჰააგის სასამართლოს უსტაბაშად აირჩიეს, დენის როდმანმა საქოჩრეზე წითელი ზოლი გაივლო და სხვა რამ ათასი დიდი და მცირე....

სადღაც დაიკარგა ის ძველი და ტკბილი
ჩანაწერი

სადღაც დაიკარგა ის ძველი და ტკბილი

აი, უკვე მერამდენე „ოლ სტარზის“ გეიმი მოილია NBA-მ. ზანგის ბიჭების სიჩაუქეს და კონდიციას რომ უყურებ, ფიქრობ, რომ კალათბურთის თამაშს – აქედან ნიუ-იორკს რომ გამოსდები და იქიდან ლოს ანჯელესს – აზრი არა აქვს. თუ კალათბურთის თამაში გინდა და თავს მოთამაშედ თვლი, ამერიკაში უნდა წახვიდე და რომელიმე ლიგაში მაინც უნდა მოსინჯო თავი. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ, ერთი...

სადიდებელი წყალგაღმა კალათბურთისა
ჩანაწერი

სადიდებელი წყალგაღმა კალათბურთისა

„ოკეანის გაღმელო, საზიზღარო სემ, ზანგებს რატომ აწამებ და ბავშვებს რატომ სცემ?“ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბოლშევიკური შაირი კალათბურთის გამო გამახსენდა. კალათბურთი, ისეთი სპორტია, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა მეტად თვალშისაცემად ჩანს ხოლმე. ვთქვათ, გამოიჭერს დიდი პატარას და 97:17-ს მოუგებს. თითქმის წარმოუდგენელია ისეთი რამ, რომ სუსტმა ძლიერს მოუგოს. ფეხბურთში ეს საქმე გაგიხარია, ყვავის: აი, „რუსენბორგი“ „მილანს“ მოუგებს,...

სარაგბო ფიქრები
ჩანაწერი

სარაგბო ფიქრები

რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო თამაში კაცის გულში მეტად კეთილშობილური ნაბიჯით შემოდის. დაკვირვებული ვარ – რაგბმა ბოლომდე ჩათრევა იცის. აქ არ...

ბრეივჰართ, წავედით რაგბის საცქერლად
ჩანაწერი

ბრეივჰართ, წავედით რაგბის საცქერლად

განა ჩვენ სამხრეთ აფრიკელები ვართ? იქ ახლა ერთი ამბავია – ნაკრების კაპიტან ფრანსუა პინარს თუ არა ვცდები, „სბორზე“ არ დაუძახეს და მისი გუნდში დაბრუნების მოთხოვნით სამიოდე დღეში 70 ათასი სატელეფონო ზარი გაისმა. არა, ჩვენ არა ვართ სამხრეთ აფრიკა. და მიუხედავად ამისა, ხვალ თბილისში საერთაშორისო რაგბია. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სარაგბო მატჩის აფიშამ თავისი იერსახით რეი...

ფიქრნი ემანუილ ამუნიკესი, ბურთაობა რომ სწყუროდა
ჩანაწერი

ფიქრნი ემანუილ ამუნიკესი, ბურთაობა რომ სწყუროდა

ხვალ ბურთი ავარდება იოჰანესბურგში: აფრიკის თასის გათამაშების გახსნაზე ერთმანეთს შეერკინებიან სამხრეთი აფრიკა და კამერუნი – პიონერნი და ლომნი. მას კი, ტანმაღალ და ბრგე ემანუილ ამუნიკეს, გაახსენდება ორი წლის წინანდელი ფინალი, როდესაც ორი გოლი შეუგდო ზამბიას და აფრიკის ჩემპიონი გახდა. ასეთი რამ აღარ მოხდება: ვერც ამუნიკე შეაგდებს გოლს და ვერც ნიგერია გავა ფინალში. აფრიკის პირველი გუნდი...

არის ასეთი გაზეთი
ჩანაწერი

არის ასეთი გაზეთი

„სპორტ-ექსპრესი“ დიახაც რომ ცნობილი და სახელგავარდნილი გაზეთია ესენგეს მასშტაბით. ჩვენც, სპორტის მოყვარე ივერიელთაც არაერთხელ გადაგვიფურცლავს ეს ძაან ფორმატისა და ძაან ხარისხის რუსული გაზეთი, რომელსაც მთელი ძველი საბჭოეთის სპორტული დაკმაყოფილება განუზრახვას. დიახაც, მძლავრი და ოპერატიულია ეს „სპორტ-ექსპრესი“, რა გინდა რომ იქ არ ეწეროს. ჯერ მარტო რუსეთი ჩემპიონატი იმგვარი პომპითა და ფოიერვეკითა შუქდება, რომ ეს უაზრო ბურთის...

ტაისონის წაქცევის ერთი გზა
ჩანაწერი

ტაისონის წაქცევის ერთი გზა

შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე, ნახევარი წლის წინ გამოუშვეს ინდიანას ციხიდან. ბეჭზედ მაო ძე დუნი ახატია, თათრულ წესზე აბდულ-აზიზი ჰქვია...

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა
ჩანაწერი

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა

კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი რამ საუკეთესო შეუძლია თქვას ქართველმა ფეხბურთელმა წილისყრის შემდეგ, ალბათ სწორედ ობერ-ლეიტენანტ კლოსის ეს სიტყვებია....

ჩანაწერი

კირსანი არაყს ჩამოდგამს

ასე გამოვიდა, რომ ამ ჩვენი „სარბიელის“ მესვეტედ ვიქეც და ამიერიდან ამ გვერდზე ამ ადგილს დავიჭერ ხოლმე. მინდა, ორი რამ სიტყვა მოგაშველოთ, წინა კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბის გამო – ყმაწვილი ყალმუხი მსოფლიო ჭადრაკის თავკაცად რომ აირჩიეს, ქალაქ პარიზში. კირსან ილუმჟინოვი გაგეგონებათ, იგი პრეზიდენტია (მგონი სამარდჟამოდაც არჩეული) რუსეთში შემავალი ქვეყნისა, რომელსაც ყალმუხეთი ჰქვია. ეს ყალმუხეთი ჩვენთვის ცნობილია,...