ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების „უემბლიზე“ გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევის ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები. დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს. სტადიონი იმიტომ ვახსენე, რომ ეს ჩემი სვეტი სპორტულია, ძირითადად კი საფეხბურთო, თორემ დილის რვა საათზე ფეხბურთზე ფიქრი...
კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი
აიაქსი და სინათლე
სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა. ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა დაგვიწყებოდა. აქაოდა, დიახაც, გვიჭირს, დიახაც ჩამოვრჩებით, მგარამ სიხარული მაინც ჩვენია – ლამაზი „აიაქსი“ მოსკოვის „სპარტაკს“...
ჩემი უტოპიური ჩემპიონი
ბოლო ათი დღეა, „იესპიენის“ ტელეარხებზე სამხრეთამერიკულ ფეხბურთს გადმოსცემენ. ბრაზილიასა და არგენტინაში ახლა ორ ჩემპიონატს შორის შესვენებაა და კლუბების სხვადასხვა ტურნირებში ჩაბმულან: ბრაზილიაში ლიგა პაულისტა და რიოს პირველობა ტარდება, არგენტინაში „ტორნეო სიუდად დე მენდოსა“ და სხვა. ამ თამაშების ცქერისას ის ლაპარაკი გამახსენდა, ჩვენი ჩემპიონატის კალენდრის გამო რომაა ატეხილი. თავად წამიკითხავს და მომისმენია, ჩვენი ჟურნალისტები და ქომაგები...
კიდევ რამდენი ჩემპიონატი, კიდევ რამდენი წელი…
აჰა, გაილია საქართველოს კიდევ ერთი ჩემპმიონატი ფეხბურთში. მგონი მეშვიდე. რამდენი ჩემპიონატიც არ გაილია, „დინამო“ იმდენჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ კარგახანს გასტანს ასე. ეს ჩვენა, „დინამოს“ ქომაგსა, კიდევაც გაგვეხარდება, მაგრამ მალე აღარც გაგვეხარდება. იმიტომ რომ მივეჩვევით და დილით რომ ჩაის სვამ, განა გიხარია? ჩვეულებრივი ამბავია და იმიტომ. ეს „ჩვეულებრივობა“ თავიდანვე დაებედა საქართველოს პირველობას. ინტრიგაც ყოფილა ხოლმე...
სულ სხვადასხვა ამბები დროზე
მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა – აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26 წლისაა და ერთ დროს ათეულის მუდმივი წევრი იყო. ტყუილად ჩოგნის ცემას მან წასვლა არჩია და...
არასოდეს თქვა არასოდეს…
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და...
ერთი, პოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში
დღესასწაულიო! პრინციპში სხვა რა უნდა ვუთხრა? თავადვე დავწერე, ამ ოხერი ცაცია ხელით, იქნება დიდებული თამაში, ორივე მხრიდან ხასიათები და გმირები-მეთქი. რატომ დავწერე ასე, არ ვიცი, ალბათ, გასამხნევებლად, ხმაურის გსაძლიერებლად, სტადიონზე ჩვენი სიმღერის მოსასმენად. გუშინწინ საღამოს „სარბიელში“ ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობას ადგენდნენ. თავი მოკვიკალი, ბეტი და ფერდინანდი არ ითამაშებენ-მეთქი. სამი დღე რაიტის სასტარტოში თამაშზე ვლაპარაკობდი (სიმართლე ვთქვა,...
წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!
რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა – შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო. აჰ, ნეტავ იმ დროებას – ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა კარში. მერე ჭილაიამ გადაიარა მოედანი და კიდევ ათასი რამ. დიახ, ძალიან წვიმდა, მაგრამ საამაყო დროება...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
მარშრუტის გამო
რა და… მარშრუტის გამო მინდა ვთქვა. უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს. ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან. რას იზამ – ასეა! როცა ერთ დღესაა კალათბურთიც და ფეხბურთიც. და ფეხბურთი კალათბურთის დამთავრებიდან...








