კატეგორია: გიო ახვლედიანის სვეტი

Home გიო ახვლედიანის სვეტი
ჩანაწერი

აქედანა და გორამდე

ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება. ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა ზედ, “დინამო” ივარგებს და ამბავი მაინც შედგება. თუმცა, მასში ჩვეულებრივობა მეტი იქნება. აქეთ გორის ჯვარი,...

STILL KETS!
ჩანაწერი

STILL KETS!

STILL მავანიო, ასე შესძახებენ ხოლმე ინგლისელი ტელეკომენტატორები, როცა მავანი ყაჩაღი ფეხბურთელი ბურთს არ დაჰკარგავს და მონდომებით მიიწევს წინ. ადვილი გადმოსათარგმნია, STILL მავანიო, ნიშნავს კვლავ ესო, ესე იგი, არ დაადგა საშველი ამ ფეხბურთელის დაკავებასო. თანაც იმათ რეპორტაჟი არ ესწავლებათ და ისე აუწევენ ხოლმე ხმას ამ STILL-ის თქმისას, რომ ბურთის მოყვარე კაცს ჟრუანტელი დაუვლის. მე აი, რატომ...

ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო და პოლიციელებო – შევიკრათ!
ჩანაწერი

ფეხბურთელებო, ქომაგებო, ქურდებო და პოლიციელებო – შევიკრათ!

ჩვენი სტადიონი ჭეშმარიტად ისტორიული არენაა. ვის აღარ უთამაშია აქ? დაპყრობილ-კოლონიური ქვეყნის პირობაზე პაიჭაძის (ძველად, იდიოტურ წესისამებრ ბერიას და ლენინის) სახელობის საფეხბურთო სახლში მართლაც დიდი და დიადი გუნდები გაგვიცნია. ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და ნაკრებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კლუბებიც არ გვივიწყებდნენ. ხშირად ჩვენს „დინამოს“ ეს ხელს უშლიდა ევროპულ წინსვლაში, მაგრამ სანახაობა მართლაც დაუვიწყარი იყო ხოლმე. თვრამეტი...

შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია?
ჩანაწერი

შენ ყარაჩოღელი გიჟუა გაგიგონია?

ყველაზე უცნაური რაც ჩვენს ფეხბურთს სჭირს, მედიდურობაა. „დინამომ“ რომ „ტილბურგთან“ წააგო, სამი დღეა გასული და ამ დღეში, ბარე შვიდი ფეხბურთის მოყვარე კაცი შემხვდა და მითხრა, აგვისტოში რომ დაწერე „დინამომ“ გამოიღვიძა, აჩქარდი, ბევრი მოგივიდაო. როცა რაიმე გაგეხარდება, ბევრიც მოგივა ხოლმე. მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, „დინამომ”“„ატლეტიკს“ მოუგო და რამდენიმე თბილისელმა ფეხბურთელმა მართლაც საუცხოოდ ითამაშა წყვილის ორივე შეხვედრაში....

ბოდიში და გმადლობ
ჩანაწერი

ბოდიში და გმადლობ

ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა? ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად – არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები. ეგებ ამის გამოც გველაპარაკა? ტაქსიდან რომ ჩადიოდა, ფული გაუწოდა მძღოლის გვერდით მჯდომ მოლარეს და სადღაც განზე...

ერთი მუჭა დოლარისათვის
ჩანაწერი

ერთი მუჭა დოლარისათვის

რახან ეს საქმე დამთავრდა, რახან სააგენტოები ყოველ საათს აღარ მოგვაწვდიან რონალდოს გადასვლა-არგადასვლის ამბავს, მე, პირადად ვკისრულობ პეროვსკაიაზე გასეირნებას და ათიოდ პინტა ლუდს. არ ამოვისუნთქეთ? რაღა ეშველებოდა მსოფლიო ფეხბურთს, პატარა რონალდო რომ „ინტერში“ არ გადასულიყო? დასრულდა ეს განუმეორებელი პოსტბოსმანური ისტორია. ოცი წლის ბიჭი გადავიდა იქ, სადაც მეტს გადაუხდიან. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ ერთი წელიწადნახევარში ფეხბურთელი ასეთ...

ჩანაწერი

ძველი და ახალი

მისალოცი წერილები, ჩვეულებრივ, ერთი ტიპისაა: „ძვირფასო „რეალ“, მოგილოცავ დიდ გამარჯვებას, იყავი ბედნიერი, მშვენიერო და ა.შ.“ ამდენი წლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ისტორიამ თავის მთავარ ადგილას დაიბრუნა მადრიდის „რეალი“. ამ საქმეში არის სამართლიანობა და ამ საქმეში არის ერთგვარი გახსენებაც მადრიდელთა რამდენიმე ბრწყინვალე თაობისა, ჩემპიონთა თასს რომ ვერ დაეუფლა. მაგრამ ამსტერდამ არენაზე გამართულმა ფინალმა ეს სევდიანი მოგონებები „რეალის“...

ამ საქმის ვერ გავიგე
ჩანაწერი

ამ საქმის ვერ გავიგე

საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი. ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად. მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ გამოდიან და ამის მაგალითად ალფრედო და სტეფანო მოჰყავთ ხოლმე. არსებობს...

უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
ჩანაწერი

უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?

155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო. მეილმენი – იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის, „იუტა ჯაზის“ 33 წლის ფორვარდი. მაიკლ ჯორდანი ექვსი თუ შვიდი პირველი ადგილით ჩამორჩა სოლტლეიკელ გოლიათს,...

ტინსაიდელი ცინიკოსები
ჩანაწერი

ტინსაიდელი ცინიკოსები

ესენი ვინა ყოფილან? მთელი ნიუკასლი, მთელი საჯორდეთი ფეხზე დგას. ხალხს გუნდის აღზევება ევალება და თურმე რეებს ლაპარაკობენ? კლუბის ოდინდელ თავმჯდომარეს სერ ჯონ ჰოლს ვაჟიშვილი ვერ გამოდგომია. საქმე კი იმაშია, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა, კრეძოდ კი „უორლდ ონ სანდიმ“ ნუიკასლ იუნაიტედის“ ორი თავკაცი, თავმჯდომარე ფრედი შეფერდის და დირექტორ დუგლას ჰოლის ამბავი მოჰფინა ქვეყანას. ესენი ვინა ყოფილანო, კითხულობს...