ჟოზე მოურინიუ რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებას ვინ ასეირებდა? პორტუგალიელმა ახალი ბრძოლა წამოიწყო, ამჯერად ანტონიო კონტესთან. კონფლიქტი, რასაკვირველია „განსაკუთრებულმა” გააჩაღა, მაგრამ გუშინდელი რაუნდი იტალიელის ბრალია, რომელიც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, საოცრად ექსცენტრული კაცი ბრძანდება. მან მოურინიუს პირველი ნაკბენი არ დაივიწყა და „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცზე თქვა, ასაკობრივი დემენცია სჭირსო. თხრობა მოურინიუს ბოლო სიტყვებით დავიწყოთ....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მე ბარსაში მოვკვდე, დავიკარგო
„ბარსელონასთან” დაახლოებულმა წყარომ ესპანურ გამოცემა „სპორტს” უთხრა, რომ ლეო მესის ახალ კონტრაქტში პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტი არ არის. ეს თემა იმიტომ წამოიწია, რომ „ელ მუნდომ” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში არგენტინელი „ბარსელონაში” თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს თუ კლუბი ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგას მიეკედლება. ჩამოთვლილიც კი იყო ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და იმავე ესპანეთის ლიგები....
ნეტავ ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, ეს რა დოზანაა !
თვალი მომეცი და მაყურებინეო – ისეთი ძეგლი დაუდგეს განელ მაიკლ ესიენს მშობლიურ ქალაქ კუმასიში. გენიოსი სკლუპტორის ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორმა რამდენიმე წელი და არაერთი უძილო ღამე შეალია ამ შედევრის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მისმა ნაშრომმა მზის სინათლეც იხილა. „ჩელსის“ მაისურიანი ფეხბურთელის სხეულის პროპორციები შესაძლოა, ოდნავ დარღვეული გეჩვენოთ, მაგრამ ეს ხელს ვერ...
ვინ არის მარქს ლენინი?
17 წლისაა და „ფლამენგოს“ ასაკობრივ გუნდებში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ უცნაური სახელითაც მიიქცია ყურადღება. „მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარქსი ან ლენინი – თქვა მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესმა – მამაჩემს ჰქვია ანტონიო მარკეს გონსალვესი. დედაჩემს სურდა, ჩემთვისაც მარკესი დაერქვა, მაგრამ ზუსტად იგივე რომ არ გამოსულიყო, ცოტა გადააკეთა და გამოიყვანა მარქსი“. „რაც...
ბიჩიაბუ გრძელი
უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკო რომ ეთამაშება პატარა ბავშვებს, ისეა ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის ამბავი. ფოტოებზე პსჟ-ის 12-წლამდელთა გუნდია, ამ გუნდში კი ერთი კაცი მოგხვდებათ თვალში… მაგრამ კაცი კი არა, ბავშვიაო. მისი სახელ-გვარია ბიჩიაბუ ელ-ჩედაილი და დოკუმენტებიც წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც 2005 წელს არის დაბადებული. ჰოდა, საერთაშორისო ტურნირზეც უთამაშია. ფიცი გვწამს, სიგრძე გვაკვირვებს.
ზოგი ასე უბერავს
“სანი” წერს, რომ ხამეს როდრიგესმა ცოლი გაუშვა და ამერიკელ პორნოვარსკვლავს კენდრა ლასტს დაუმეგობრდა, ოღონდ… მათი ურთიერთობა “ტვიტერით” შემოიფარგლება და სოციალური ქსელების ფარგლებს, ალბათ ვერც გაცდება. “ბაიერნის” 26 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის ცოლი გახლდათ ნაკრებში მისი თანაგუნდელის, “არსენალის” მეკარის დავიდ ოსპინას და, დანიელა. მათმა ქორწინებამ ექვს წელიწადს გასტანა. წყვილს გოგონა ჰყავს. საერთოდ, ხამესს “ტვიტერზე” ბევრი მომხმარებლის გამოწერა არ...
სამპაოლი არგენტინის სანახავად ევროპაში მოდის
არგენტინის ნაკრები “რუსეთი 2018”-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს ჩაატარებს. “ოტკრიტიე არენაზე” ანუ იმავე “სპარტაკის” სტადიონზე “ალბისელესტე” ისლანდიას დაუპირისპირდება. არგენტინელთა მწვრთნელმა, 57 წლის ხორხე სამპაოლიმ თავისი წილი ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ის ევროპაში გაემგზავრა, რათა ნაკრების წევრებს ერთხელაც შეავლოს ტრიბუნიდან თვალი და თან ლიონელ მესის, ლუკას ბიგლიას, პაულო დიბალას, მაურო იკარდის და სხვებს შეხვდეს. ის აგრეთვე ნახავს...
არმანი, ოღონდ ფრანკო
ჯორჯო რა იყო და… ფრანკო არმანი 31 წლის არგენტინელი მეკარეა, რომელმაც ბოლო შვიდი სეზონი კოლუმბიაში, კერძოდ მედელინის “ატლეტიკო ნასიონალში” გაატარა, ახალი წლის პირველ დღეს კი წერილობით აცნობა მთელ მსოფლიოს, რომ სამშობლოში ბრუნდება — “რივერ პლეიტში” გადადის. ამაზე არგენტინულმა “ოლემ” დაწერა, “რივერს” და მის მწვრთნელს მარსელო გალიარდოს ბედნიერი 2018 დაუდგათო. “მე ავუხსენი “ატლეტიკო ნასიონალის” ხელმძღვანელობას, რომ...
ცვლილებები ლა ლიგაში
ესპანურმა “სპორტმა” კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო, წერს გამოცემა. “სპორტი” აგრეთვე წერს, რომ გასულ სეზონში ტელეკამერამ შემთხვევით გადაიღო, როგორ უკვირდათ “რეალის” მოთამაშეებს, ხორვატ ლუკა...
ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის
სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა...









