30 წლის გონსალო იგუაინს 534 მატჩში 271 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დღეს დილით ბუენოს აირესში ესეისას აეროპორტში რომ გაიტანა, წლის საუკეთესო იქნება. „იუვენტუსის“ ფორვარდი მხოლოდ ფეხმოსწრებული კი არა, სიტყვამოსწრებულიც ყოფილა. „კალიარისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ „იუვე“ საშვებულებოდ დაიშალა და „პიპიტა“ იგუაინმაც სამშობლსკენ გასწია. მგზავრობით დაღლილს ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმა არ აცალეს და კამერა-მიკროფონით ეცნენ. „ღამის 3...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მიფრინავენ ფლოსტები
საცოდავ 70 ათას გირვანქას თუ მოგიგდებენ კვირაში და ძლივს შესწვდები „გუჩის“ 675 გირვანქიან ფლოსტებს, განა რა დაშავდება? არც არაფერი – თქვა მარკოს როხომ და თავისი ღარიბული ფლოსტები თვითმფრინავში გადაღებული სურათით გაგვაცნო. კენგურუს ტყავით გაწყობილი „გუჩი“ „მანჩესტერის“ არგენტინელ მცველთან ერთად დუბაიში გაფრინდა ერთკვირიან შეკრებაზე. ფლოსტები დაბინავდებიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება 455 გირვანქა ღირს.
იობი და ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში
ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის” 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს”, სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება სულ მცირე კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. „მეთოფეთა” ფანებისთვის კი ყველაზე შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს...
20 წლის შემდეგ (კოუტინიოს მემუარებიდან)
… აი, როგორ იყო სინამდვილეში „ბარსელონაში“ ჩემი გადასვლის ამბავი: 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა დამირეკა, 15 მილიონი ევრო მასესხეო. ვუპასუხე არ მაქვს მეთქი, იანვარში „ბარსელონაში“ მინდა გადასვლა და 15 მე უნდა დავუმატო „ბარსას“, ფული არ ჰყოფნით და თუ დამეხმარები გადასვლაში, პირველივე ხელფასზე მოგცემო, ვუთხარი. მანამდე რონალდუს ან მესის ესესხე, მეთქი. მათი ვალი უკვე მაქვს და...
ძაღლამდე პენალტი დააკლდა
ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა” ასოციაციის თასიდან „არსენალი” გააგდო – 4:2 მოუგო. მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა – პირველი და მეორე გაიტანა – და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა” პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს. პოლონური წარმოშობის, აშშ-ს ნაკრების მცველმა ნამატჩევს თქვა: „ცოლი შემპირდა, ამ სეზონში ჰეთ-თრიქს თუ შეასრულებ ძაღლს გიყიდიო...
მშიერთათვის
სხვა სფეროებისა აბა, რა გითხრათ და როდესაც საქმე ფეხბურთს და კულინარიას ეხება, ლუკას პოდოლსკი თავის სიტყვას ამბობს… თუმცა, სჯობს ასე ვთქვათ — თავის წილ მსუყე ნაჭერს იჭრის. 32 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, კიოლნში საშაურმე გახსნა. გახსნა და იქ ამბავი ატყდა… ხუთსაათიანი რიგი წარმოგიდგენიათ? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ქალაქში ვისაც შიოდა ყველა...
პეპა გოჭით მოგებული
„რომა“ გუშინ „ატალანტასთან“ შინ დამარცხდა (1:2), სტუმართა კაპიტან ალეხანდრო გომესისთვის კი ეს მოგება იყო საჩუქარი მისი გოგოგოს დაბადების დღეზე, რომელიც 3 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა გომესმა კაპიტნის სამკლავურის დიზაინში ცვლილება შეიტანა. ოპულარული მულტფილმის „პეპა გოჭის“ ნახატით მკლავდამშვენებული გავიდა მოედანზე და გოჭიანი სამკლავურმა გამარჯვება მოუტანა.
მარადონასა და მესის ერთადერთი საერთო მწვრთნელის აზრით
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ალფიო ბასილემ Oral Deportiva-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ. ალფიო ბასილე არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურაა. ის გახლავთ ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც გაუწვრთნია როგორც დიეგო მარადონა ასევე ლეო მესი. ბასილეს ხელმძღვანელობით „ალბისელესტემ” ოთხი ტიტული მოიგო: გახდა კონფედერაციათა და არტემიო ფრანკის თასების მფლობელი, ორჯერ ზედიზედ მოიპოვა „კოპა ამერიკას” ჩემპიონის წოდება. მან მოაგებინა ჯილდოები...
გიჟისა და გიჟის ამბის გაგრძელება
ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიუს „თვალთმაქცი” და „პატარა კაცი” უწოდა — ესეც თქვენ გიჟების ამბის გაგრძელება. გიჟების იმიტომ, რომ ყველაფერი მოურინიუს ნათქვამიდან დაიწყო, ეს კონტე მოედნის კიდესთან რა გიჟივით იქცევაო. მართალია, გიჟივით იქცევა, მაგრამ თვითონ როგორ იქცეოდა? ჰოდა, ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო. მოკლედ, კონტემ მოურინიუზე თქვა მაგას ეტყობა ასაკობრივი დემენცია დაეწყო, რადგან საკუთარი ქცევა არ...
აი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !
„ბოკა ხუნიორსმა“ „ტრაბზონსფორიდან“ 28 წლის მარცხენა მცველი ემანუელ მასი დაიმატა, რომელსაც მუხლებზე ძაღლის თავები ახატია. მასი არგენტინაში ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მოყვარულადაა ცნობილი. 2008-2013 წლებში თამაშობდა სან ხუანის „სან მარტინში“, მერე „სან ლორენსოში“ და შარშან დეკემბერში „ტრაბზონსფორში“ გადასულმა არგენტინიდან თურქეთში წაიყვანა ორი პიტ ბული. სწორედ ამ ძაღლების თავები ახატია მუხლებზე, რომლებიც ერთხელ თურქული კლუბის...









