ხორვატმა თავდამსხმელმა ივან პერიშიჩმა სამშობლოში გაზეთ „სპორტსკე ნოვოსტის” მისცა ინტერვიუ. საუბარი შეეხო ხორვატიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს, რომელიც ამ ზაფხულიდან „ბაიერნის” თავკაცად დანიშნეს. პერიშიჩმა თქვა: „თავის დროზე კოვაჩმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც ის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მე კარგად ვთამაშობდი. შემდეგ, როდესაც ორივენი გერმანიაში ვიყავით, ერთმანეთს ვურეკავდით და თითოეულ წარმატებას ვულოცავდით. ასე რომ, თუ „ბაიერნში” ვჭირდები,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ლებრონი VS ტრამპი
დღითიდღე ღვივდება კონფლიქტი NBA-ს უგვირგვინო მეფე ლებრონ ჯეიმსსა და აშშ-ის, ალბათ, ყველაზე ექტრავაგანტურ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. აკრონში საკალათბურთო სკოლის გახსნისას, “ლეიკერსში” გადაბარგებულმა ლებრონმა CNN-თან ინტერვიუთი ისარგებლა და ტრამპს ერთხელაც “უბწკინა”: – ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი სპორტსაც კი იმისთვის იყენებს, რომ ამერიკელები ორად გაყოს. მე ამ ადამიანთან ერთ მაგიდასთან არ დავჯდებოდი. ტრამპმა არ დაახანა და როგორც...
გაუშვით კურტუა შვილებთან
ტიბო კურტუას აგენტმა „ჩელსის” სთხოვა, საქმის გაჭიანურებას შეეშვას და ბელგიელ მეკარეს ნება დართოს მისთვის საოცნებო მადრიდში გადაბარგდეს. მოგეხსენებათ, რომ კურტუას ფასი დაახლოებით 40 მილიონი გირვანქაა. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი კი არ მალავს, რომ „რეალში” უნდა გადასვლა, მაგრამ დასავლეთ ლონდონელები ფეხს ითრევენ. კურტუას ლტოლვა მადრიდისკენ მხოლოდ ფეხბურთით არ არის განპირობებული. მისი ორი შვილი მადრიდში იზრდება და...
ყალბი ინიესტა!
ხუმრობა არ გეგონოთ. ანდრეს ინიესტა ტრავმირებულია და იაპონურ „ვისელ კობეში“ ზედიზედ მეორე მატჩის გამოტოვება მოუწევს. არადა, „ტოკიოსთან“ გასვლით მატჩზე 50-ათასივე ბილეთი გაყიდულია და ყველას ესპანელი სუპერვარსკვლავის ხილვა სურს. გამოსავალი მოინახა: ინიესტას ტოკიოში ორეული – ვინმე იამ ნოდა შეცვლის. ბუნებრივია, მოედანზე არავინ შეუშვებს, მაგრამ ქომაგების წინაშე კი წარსდგება. ჰოდა, დგას ახლა ეს ჩვენი ნოდა და ზეგინდელი...
ლუკაკუ: მოურინიუ კარგი კაცია!
ერთი ხანია ჟოზე მოურინიუს გვარ-სახელი ინგლისური გაზეთების პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. იწერებოდა მისი უკმაყოფილო კომენტარები „მანჩესტერ იუნაიტედის” შეფების სატრანსფერო პასიურობის გამო; ამბობდნენ, რომ „განსაკუთრებულმა” მეორე შვილის დაბადებაზე დასასწრებად ამერიკის შეკრებიდან პარიზში გაქცეულ და დაგვიანებულ ანტონი მარსიალს ხელფასი დაუქვითა; ჭორაობდნენ, რომ მოურინიუს უხასიათობას ფეხბურთელები კარგად ამჩნევდნენ და ზურგსუკან მის წინააღმდეგ ბუტბუტებდნენ რაღაცას, მაგრამ როგორც ჩანს ყველა...
რაში გამოადგება ბარსას არტურო ვიდალი?
რამდენიმე დღეა ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ „ბარსელონა” ჩილელ არტურო ვიდალს შეიძენს. აქამდე ამბობდნენ, რომ 31 წლის ნახევარმცველი „ინტერში” გადასვლასთან იყო ახლოს. ესპანური „მარკა” ამტკიცებს, რომ ვიდალის შეძენით ერნესტო ვალვერდეს გუნდი მხოლოდ მოიგებს და ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ხუთი არგუმენტი მოჰყავს. ვფიქრობთ, ეს არგუმენტები „სარბიელის” მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება. პაულინიუს მსგავსი ყველაზე თვალშისაცემი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ვიდალს შეუძლია...
ლაკაზეტი ობამეიანგს არ მტრობს
ალექსანდრ ლაკაზეტმა კრიტიკოსებს უპასუხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩემი კონკურენტი კი არა, მეგობარიაო. ფრანგი თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ახალი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით ის და ობამეიანგი ერთად შესანიშნავად შეძლებენ თამაშს. ლაკაზეტი „არსენალში” ერთიწლის წინ „ლიონიდან” 46,5 მილიონ გირვანქად გადავიდა და შედგა თუ არა ახალ გუნდში მოედანზე ფეხი, 3 წუთში გოლი შეაგდო. „მეთოფეთა” შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 15 შეხვედრაში ლაკაზეტმა...
მანჩესტერში გადასვლას რეალში ჯდომა უჯობს
ამბობენ, თითქოს მატეო კოვაჩიჩს უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი ფეხი არ იქნება, ჟოზე მოურინიუსთან ვერ გავჩერდებიო. არადა ფაქტია, რომ 24 წლის ხორვატი ნახევარმცველი „რეალიდან” წასვლაზე ფიქრობს, რადგან მადრიდში იშვიათად ათამაშებენ, მას კი პრაქტიკა და რეგულარულად თამაში სჭირდება. „იუნაიტედმა” „თეთრებს” კოვაჩიჩის სანაცვლოდ 53 მილიონი გირვანქა შესთავაზა. ასახელებენ კოვაჩიჩის უარის მეორე მიზეზს: თითქოს ხორვატს მანჩესტერული გუნდი მოურინიუსთან პიროვნული...
ბენიტესი: ყველაფერი ცუდადაა!
რაფა ბენიტესმა „ნიუკასლ იუნაიტედის” შეფებს შეუტია. ეს ნაბიჯი მას პორტუგალიაში, „ბაგასთან” 0:4 წაგებულმა მატჩმა გადაადგმევინა. ესპანელმა ასეთი მარცხის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო და განაცხადა, რომ „ნიუკასლს” ფეხქვეშ მიწა ერყევა. პორტუგალიაში დამარცხებით ნირწამხდარი ინგლისური გუნდი შინ თავჩაქინდრული დაბრუნდა, წინ კი უკვე პრემიერლიგის პირველი ტურია — 11 აგვისტოს „ნიუკასლი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს. წაგებისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე 58 წლის მწვრთნელმა თქვა:...
რას ფიქრობს მუნირი?
„ბარსელონას” სეზონურ განაცხადს შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი მოაკლდეს. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს მუნირის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო: ეთნიკურად მაროკოელი, დაბადებით კი მადრიდელი თავდამსხმელი „კამპ ნოუზე” უნდა დარჩენილიყო და ერნესტო ვალვერდეს გუნდში ადგილის მოპოვებისთვის ებრძოლა, მაგრამ სურათი შეიცვალა. „ბარსამ” „სევილიასგან” ისეთი წინადადება მიიღო, რომ ყურიდან ყურში გატარებად არ უღირს, თუმცა ფეხბურთელსაც არაფერს აძალებს. კლუბმა მუნირს...









