კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
თანაგუნდელებო, მეტად დაეხმარეთ ჟორჟს!
ჩანაწერი

თანაგუნდელებო, მეტად დაეხმარეთ ჟორჟს!

AS: „ჟორჟ მიქაუტაძე იბრძოდა, მაგრამ იზოლირებული იყო. ერთხელ კარგად დაარტყა პირველ ტაიმში და ორი გარღვევა ჰქონდა მეორეში. მას თანაგუნდელებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება’’. ასე შეაფასა ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ვალენსიურ დერბიში, რომლშიც „ვილიარეალმა’’ „ვალენსიას’’ შინ 2:1 მოუგო. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სრულიად ვეთანხმებით AS-ის შეფასებას. „შეხვედრა კარგად დავიწყეთ. მეტოქის გოლის შემდეგ...

გაუმაძღარი ფიფა გაფართოებაზე ფიქრობს
ჩანაწერი

გაუმაძღარი ფიფა გაფართოებაზე ფიქრობს

ფიფა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებამ იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა შეჯიბრება განავითაროს. მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულში მას აშშ-მ უმასპინძლა. გაიმარჯვა „ჩელსიმ’’. კლუბთა შემდეგი მუნდიალი 2029 წლისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის შეფებს მისი უფრო ხშირად, კერძოდ ორი წელიწადში ერთხელ ჩატარება უნდათ. სად გაიმართება მომდევნო ჩემპიონატი? ეს ჯერ ცნობილი არ არის. ნამდვილი, ნაკრებთა მუნდიალი სამ...

ალისონის და მამარდას ამბავი
ჩანაწერი

ალისონის და მამარდას ამბავი

ფრანგი მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ბოლო თვეებს ითვლის. ფეხბურთელის წარმომადგენლები მერსისაიდული კლუბის დირექტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეებს შორის შესაძლოა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. იგივე ვითარებაა შოტლანდიელ ენდი რობერტსონთან დაკავშირებითაც. მერსისაიდელები ფრთხილობენ. მათ არ უნდათ გაიმეორონ ისეთივე შეცდომა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან დაკავშირებით რომ მოუვიდათ, როდესაც ეს უკანასკნელი „რეალში’’ გადავიდა. საიტმა This is Anfield დათვალა, რომ 2027 და 2028...

პარი სენ ჟერმენი ისეთივეა, როგორიც შარშან?
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენი ისეთივეა, როგორიც შარშან?

„პარი სენ ჟერმენს’’ ხშირად ადარებენ ერთი წლის წინანდელ საკუთარ თავს და ეს ბუნებრივია. 2025 წლის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობდა. მან ეს დონე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, შემდეგ კი გულშემატკივარს გაუჩნდა ეჭვი, რომ პარიზელთა თამაშის ხარისხი ძველებური აღარ იყო. „მეცთან’’ შეხვედრის წინა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის ესპანელ მწვრთნელს ლუის ენრიკეს სხვა თემებთან...

ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ
ჩანაწერი

ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ

ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ...

ფლიკი ბარსას ფეხბურთელებს უყვიროდა
ჩანაწერი

ფლიკი ბარსას ფეხბურთელებს უყვიროდა

ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:4 განადგურდა. 1960 წლიდან მოყოლებული ეს გახლდათ „ბარსას’’ ყველაზე დიდი მარცხი „ატლეტიკოსთან’’. გარდა ამისა, კატალონიელების გერმანელი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გუნდს ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ფლიკთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ „ბარსას’’ ერთ ტაიმში ოთხი გოლი არასდროს გაუშვია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სწორედ ფლიკის „ბაიერნმა’’ მოუგო 8:2. მატჩის...

რიბერი ეპშტეინის ფაილებში ახსენეს
ჩანაწერი

რიბერი ეპშტეინის ფაილებში ახსენეს

მსოფლიო ჯეფრი ეპშტეინის ფაილებზე გადაირია. ლამის არ დარჩა ცნობილი ადამიანი რომლის სახელიც ამ ამერიკელ ფინანსისტთან და არასრულწლოვანთა გამრყვნელთან არ დააკავშირეს. ერთ-ერთი ბოლო ვინც ასეთმა დაკავშირებამ გააბრაზა და სასამართლოში ჩივილს აპირებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერია, რომელმაც ბევრ კლუბში ითამაშა, მაგრამ ფეხბურთის ისტორიას „ბაიერნის’’ ლეგენდად შემორჩა. მედიას გაახსენდა, რომ რიბერი 2010 წელს პარიზში სუტენიორობის საქმეზე იყო...

დემბელე: ბალერდი ნაგავია
ჩანაწერი

დემბელე: ბალერდი ნაგავია

არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე...

კარვახალმა და არბელოამ ჯერ იჩხუბეს, მერე კი მშვიდად ილაპარაკეს
ჩანაწერი

კარვახალმა და არბელოამ ჯერ იჩხუბეს, მერე კი მშვიდად ილაპარაკეს

„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა. თუმცა, ბოლო ცნობების თანახმად კარვახალმა და არბელოამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ვნებათაღელვა დააცხრეს. ინტერნეტში გავრცელდა...

პარიზელები პარიზში უნდა დარჩნენ
ჩანაწერი

პარიზელები პარიზში უნდა დარჩნენ

2026 წლის მარტში პარიზის მერის არჩევნებია. გამოიკვეთა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც: დარჩება „პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ თუ ახალ ბინაში მოუწევს გადაბარგება. ეს საკითხი პარიზელებს ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აწუხებთ. მოკლედ შეგახსენებთ: ახლანდელმა მერმა ანი იდალგომ პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ ხელაიფის „პარკ დე პრენსის’’ მიყიდვაზე უარი უთხრა. ისტორიული სტადიონი ქალაქის საკუთრებაა. მას მერე,...