26 იანვარს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონადან’’ 18 წლის დრო ფერნანდესი გადაიბირა. პარიზელებმა მასში გამოსასყიდ 8 მილიონზე ოდნავ მეტი გადაიხადეს. დრო „ბარსას’’ ლეგენდარული სკოლის „ლა მასიას’’ აღზრდილია, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა საფრანგეთის ჩემპიონმა, ხოლო „ბარსელონას’’ გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გაღიზიანდა. მას ეგონა, რომ ფეხბურთელი უცხო კლუბების დაპირებებს ასე უცბად არ წამოეგებოდა....
კატეგორია: აქეთურ-იქითური
სლოტი: გიორგი შეიძლებოდა მთავარი მეკარე ყოფილიყო
არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილს უწოდა მეკარე, რომელიც შეიძლებოდა ნომერი ერთი ყოფილიყო. ამით „ლივერპულის’’ თავკაცმა გუნდის მთავარი მეკარის, ალისონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. This is Anfield წერს, რომ „ვალენსიასგან’’ ქართველი მეკარის 29 მილიონ გირვანქად ყიდვის მიუხედავად „წითლების’’ კარის შეუცვლელ მცველად ბრაზილიელი რჩება, მაგრამ მისი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, 30 ივნისს იწურება. ადრეც დავწერეთ, რომ „ლივერპულსა’’ და „ალისონს’’ შორის...
რა მოხდება ბოლო ტურში?
ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’...
ლუის ენრიკე: ზაბარნიმ ყველაზე კარგად ითამაშა
მართალია ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ და შაბათს „ლე ავრთან’’ „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში უზადო არ ყოფილა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ლუის ენრიკეს გუნდისთვის გასული კვირა თითქმის იდეალური გამოვიდა. პსჟ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი ლიგა 1-ის ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობით დამკვიდრდა პირველ ადგილზე. „ლე ავრთან’’ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. – რაზე ამახვილებს ყურადღებას...
მონაკოს ცხრა წითელი
არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ „მონაკომ’’ დედაქალაქელებთან ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაამთავრა და ორივე შემთხვევაში გაძევებამ თამაშის მსვლელობა პარიზელთა სასარგებლოდ შეცვალა. რა...
კაცი, რომელიც კანკალებდა
ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა. – თამაშის...
ნაკელი შენ!
„ტორინოს“ გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტისა და მფლობელის ურბანო კაიროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. გაბრაზებულმა ქომაგებმა კლუბის სავარჯიშო მოედანზე პიკაპით ნაკელი მიიტანეს და შესასვლელთან მიმოფანტეს. მოედნის გარშემო ღობეზე ასევე ეკიდა ბანერი წარწერით „კაიროს მსგავსი ნაგავი“. „ტორინო“ სერია A-ს ცხრილში 27 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით აჭარბებს. ისინი ასევე გამოეთიშნენ იტალიის თასს – მეოთხედფინალში „ინტერთან“...
ჟორჟმა მთელი ვალენსია გააყვითლა
„ვილიარეალმა’’ ბოლო ტურში რეგიონული დერბი მოუგო „ვალენსიას’’ – 2:1. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და „ღამურებზე’’ თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს. სწორედ ამას ეძღვნება AS-ის წერილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ „ვალენსიამ’’ „ლა სერამიკაზე’’ თავისი 26 ვიზიტიდან 16 წააგო. სადღეისოდ, სხვაობა ამ ორ გუნდს შორის იმდენად დიდია, რომ ვილიარეალის ბანაკი თავს უფლებას აძლევს სოციალურ...
რატომ არ მიესალმა მესი ლაპორტას?
2021 წელს ლეო მესიმ „ბარსელონა’’ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა. მაშინ წერდნენ, რომ არგენტინელი „ბარსას’’ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილო იყო. ლაპორტამ მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, შემდეგ კი უკან დაიხია. მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემები იყო. ვის და რატომ გაახსენდა ეს ამბავი 2026 წელს? საქმე ის არის, რომ წლეულს „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნებია. ლაპორტა...
ფონსეკა ტრამპის და ინფანტინოს წინააღმდეგ
„ლიონის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ეკიპს’’ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აშშ-ს და ფიფას პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა. ის შეეხო ბოლოხანს წამოწეულ საკითხს, უნდა დააბრუნონ თუ არა რუსული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებში. ფონსეკამ, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, თქვა: „ნუთუ ჩვენ სათამაშოდ მოსკოვში უნდა ვიაროთ, მაშინ როდესაც უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე ბურთს ვერ აგორებენ? ქვეყანა, რომელშიც შეიჭრნენ...









