ნეაპოლურმა პორტალმა calcionapoli1926-მა ისტორიული სეზონის დასრულების შემდეგ, „აძურის” ტრიუმფატორი ფეხბურთელების შეფასება გადაწყვიტა. ქვემოთ გთავაზობთ საიტის ნიშნებსა და შეფასებებს. ალექს მერეტი — 8 სეზონის წინ თითქოს მიდიოდა გუნდიდან, მაგრამ დარჩა და ნიჭი, რომელსაც კოლუმბიელ დავიდ ოსპინასთან კონკურენციაში ბოლომდე ვერ ამჟღავნებდა, სრულად გამოამჟღავნა. პიერლუიჯი გოლინი — 6.5 დაამტკიცა, რომ ჩინებული სათადარიგოა. მომდევნო სეზონში მერეტს სავარაუდოდ დიდ კონკურენციას...
კატეგორია: დავთარი
ჯერ მეოცე, შემდეგ მეცხრამეტე
უცნაურია, მაგრამ ამ კვირის დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, მეცხრამეტესი კი, 5 აგვისტოს ჩატარდება… სწორედ ამდენი ხნით გამოცხადდა შესვენება ელიგაში. „საბურთალოს“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ბათუმში დასრულდა, თუმცა სტუმარმა თბილისელებმა გადამწყვეტი გოლი ცოტა კურიოზულად გაუშვეს. 84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ საჯარიმოს სიახლოვეს ცუდად მიუგორა ბურთი ექს-ბათუმელ მეკარე ლაზარე კუპატაძეს, ამით იქვე მყოფმა თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა,...
ნაკრები ვარჯიშობს, დავითაშვილი იგვიანებს…
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას თბილისში, „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სანიოლის გუნდი სტუმრად, კვიპროსთან და შოტლანდიასთნ გამართავს. ნაკრები ჯერჯერობით არასრული შემადგენლობითაა. ამ ეტაპზე 15 ფეხბურთელი ვარჯიშობს, რამდენიმე კი ინდივიდუალური პროგრამით. პირველი სავარჯიშო დღის შემდეგ გუნდს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა. სანდრო ალთუნაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ჯიმი...
37 ქართველის 31 ლელო
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს. პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ. როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე....
ქართველები წინ მიიწევენ
ევროპა შიდა ფრანგული რაგბის ამარაა დარჩენილი, რადგან ყველა დანარჩენი ძლიერი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. თან გასულ უქმეებზე იგივე საფრანგეთში მხოლოდ 3 მატჩი გაიმართა, მაგრამ სამივე მათგანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში შესარჩევი ნახევარფინალი შედგა და გაირკვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი გააგრძელებენ, ხოლო „სტად ფრანსეს“ და „ლიონის“ ქართველთათვის...
… მათ ზუსტად იციან, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს!
საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა ამას წინათ სამი ტესტ-მატჩი გამართა და ცხადია, სამივე მოიაზრებოდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპად. ჰოდა, ისევე როგორც დიდებს, პატარა ბორჯღალოსნებსაც ახასიათებთ ფორმაში თანდათან შესვლა და თამაშის ხარისხის მატჩიდან მატჩამდე, თვალსა და ხელს შუა აწევა. უმცროსი ბორჯღალოსნები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას...
სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო
„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რატომღაც ბოლო წლებში ამ დროს დინამოელებს კრიზისი დაუდგებათ ხოლმე და რა შედეგიც მოაქვს ამას ევროთასებზე, კომენტარი აღარ სჭირდება. არადა, „დინამო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება… „საბურთალო“ კი სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს – ზედიზედ მე-5 გამარჯვება და მიჯრით მე-11 წაუგებელი მატჩი. ომარ თეთრაძის ...
დღეს ვალენსიას კარს სახელი ჰქვია
ჩემპიონატი დასრულდა. 90 წუთიც და ლა ლიგის სეზონს დავემშვიდობებით. და თუ „ბეტისთან” შეხვედრასაც თავიდან ბოლომდე ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილს ყველა წუთი ნათამაშევი გამოუვა — იმდენი, რამდენის საშუალებაც იყო. დავიდ სორიასა და ალექს რომეროსთან ერთად ქართველი მეკარე გახდება პრიმერა დივიზიონის ის ფეხბურთელი, რომელმაც მთელი სეზონი მოედანზე გაატარა. „ვალენსიას” კარს საიმედო პატრონი ჰყავს. მამარდაშვილი თავისი საქმის დიდოსტატია, რომლის...
სპალეტი: მე ნეაპოლს ვალს ვერასოდეს დავუბრუნებ
იტალიაში, კოვერჩანოში, გაიმართა დაჯილდოება: „სპორტი 2023″ — სატრანსფერო ბაზარი ბიზნესსა და გატაცებას შორის”, სადაც ლუჩანო სპალეტიმ წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო და იქვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ნაპოლიდან” მიდის. — ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, რომლის ფასი გულშემატკივრებმა შეგვაგრძნობინეს. ისინი დილიდან საღამომდე მხარში გვედგნენ. ნეაპოლელთა ენთუზიაზმი უსაზღვრო იყო. ისინი ავსებდნენ სტადიონის ტრიბუნებს. ისინი ფეხბურთით დიდ სიამოვნებას იღებდნენ და...
ყოჩაღი სტუმრები
ჩემპიონმა „დინამომ“ განახლებულ „დინამო არენაზე“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, თუმცა უშუალო კონკურენტ „ბათუმთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ვერ ვიტყით, რომ ჩემპიონებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ ფაქტია – „ბათუმმა“ უკვე სამი ქულით გაუსწრო კონკურენტებს. მანამდე, ცოტა ხნით, პირველ საფეხურზე „საბურთალო“ იდგა, რომელმაც „კავკასიონ არენაზე“ „თელავს“ 0:3 მოუგო. ეს...









