ნაკრები ვარჯიშობს, დავითაშვილი იგვიანებს…

Home დავთარი ნაკრები ვარჯიშობს, დავითაშვილი იგვიანებს…
ნაკრები ვარჯიშობს, დავითაშვილი იგვიანებს…

No description available.საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას თბილისში, „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სანიოლის გუნდი სტუმრად, კვიპროსთან და შოტლანდიასთნ გამართავს. ნაკრები ჯერჯერობით არასრული შემადგენლობითაა. ამ ეტაპზე 15 ფეხბურთელი ვარჯიშობს, რამდენიმე კი ინდივიდუალური პროგრამით.

პირველი სავარჯიშო დღის შემდეგ გუნდს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა. სანდრო ალთუნაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ დღეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს. გუნდთან ერთადაა ლუკა გაგნიძეც.

საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ლეგიონერი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. შეკრებაზე ჩამოსვლა აგვიანდება ზურიკო დავითაშვილს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩი „ბორდოსა“ და „როდეზს“ შორის შეწყდა, აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საფრანგეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი ორშაბათს, 12 ივნისს გამოცხადებს, ზურიკოს ნაკრების ჩამოსვლის ზუსტი თარიღიც ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

17 ივნისი | კვიპროსი – საქართველო – 22:45

20 ივნისი | შოტლანდია – საქართველო – 22:45

No description available.