ვიქტორ ოსიმენი პარიზში იყო. დამთავრდა თუ არა წინა ტურის მატჩი „ატალანტასთან”, რომელიც „ნაპოლიმ” შინ 0:3 წააგო, ნიგერიელი თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ჰეილი თრუსთან ერთად კათოლიკეთა აღდგომის აღსანიშნავად საფრანგეთის დედაქალაქს გაეშურა. ოსიმენებმა პარიზში რამდენიმე დღე დაჰყვეს, ოღონდ არავინ იფიქროს, რომ ვიქტორმა მოგზაურობა დამალა — მან თავისი ბედნიერი აღდგომის ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. სხვა საქმეა, რომ შინ 0:3...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
მერაბ ჟორდანია: ჩემი ნატვრაც ეს იყო, მომხდარიყო ის რაც შემდგომ მოხდა…
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს… ვისვის და, აი მას, მართლაც ძალიან ბევრი აქვს მოსათხრობ-გასახსენებელი. მერაბ ჟორდანია ქართული ფეხბურთის პირველი პირი 1998-2005 წლამდე გახლდათ. 2002 წლის 12 ოქტომბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ისეთი ამბები დატრიალდა, რაზეც აქამდე არავინ არაფერს ამბობდა, საქმე ბურუსით იყო მოცული (მატჩი გადათამაშდა 2003 წლის...
ნაპოლი ფასდაცემულთა შორის მეორეა
იტალიურ კლუბებს შორის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად „ნაპოლი” გაუფასურდა. ევროპაში მასზე ცუდ დღეში მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედია”. მონაცემები Transfermarkt-მა გამოაქვეყნა. „ნაპოლის” ფეხბურთელების ჯამური ფასი 578 მილიონიდან 513 მილიონ ევრომდე შემცირდა: მინუს 65 მილიონი დოლარი 11,2 პროცენტიან კლებას უდრის. პორტალი ilnapolista წერს, რომ რეალურად საქმე კიდევ უფრო ცუდადაა, რადგან მალე კლუბს უსასყიდლოდ დატოვებენ 25 მილიონად შეფასებული პიოტრ...
ის კარგია, მაგრამ არა – დიდებული
„ლივერპულის“ ლეგენდა ჯეიმი კარაგერი გუნდს ლუის დიასის გაყიდვას ურჩევს. „ძალიან მაინტერესებს ზაფხულში კლუბები რას იზამენ. „ლივერპულში“ ახალი მწვრთნელი მოვა, მაგრამ მარცხენა ფლანგს გავაძლიერებთ? ვფიქრობ დიასი კარგია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ დიდებული,“ – თქვა კარაგერმა. ეს დიასის მამის განცხადებაზე პასუხი იყო, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილის ნახვას ესპანეთში ისურვებდა. მიმდინარე სეზონში, ლუისმა მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო, სადაც...
ოსიმენის ცუდი სეზონი
გასული წლის ზაფხულიდანვე ცხადი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენს რთული სეზონი ელოდაო, წერს პორტალი tuttonapoli და თავის მოსაზრებას იმ აურაცხელი სატრანსფერო ჭორით ამტკიცებს, რომელიც ნიგერიელს იმ პერიოდში აუგორეს. რას აღარ მოისმენდით მაშინ. პრესა აჭრელებული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებით. თავად თავდამსხმელის გარემოცვის ხალხი იგონებდა დაუჯერებელ ვარიანტებს და იფიცებოდა, რომ ოსიმენი წარმოუდგენელი თანხის სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადავიდოდა. საბოლოოდ...
სად შეიძლება მოხვდეს ხვიჩა კვარაცხელია?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ალბათ ვეღარ ითამაშებს, ქართველი გარემარბი კი, არ არის გამორიცხული, „მარადონაზე” დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა სხვა ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში ვიხილოთ, მაგალითად ევროლიგაში, რომელიც გულშემატკივრის წინაშე ახალი ფორმატით წარდგება. თუკი ევროპის ლიგა უეფას თასის მემკვიდრეა, მაშინ მომდევნო სეზონში მის 54-ე გათამაშებას ვიხილავთ, ხოლო მას მერე, რაც მას...
ოსიმენი და კვარაცხელია უნდა წავიდნენ
პორტალი spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სეზონი დამთავრებულია. იტალიის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგების შემდეგ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაზე ოცნებაც დაასრულეს. ამიერიდან კალცონას ბიჭებს ერთადერთი რაც შეუძლიათ ევროპის ან კონფერენციის ლიგაში მოხვედრაა, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებშიც ისე ითამაშბენ როგორც ბერგამოელებთან, დიდი შანსია, რომ ეს ორი შეჯიბრება გვერდით დარჩეთ. „ნაპოლის” მომავალი ბუნდოვანია. spazionapoli...
კორიერე დელ მეცოჯორნო: ნაპოლი მხოლოდ აუტებს აწვდიდა
ნეაპოლში „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგებას ვერ ინელებენ. ადგილობრივი გაზეთი „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს: „თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მოედანზე ვნახეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი ადვილი აღარ არის. ევროლიგაც უკვე უტოპიაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე მაინც გაჩერდებიდან. ნელ-ნელა რეანიმატოლოგი კალცონაც ნებდება. მოკლედ, 2023-24 წლების „ნაპოლი” გუნდი აღარ არის. ახლა მისი სრული რეფორმირება და აღორძინებაა საჭირო და...
ეს შეხვედრა გონებაში სამჯერ თუ ოთხჯერ ვითამაშე
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების გმირია, მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ვალენსიაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა. „ლევანტეს” წევრმა საბერძნეთთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა და ეს დარტყმა ქართულ საფეხბურთო მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება. ქოჩო ორივე შეხვედრაში, ნახევარფინალსა და...
მხოლოდ ერთი ან ორი…
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, აპირებს თუ არა ეროვნული გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას ევრო 2024-ზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება. „თუ ყველა ფორმაში იქნება, მაშინ ზაფხულში გუნდში დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. არც 10 და არც ხუთი ცვლილება იგეგმება. შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი მოთამაშე დაგვემატოს. ვინც ახლა ჩვენთან არ არის, ოღონდ ისინი სხვებზე უკეთესები უნდა იყვნენ“,...








