ლუჩანო სპალეტი ცრუმორწმუნე კაცია. მას სკუდეტოზე ლაპარაკი არ უყვარს, არადა 15 ტურის შემდეგ მისი შესანიშნავი „ნაპოლი” 8 ქულით უსწრებს ჩემპიონ „მილანს” და 10 ქულით „იუვენტუსს”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ სკუდეტოზე ხშირად ეკითხებიან. ამასწინათ, კოვერჩანოში შედგა ჟურნალისტების ანდრეა სანტონისა და ჯანი მარკეზინის წიგნის „იტალიელი მწვრთნელების” პრეზენტაცია, რომელშიც ბევრი საინტერესო ამბავი წერია, თუმცა მათგან ერთზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ლევანდოვსკის მინუს 3
„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პრიმერაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრების გამართვის კომიტეტმა, პოლონელის მიერ მსაჯისათვის ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო. საქმე ის არის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ (2:1), 38-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლისას მსაჯს უხამსი ჟესტი უჩვენა. პოლონელი თავის გუნდს ვერ...
ყატარში მსოფლიო თასი წარადგინეს
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფიფას თასი ოფიციალურად წარადგინეს. ქომაგებს მარავალი ქვეყნიდან, ხანგრძლივად მოუწიათ რიგში დგომა, რათა სანუკვარი პრიზი ენახათ. შეგახსენებთ, რომ ყატარის მონდიალი სტარტს 20 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება. 32 მონაწილე 8 ოთხგუნდა ჯგუფებშია გადანაწილებული. პირველ-მეორე ადგილოსნები მერვედფინალის საგზურებს მოიპოვებენ. А ჯგუფი: ყატარი. ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები В ჯგუფი: ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი С ჯგუფი:...
შარჯამდე ზღვაზე…
17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯაში ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ. ამ შეხვედრისთვის მზადება ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 14 ნოემბერს, თბილისში არასრული შემადგენლობით დაიწყო, ვილი სანიოლის განკარგულებაში მყოფმა 15-მა ფეხურთელი ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა: მეკარეები გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი) მცველები სოლომონ კვერკველია...
პედრი თავის გადახოტრას ან რაღაც სხვას აპირებს
„ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი პედრი გონსალესი პირობას დებს, რომ თუ „ლა როხა” ყატარში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ის თავს გადაიხოტრავს. „თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით თავს გადავიპარსავ ან პარიკმახერს ვეტყვი რაღაც სხვა ჩამიტაროს, — თქვა ესპანელმა მსოფლიოში უპრეცედენტო ზამთრის მუნდიალის წინ, — ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის წევრებსაც ძალიან გვინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ....
აცრემლებულმა პიოლიმ სან სირო სწრაფად დატოვა
სერია A-ს ბოლო ტურში „მილანმა” „ფიორენტინას” 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ, მილანელთა აცრემლებულმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სწრაფად დატოვა „სან სირო” და პარმასკენ გაეშურა. ტრადიციულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მის ნაცვლად პაოლო მალდინი ელაპარაკა. მეორე დღეს კლუბმა გამოაქვეყნა ცნობა, სადაც პიოლის მიერ სტადიონის სასწრაფოდ დატოვების მიზეზი გახადა ცნობილი. როგორც გაირკვა, „როსონერის” თავკაცს მეუღლის, ბარბარას, 63 წლის ძმა ლუკა...
დილით მზე ისევ ამოვა…
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, 36 წლის სერხიო რამოსმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწყინს ესპანეთის ნაკრების სამონდიალო განაცხდში ვერმოხვედრა (არადა, მანამდე გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს), მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. „გასული სეზონი ძალიან რთული გამოდგა ტრავმებისა და ახალ კლუბთან, ქალაქთან შეგუების გამო. ყველაფერი გავიღე გამოჯანმრთელებისთვის და ახლა ისევ ამბიციური მიზნებისთვის ვარ მზად. საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონში...
რონალდუ: მანჩესტერ იუნაიტედმა მიღალატა
კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივარს დაპირდა, რომ ყველაფერს გულწრფელად იტყოდა და ასეც მოიქცა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტ პირს მორგანს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, თუ რა შეემთხვა „მანჩესტერ იუნაიტედში”. „ვგრძნობ, რომ მიღალატეს და განტევების ვაცად მაქციეს”, — ეს რონალდუს სიტყვებია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თითს მწვრთნელისკენ ერიკ ტენ ჰაგისკენ იშვერს, მაგრამ დასძენს, რომ მხოლოდ ის არ არის დამნაშავე. „მარტო...
მადლობა ნეაპოლელ გულშემატკივარს
„ნაპოლიმ” ბოლო შეხვედრაში „უდინეზეს” მოუგო 3:2 და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული შესვენება დაიწყო, სერია A-ს ცხრილში 8 ქულით ლიდერობს. „უდინეზესთან” შეხვედრის ერთ-ერთი ყურადსაღები ამბავი 23-ე წუთზე მოხდა, როდესაც უდინელთა ესპანელმა, უფრო სწორედ კატალონიელმა თავდამსხმელმა ჯერარდ დეულოფეუმ ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა. დეულოფეუმ ტრავმა ძალიან განიცადა, ტიროდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისეთი რთული, თავიდან რომ...
ორი ღამურა ყატარში
გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში უგო გილამონი და ხოსე ლუის გაია მიემგზავრებიან. გილამონი 22 წლისაა, ის ბასკეთში, სან სებასტიანშია დაბადებული, თუმცა „ვალენსიას” აღზრდილია. ის ნახევარმცველია, მას „ლა როხას” შემადგენლობაში 3 თამაში აქვს ჩატარებული. ხოსე გაია კი „ღამურების” კაპიტანია. ის მარცხენა მცველად თამაშობს. 27 წლისაა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ქვემოთ...









