„ნაპოლიმ” ბოლო შეხვედრაში „უდინეზეს” მოუგო 3:2 და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული შესვენება დაიწყო, სერია A-ს ცხრილში 8 ქულით ლიდერობს. „უდინეზესთან” შეხვედრის ერთ-ერთი ყურადსაღები ამბავი 23-ე წუთზე მოხდა, როდესაც უდინელთა ესპანელმა, უფრო სწორედ კატალონიელმა თავდამსხმელმა ჯერარდ დეულოფეუმ ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა.
დეულოფეუმ ტრავმა ძალიან განიცადა, ტიროდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისეთი რთული, თავიდან რომ ჩანდა არაფერი ყოფილა.
მოგვიანებით, თავდამსხმელმა რომელიც ესპანეთის ნაკრებში 2014-17 წლებში ოთხჯერ გამოიძახეს და ერთი გოლი აქვს გატანილი, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ნეაპოლელ გულშემატკივარსაც შეეხო და მადლობა გადაუხადა. „დიეგო მარადონას” ტრიბუნებმა დეოლოფეუ გასამხნევებლად ტაშით გააცილა, რაც ფეხბურთელის აზრით დიდებული ჟესტი იყო.
„ეს იყო დიდი პატივისცემის გამოხატვა, რაც არასდროს დამავიწყდება და ყოველთვის დიდი მადლიერებით გავიხსენებ”, — დაწერა ფეხბურთელმა.
ჯერარდ დეულოფეუ 28 წლის არის. მან კარიერა „ბარსელონაში” დაიწყო. „უდინეზემდე” ხან იჯარით და ხან მუდმივმოქმედი კონტრაქტით თამაშობდა „ევერტონში”, „სევილიაში”, „მილანსა” და „უოტფორდში”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/08/2026 | 08:33გენდუზის გადარევა
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 07:21ლუის ენრიკემ და დემბელემ ხმას აუწიეს?
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
