მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ. ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ზეგოლისა და ავტოგოლის ამბავი
28-ე ტურით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ანუ, ტურნირის მესამედი მიილია და ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და გასულ ტურში ორი ერთმანეთს შეხვდა. ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ ზღვისპირელებისთვის. მათ ხომ, ფაქტობრივად, „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ბათუმელთა ლეგიონერის ჯოვინო ფლამარიონის ზეგოლი...
კრიშტიანუმ ლოთი მამა გამოიტირა
უცნაური რამ მოხდა ცნობილი ტელეჟურნალისტის, პირს მორგანის შოუში. სტუმრად მას კრიშტიანუ რონალდუ ეწვია. საუბარს მოჰყვა და, პორტუგალიელის მამაც გაიხსენეს, რომელიც 2005 წელს 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეთერში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატისწინა კადრებიც უჩვენეს, სადაც მამამისი, დინიში, ჟურნალსტებს ინტერვიუს აძლევს და ძალიან ამაყობს საკუთარი შვილით. მშობელზე საუბრისას, კრიშტიანუმ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა: „მამაჩემი ლოთი იყო...
ქულა-ქულის ამბავი
მესამე წრის ბოლოსწინა ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მომგებმა მოიგო. თუმცა საჩემპიონო ბრძოლა სულ უფრო იძაბება და როცა „საბურთალო“ – „დინამო“ გამოტოვებულ მატჩებს ითამაშებენ, ვფიქრობთ, ვითარება უფრო დაიძაბება. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს „არარატ არმენიას“ კოშმარს და ყალიბში დგება. ყოველ შემთხვევაში, „სიონთან“ მათ ძველებურად ყოჩაღად ითამაშეს და უპრობლემოდ გაიმარჯვეს. „ბათუმი“ – „ლოკომოტივის“ მატჩის გმირ-ანტიგმირი ვლადიმერ...
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...
მაგალითი
იტალიური სერია A-ს პირველ ტურში, „ბოლონია“ „ვერონას“ ესტუმრა. თამაში 1:1 დამთავრდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. თუმცა, განსაკუთრებული სათადარიგოთა სკამზე ხდებოდა: „ბოლონიას“ მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა რამდენიმე საათით დატოვა სანტ’ორსოლას ჰოსპიტალი, სადაც ის ლეიკემიის მიზეზით ქიმიოთერაპიას იტარებს და თავისი გუნდის თამაშზე მივიდა. „ბოლონიის“ ფეხბურთელები გაოგნებულნი დარჩნენ, როცა გასახდელში მიხაილოვიჩი აღმოაჩინეს. 50 წლის სერბ სპეციალისტს ონკოლოგიურ კლინიკაში, ტელევიზორში, პირდაპირ...
ფრე და ფრე
კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან...
გაიძვერა
გახსოვთ „ბრეშა“? 90-იან წლებში ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ლუკა ტონი და რაც მთავარია, გენიალური რობერტო ბაჯო. „ბრეშას“ არასოდეს მოუგია ტიტულები, მაგრამ ყოველთვის თავისებური, ქარიზმატული გუნდი გახლდათ. ჩამოთვლილთა გარდა, „ბრეშამ“ საფეხბურთო სამყაროს მისცა ისეთი სკანდალური ფიგურა, როგორიც დარიო ჰიუბნერი იყო. მუდამ სკანდალებში გახვეული, კარიერაში 10-ჯერ...
ბათუმი ისევ თავშია…
პარასკევს და შაბათს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივე ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი. პარასკევს, საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი,“ თეიმურაზ შონიას პენალტით, 92-ე წუთამდე უგებდა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას,“ მაგრამ „რკინიგზელებმა“ ბოლო წამებზე კონცენრაცია დაკარგეს და ზურაბ მუსელიანმა წონასწორობა აღადგინა. „ლოკომოტივს“ 24 თამაშიდან 36 ქულა აქვს და ოთხი პუნქტით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ „საბურთალოს.“ თუმცა,...
დვალიშვილის გოლი და პასი დინამოს და საბურთალოს გარეშე
უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. „დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ. გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე. იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა...









