საქართველოს ჩემპიონმა ისევ გვასახელა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში, სტუმრად „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ – პირველი მასპინძლების იყო, მეორე სტუმრების. თავიდან არარატელები მოგვეძალნენ, ყველაზე გამოსარჩევი მათგან 31 წლის ჰოლანდიელი ფურდელ ნარსინგი გახლდათ, რომლის მარჯვენა ფრთიდან ტექნიკურ ჩაწოდებასაც მოჰყვა პირველი გოლი. თუმცა,...
Author: სოლომონ გულისაშვილი
იმედის დინამო
ნაევროთასევს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. სეზონის დასაწყისში წაფორხილების შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთობ წარმატებით თამაშობს. კვირას ფელის ვისენტეს ბიჭებმა „ლოკომოტივი“ გააცამტვერეს – 6:0. ეს დინამოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში, თუ ამას ევროპა ლიგაზე მოპოვებულ კიდევ ოთხ მოგებას დავამატებთ, 12 გამოვა. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 18 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. თანაც...
დინამომ მონატრებული გაგვახსენა
დიდი ხანია „დინამოს“ თავისი ქომაგი ასე აღარ გაუხარებია. სტადიონზე მისულმა დაახლოებით 6 ათასმა გულშემატკივარმა დადებითი ემოციის ვეება დოზა მიიღო. თამაშის შემდეგ, ქუჩაში გამოსულებსაც კარგა ხანს გვესმოდა ომახიანი : „დინამო“, „დინამო“!.. ჩინებულად დაიწყო წლევანდელი ევროკამპანია „დინამომ“ – ოთხი მატჩი, ოთხი გამარჯვება, ბურთების შეფარდება 12:0… აკი თქვა კიდეც მატჩის შემდეგ, სტუმართა მთვარი მწვრთელის ასისტენტმა ზაურ ჰაშიმოვმა, ასეთ...
დე როსი და წმინდა იანუარიუსი
დანიელე დე როსი, რომელმაც „რომაში“ კარიერა ახლახან დაასრულა, იმის მიუხედავადაც რომ რამდენიმე კლუბი ისევ იწვევდა, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობაც შესთავაზეს, მაგრამ ყველას და ყველაფერს უარს ეუბნებოდა… და უცებ, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა… დიეგო მარადონამ იტალიელის „ბომბონერაზე“ გადასვლა ნეაპოლელთა მთავარი წმინდანის, იანუარიუსის სასწაულს შეადარა. გახსოვთ ალბათ, ცნობილი იტალიური ფილმიდან, მთავარი გმირი, დუდუ, იანუარიუსს...
როგორ დამალა დინამომ გაბალა…
აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ...
შურისძიება 4 წლის თავზე
“დინამომ“ „გაბალას“ დამსახურებულად მოუგო 2:0 და ოთხი წლისწინანდელი მარცხისთვის რევანშიც აიღო. მაშინ, ამავე სტადიონზე, ამავე ტურნირზე, გაბალელებმა ამავე ანგარიშით დაამარცხეს თბილისელები. წლევანდელი ევროკამპანია „დინამოსთვის“ კარგად დაიწყო. სამიდან სამივე მატჩი მოიგეს, 9 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. გაბალაში ძალიან ცხელა. ასეთ პირობებში თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ დინამოელთ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათზე ამ საშინელ ხვატს არ...
დინამო გაბალაში: უნდა მოვიგოთ!
„დინამო“ გაბალაში დაახლოებით დილის 11 საათზე ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით. ჩვენები Kaspia Yeddi Gozal Hotel- ში დაბინავდნენ. გაბალაში გვარიანი ხვატია. 25 ილვისის მატჩის აჟიოტაჟი დიდად არ იგრძნობა. ეგ არის, ისეთ ადგილზეა „გაბალას“ 4 ათასიანი სტადიონი და ბაზა, თუ პირველად ხართ, კარგა ხანს მოგიწევთ მისი ძებნა. შვიდის ნახევარზე „დინამომ“ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი თხუთმეტი წუთი ჟურნალისტებისთავის ღია...
ფრენკის ჩელსი
ახალი სეზონის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს უპირველესად კადრებს შეეხება. გუნდიდან მადრიდის „რეალში“ წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი. „იუვენტუსში“ გადავიდა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. ახლა, იტალიელი სპეციალისტის ადგილზე მისულ ფრენკ ლამპარდს, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. მისი მუაობის დაკვირვებაც საინტერესოა. გუნდში ხომ კიდევ რჩებიან ფეხბურთლები, რომელთა მხარდამხარ ლამპარდი თამაშობდა....
შვედი ქალები
ქალთა ფეხბურთთან ჩემი პირველი ემოცია, დაახლოებით 30 წლის წინანდელ ამბავს უკავშირდება. მაშინ თბილისში, ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, შვედეთის რომელიღაც პროვინციის ქალ ფეხბურთელთა ორი გუნდი ჩამოვიდა. ქერა, ცისფერთვალება, ულამაზეს გოგონებს ჩვენი მოქალაქეები გაოგნებული შესცქეროდნენ. ეს იყო შოკისმაგვარი განცდა. მგონი უცხოპლანეტელები ეგონათ. „დინამოს“ სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი შეიკრიბა… ახლაც კარგად მახსოვს შეშინებული შვედი გოგონების თვალები, რომელთა მატჩებზე 80...
ლივერპული იწყებს
ჩემპიონთა ლიგის მომგები „ლივერპული,“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გასულ კვირას მათ პირველად ივარჯიშეს „მელვუდის“ საწვრთნელ ბაზაზე. იურგენ კლოპის განკარგულებაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ, 17 წლის ჰოლანდიელი ახალწვეულის, სეპ ვან დენ ბერგის ჩათვლით, რომელიც მერსისაიდელებს „ზვოლედან“ შეუერთდა ორიოდ კვირის წინ. გამოცდილთაგან ივარჯიშა ჯეიმს მილნერმა. აქტიურები იყვნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ადამ ლალანა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობენ....









