იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ. სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ,...
Author: სოლომონ გულისაშვილი
corona sale
ის, რაც კორონავირუსის პანდემიას მოჰვება, ჯერ კიდევ არავინ იცის. იმის გარდა, რომ ახლა მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ძალიან იცვლება ეკონომიკური შემადგენლებიც. მსოფლიოს აშკარად ახალი თამაშის წესებით მოუწევს ცხოვრება. აგერ, მაგალითად, საფეხბურთო ობსერვატორიის (CIES) კვლევებზე დაყრდნობით, ინგლისელები წერენ, რომ კორონავირუსის მიზეზით, დიდი კლუბები ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე დაახლოებით 8 მილიარდ გირვანქას დაკარგავენ. მაგალითისთვის კი „მანჩესტერის“ ფრანგი...
მილიარდიანი საწყობი
ლონდონის „ტოტენჰემმა“, თავისი ახალგახსნილი სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სარბიელად ითვლება, კორონავირუსის მიზეზით, სათავსოები პროდუქტების შესანახ საწყობად გადააქცია, რადგან პანდემიით დაზარალებულ ყველაზე დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს. სტადიონის სათავსოები ლონდონის სამ ყველაზე დიდ დისტრიბიუტორს The Felix Project, FareShare და City Harvest-ს დაეთმობა. ისინი მთელი ლონდონის მასშტაბით მიუტანენ ადამიანებს საჭირო ნივთებსა და...
საფრანგეთმა რომანტიკა დაკარგა
…ძველი ყაიდის კაცი იყო. მისთანები დღეს თითქმის აღარ არიან. გვარიც გამორჩეული ჰქონდა – იდალგო, რაც ესპანურად აზნაურს ნიშნავს. ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა. 1966 წელს ფეხბურთელის კარიერა რომ დაამთავრა, მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა მონაკოს სათადარიგო გუნდთან, შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთენლის თანაშემწედ. 1976-84 წლებში კი „სამფეროვანთა“ დამრიგებელი გახლდათ. 1986-91 წლებში მარსელს თავკაცობდა, 2004-06-ში კი კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს....
როცა პრეზიდენტი ტუალეტში შედიოდა…
ესპანურ ფეხბურთს კორონავირუსმა უკვე წაართვა ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. 21 მარტს მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, 76 წლის ლორენსო სანსი ამ ეპიდემიის მიზეზით გარდაიცვალა. 17 მარტს ის მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. იქამდე მან არ მოისურვა ჰოსპიტალში ყოფნა და რვა დღე შინ თვითიზოლაციაში გაატარა. თუმცა ამან მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ისევ მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში,...
სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა
საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი – 94 მილიონი. მესამეზე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი როდრიგოა – 82 მილიონი, მეოთხეზე...
ძრავასავით კაცი…
იურგენ კლოპი რომ ქარიზმატული კაცია და არც იუმორი დაეწუნება, ცნობილი ამბავია. აი, ამას წინათ, კორონავირუსის შესახებ ჰკითხეს, მან კი მიუგო: „ბეისბოლის კეპი მახურავს და წვერგაუპარსავი ვარ, მე რას მეკითხებით, ვისაც მაგისი გაეგება, იმათ ჰკითხეთ.“ ახლა კი, ამ ეპიდემიის გამო პრემიერლიგის გათამაშება შეწყვეტილია და გერმანელიც „ენფილდს“ ინტერვიუსთვის ეწვია. ინტერვიუც ისეთი იყო, თავისუფალი ჩარჩოებისგან. რამდენიმე ციტატა: …...
… მერე, შემწვარ ღორსაც მადიანად შეექცევიან
სამხრეთ ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის დაკეტილია. მაგრამ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი თამაშს ისევ აგრძელებს. რონალდინიომ, რომლის ბოლო პროფესიონალური მატჩი „ფლუმინენსეში“ 2015 წლით თარიღდება, გასულ უქმეებზე ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსიც საგოლედ უპასა… ეს ამბავი პარაგვაის ციხეში მოხდა და საკმაოდ დაიწერა კიდეც, მაგრამ ახლა აქამდე უცნობ ამბებზე გეტყვით. პარაგვაული გაზეთის, La Nación-ის ცნობით,...
ზიკომდე ვირუსი არ მივიდა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ, თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ კორონავირუსის თაობაზე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. „საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინათ, ჩემს მეგობარს, „ფლამენგოს“ ვიცე-პრეზიდენტ მაურუსიო გომეშ დე მატოშს შევხვდი, რომელსაც შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამიტომ ტესტი გავიარე. შედეგი, საბედნიეროდ, უარყოფითი აღმოჩნდა. ამან დამაწყნარა. მოუწოდებ ყველას, ვიყოთ ფხიზლად და მედიკოსების მიერ დადგენილი რეკომენდაციები...
მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...









