ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი, გასულ ზაფხულს „მანჩესტერდან“ მილანის „ინტერში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მისი ყოველკვირეული ჯამაგირი 400 ათასი გირვანქა გახლავთ, პლუს ბონუსები. ისიც ცნობილია, რომ მისი წლიური, დაახლოებით 21 მილიონიანი ანაზღაურებიდან, „ინტერმა“ მხოლოდ 4,5 მილიონის გადახდაზე თქვა თანხმობა. მიმდინარე სეზონში ჩილელმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა „ინტერის“ მაისურით. მიზეზი გასაგებია, მძიმე ტრავმა მიიღო და...
Author: სოლომონ გულისაშვილი
დაიწყო
სეზონი მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „დინამოსა“ და ელიგის დებიუტანტის, „თელავის“ მატჩით გაიხსნა. დინამოელთა მეორე ოფიციალური შეხვედრა ვნახეთ წლეულს და უნდა ითქვას, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს, ჯერ გუნდი არ ჰქვია. ცხადია, ბევრი ახალწვეული ჰყავთ, ტრავმირებულებიც არ აკლიათ, მაგრამ, სუპერთასზე „საბურთალოსთან“ წაგებული მატჩის არ იყოს, არც ამჯერად ეტყობოდათ ჟინი, ან თამაშის სურვილი. რაღაც შებოჭილები ჩანდნენ. ერთი, რითაც გამოირჩნენ,...
ახალი ბესტი მანჩესტერისთვის
ჯეკ გრილიშზე პირველად ოთხი წლის წინათ შევიტყვეთ. მოგეხსენებათ, ბრიტანულ მედიას უყვარს ხოლმე ამბების გაბუქება. მაშინაც ტაბლოიდებმა დაწერეს, „ასტონ ვილაში“ ახალი ჯორჯ ბესტი გამოჩნდა. ის ძალიან ტექნიკურია და ხასიათითაც ჰგავს ლეგენდარულ ჩრდილოირლანდიელს. მაგალითად, მინდორზე ჩაჩაჩული წინდებით დაიარება და მსაჯებისგან ამის გამო საყვედურებ იღებსო. მას შემდეგ გრილიშის შესახებ ბევრი არაფერი გაგვიგია. ბირმინგემელები პრემიერლიგიდან გავარდნენ და ისევ დაბრუნდნენ....
კინი და მხოლოდ ვან დაიკი
ორშაბათ საღამოს, „ჩელსი“ – „მანჩესტერის“ (0:2) პრემიერლიგური მატჩის შემდეგ, საინტერესო პოლემიკა გაიმართა „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ ყოფილ ლეგენდებს, ამჟამად კი Sky Sports-ის თანა-ანალიტიკოსებს, როი კინსა და ჯეიმი კარაგერს შორის. მათ ჩემპიონთა ლიგის მომგები 1999 წლის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და 2019 წლის „ლივერპული“ შეადარეს. კინმა თქვა, იმ „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ადგილს დღევანდელი „ლივერპულიდან“ მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკი იმსახურებსო. „ჰოლანდიელი...
ვირ-ეშმაკები
უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს. საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ნაკლები ხმები დააგროვა და წლის სიმბოლურში ვერ ხვდებოდა… უცებ კი ტაქტიკური სქემა...
მარადონა, სექსი, კოსმოსი…
აბა, დიეგო მარადონას სიგიჟეები ვის უკვირს. ეს კაცი თავის სამყაროში ცხოვრობს და ხანდახან ისეთებს იტყვის ხოლმე, თმები ყალყზე დაგიდგება კაცს, თუმც განსაკუთრებული ქარიზმაც რომ აქვს, არავინ დაობს. ახლახან მან არგენტინულ სპორტულ არხის – TYC Sports მისცა ინტერვიუ, სადაც თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე ისაუბრა. მაგალითად, კითხვაზე, სჯერა თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, უპასუხა: – ერთხელ...
ტაკუმი ენფილდზე
ტაკუმი მინამინო „ლივერპულში“ ჩავიდა და დღეს „ენფილდზე“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ვარაუდობენ, რომ „ზალცბურგის“ 24 წლის იაპონელი ვარსკვლავი მერსისაიდულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ლივერპული“ კი „ზალცბურგს“ 7,25 მილიონ გირვანქას გადაუხდის. მოლაპარაკებები უკვე დამთავრებულია, მხოლოდ წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. მინამინო კლოპს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს მოსვლია თვალში. ვერცხლისწყალივით მოძრავი, სწრაფი და დაუღალავი აზიელი, ალბათ, კარგად მოერგება...
„დინამომ” მთაწმინდა გაალურჯა!
თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯიას“ ლევან კუტალიასა და სენეგალელი არფან დაფეს გოლებით 2:0 მოუგო და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. დინამოელებმა სამი წლის შემდეგ დაიბრუნეს ტიტული. მათ პირველად აღმართეს ახალი საჩემპიონო სინი, რომელიც 2017 წლიდან თამაშდება. მთავარი მწვრთნელის, ჩისკოს სადებიუტო სეზონი წარმატებული გამოდგა. მას ფეხბურთელობისასაც ორჯერ მოუგია „დინამოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონობა....
პირველი მეჩვიდმეტეს ამბავი…
კვირას, 1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ლიდერი, თბილისის „დინამო,“ უკვე კარგა ხნის გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ შინ დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი და თანაკლუბელი „ბათუმი“ კი თბილისში, ასევე უმოტივაციო „ლოკომოტივს“ ეწვევა. თბილისელები 2 ქულით უსწრებენ უშუალო კონკურენტს და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაიფორმებენ, თანაბარქულიანობის შემთხვევაში კი (ვთქვათ, „დინამომ“ ფრედ ითამაშა და „ბათუმმა“ მოიგო) ჩემპიონი „ბათუმი“ გახდება, რადგან...
ცეცხლთან თამაში კარის არევით
ყბადაღებული „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“ უკვე აღარ მუშაობს. ჩვენების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმაც თქვა მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით არაო. რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები მისგან? არადა, ხარისხი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არ წავაგებდით? კიდევ ერთი ნაცნობი პრობლემა. ჩვენებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ვიდრე პირველი. ასეთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება, რომელიმე ტაიმს ქართველები უკეთ თამაშობენ....









