„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ იქცევა წითლების მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, როცა ნასვამია. „როცა კლოპი მთვრალია, ის ორმაგად კლოპია. ყოველთვის ამბობს, თუ რაიმეს აკეთებ, ასი პროცენტით უნდა შეასრულო, ასი პროცენტით დაიხარჯო თამაშისას, ასი პროცენტით იმუშავო ვარჯიშებზე, ასევე ასი პროცენტით გაილაღო წვეულებებზეო. თავადაც ასე იქცევა. დალევს ხოლმე და მერე სამჯერ თუ ოთხჯერ მეტად...
Author: სოლომონ გულისაშვილი
სარმა ზიდანი გაიხსენა
„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, გაიხსენა როგორ თამაშოდა 1999 – 2001 წლებში ტურინულ კლუბში ზინედინ ზიდანთან ერთად. „ზიდანს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ინგლისურადაც ცუდად საუბრობდა. უფრო ფრანგულად და იტალიურად გვესაუბრებოდა, მაგრამ როგორ ეპყრობოდა ბურთს, ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, ბნელი მხარე ზიდანსაც ჰქონდა და ყვითე- წითლებსაც იღებდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იყო...
კუმანი გადარჩა
ნიდერლანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 57 წლის რონალდ კუმანმა, კვირას თავი შეუძლოდ იგრძნო და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაში. მიზეზი – გულის უკმარისობა გახლდათ. კუმანს მაშინვე ჩაუტარეს ოპერაცია. კორონოგრაფიის შემდეგ მას სტენტი ჩაუდგეს. მწვრთნელის მეუღლე ბერტინამ და აგენტმა რობ იანსენმა, De Telegraaf-ს უთხრეს, რომ ეროვნული გუნდის თავკაცის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, ორშაბათსვე გაწერონ სახლში. „აიაქსის,“...
ჟოზემ ფხალი დაარიგა
ჟოზე მოურინიუ „ტოტენჰემის“ პერსონალს საკვები პროდუქტების დარიგებაში დაეხმარა. მოგეხსენებათ, კლუბის ახალი სტადიონის სათავსოები კორონავირუსის პირობებში დიდ საწყობებადაა გადაქცეული, რომლებიდანაც პროდუქტებს ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ეპიდემიაგადატანილებს ურიგებენ. მოურინიუს აკრიტიკებდნენ სოციალური დისტანცირების დარღვევისათვის გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას. ახლა კი სოციალურ ქსელებში გამოჩენილმა ფოტოებმა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი საკვების ყუთებს არიგებს, საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ შორის, დეზების ვარსკვლავების,...
ადებაიორი და შავი მაგია
ტოგოელმა ექსცენტრიულმა ვარსკვლავმა, ემანუელ ადებაიორმა, საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა, როცა ორიოდ დღის წინათ განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ერთ ცენტსაც არ გაიღებს. არადა, ემანუელი თავისი ქველმოქმედებითა და თავისი ქვეყნისათვის ბევრი კეთილი საქმის კეთებით ცნობილი კაცია. „ვინც ამბობს, რომ პანდემიის წინააღმდეგ არ ვქველვმოქმედებ, მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსურს. იმას ვჭამ, რაც მესიამოვნება....
დიბალა კმაყოფილია
“იუვენტუსის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, პაულო დიბალამ, რომელიც თავის მეგობარ გოგონა ორიანა საბატინისთან ერთად კორონავირუსით იყო დაავადებული, ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო. „ყველაფერი კაგადაა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც მე და ორიანა გამოვჯანმრთელდით. იტალიიდან გასვლა არ შეიძლება, სხვა რა გზაა, შინ ვსხედვართ. თუმცა მოსაწყენად არ გვცალია. ყოველთვის გამოვნახავთ ხოლმე რაღაც გასართობს. თან...
ლოკერენი გაკოტრდა
ბელგიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კლუბმა, “ლოკერენმა”, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომერციულმა სასამართლომ, 5-მილიონიანი დავალიანების შემდეგ, კლუბი გაკოტრებულად სცნო. მეპატრონეები ფეხბურთელებსა და პერსონალს ხელფასებს ვეღარ უხდიდნენ – გვამცნობს Het Laatste Nieuws. 2019 წელს “ლოკერენი” ქვეყნის პირველ დივიზიონში გავარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2014-ში ბელგიის თასი მოიგო და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. 2002...
კატა წავიდა
78 წლისა გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი მეკარე პიტერ ბონეტი. მას 600-ზე მეტი მატჩი ჩაეტარებინა არისტოკრატთა მაისურით და 7-ჯერ დაეცვა „სამი ლომის“ ღირსება. რატომ ასე ცოტა? იმიტომ, რომ მაშინ პირველი ნომერი გორდონ ბენქსი გახლდათ. ბონეტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის წევრიც იყო, თუმცა ყველა მატჩში კარს ბენქსი იცავდა. აი, შემდგომ, 1970 წლის მონდიალზე კი...
მიულერმა ბაიერნთან გაახანგრძლივა
გერმანელმა თავდამსხმელმა ტომას მიულერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა – გვამცნობს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და კლუბში 2000 წლიდან იმყოფება. 2008 წლიდან ის ძირითადი შემადგენლობის წევრია. „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. კლუბსაც ასეთივე განზრახვა ჰქონდა. აქ ცხოვრების ორი მესამედი გავატარე, ამიტომ ეს უბრალოდ ახალი ხელშეკრულება არ არის –...
მინდა ვიყო ლეგენდა
„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს კლუბში მისი მთავარი მიზნის შესახებ უამბო. „მსურს „ლივერპულის“ ლეგენდა გავხდე. მსურს კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო. ახლა შესანიშნავი გუნდი გვყავს. ყველაფერი გვაქვს, იმისათვის, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ. მწვრთნელი, რომლისაც გვჯერა, უნივერსალური შემადგენლობა, თამაშის სტილი, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება მოაქვს, სტადიონი და გულშემატკივრები, რომლებსაც დიდი როლი ეკისრებათ კლუბის ცხოვრებაში. დიახ, მსურს ერთ-ერთი...









