აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელისთვის უკეთესი იქნება თუ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. „წინა სეზონში ბალოტელის კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება კარიერა დაასრულოს. მისმა აგენტმა რაიოლამ, პასუხისმგებლობის ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ეცადოს მარიოს დაეხმაროს. ამის მაგივრად ის ბალოტელის როგორც დიდ ჩემპიონს, ისე წამოადგენს და მერე ყველა გუნდი გაწბილებული რჩება მისით,“...
Author: სოლომონ გულისაშვილი
იტალიაში, ოღონდ იუვეში აღარ…
მადრიდის „ატლეტიკო“ს შემტევი ალვარო მორატა, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. ითქვა, რომ 27 წლის თავდამსხმელით მილანის „ინტერი“ არის დაინტერესებულიო. მილანელები მას ლაუტარო მარტინესის შემცვლელად მოიაზრებენ. „ნერაძურის“ წარმომადგენლები უკვე დაკავშირებიან მადრიდელთა ხელმძღვანელობას. მორატა ატლეტიკოში იჯარის წესით თამაშობს. ზაფხულში ესპანელები „ჩელსისგან“ მის გამოსყიდვას 56 მილიონ ევროდ აპირებენ. მორატას იტალიაში ადრეც უთამაშია. 2014-16 წლებში ის ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.
პორტუ ექიმებისთვის
პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერის, „პორტუს“ ფეხბურთელები 25-ე ტურის მატჩში, „ფამალიკაოს“ წინააღმდეგ, მაისურებზე საგანგებო წარწერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ექიმებისადმი მიძღვნილი მადლობა ეწერა. ზურგზე მათ სპონსორის, პორტუგალიური ლუდსახარშის, Super Bock-ის ნაცვლად Super Doc ეწერათ. ასევე მაისურებს ექიმების ხელმოწერები ამშვენებდა. ეს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი დღის მატჩი გახდათ ბოლო სამი თვის შემდეგ. მიზეზი კორონავირუსის მიზეზით გაჩენილი პაუზა იყო. სხვათა შორის, „პორტუ“...
გაზას ძველი ამბავი
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, ქარიზმატული და გადარეული პოლ გასკოინი, ამბობს, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისდროინდელი პერიოდი მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებაა. მაშინ ნახევარფინალში ინგლისელები გერმანელებმა გამოაგდეს და მატჩის შემდეგ ცხარე ცრემლით მტირალი გაზა მთელმა მსოფლიომ იხილა. მიუხედავად ამისა, გასკოინი ამტკიცებს, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო მას სხვაგან არასოდეს უნახავს. „ეს საუკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. თვითმფრინავში ჩასხდომიდან დაწყებული,...
ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება
28 მაისის ვიდეოკონფერენციაზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 2019-2000 წლების სეზონი 17 ივნისს განახლდება. ამ დღეს ორი გადატანილი მატჩი: „ასტონ ვილა“ – „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ – „არსენალი“ გაიმართება. შემდეგი შეხვედრა სავარაუდოდ 19 ივნისს ჩატარდება, სრული ტური კი 20-ში დაიგეგმა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულება 1-2 აგვისტოსაა დაგეგმილი, ამიტომ ქვეყნის თასის ფინალი. ჩემპიონატის დამთავრებიდან...
მოუ ველოსიპედზე
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს მოუთხრო, თუ რა სიძნელეებს გადააწყდა კორონავირუსის გამო შემოღებული აკრძალვების დროს. „ვარჯიშს დილის 9 საათზე ვიწყებდით და საღამოს ხუთზე ვამთავრებდით. საქმე ის არის, რომ გუნდური წვრთნები აკრძალული იყო და ფეხბურთელები პატარ-პატარა ჯგუფებად მუშაობდნენ სხვადასხვა დროს. ვიღაც 10 საათზე მოდიოდა, ვიღაც 11-ზე, ვიღაც 14-ზე და ასე შემდეგ. მართალი გითხრათ, სამწვრთნელო შტაბიც...
უშიშრები, თუ?..
ბელარუსის თასის ფინალში, „ბატემ“ ბრესტის „დინამო“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე 20 წამით ადრე ზახარ ვოლკოვმა გაიტანა. „ბატემ“ ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის თასი, რაც სარეკორდო გამოდგა. მანამდე ეს პრიზი სამ-სამჯერ სოლიგორსკის „შახტიორს“, მინსკის „დინამოს“, ბრესტის „დინამოს“ და ბობრუისკის „ბელშინას“ მოეგოთ. ამ ამბავზე შესაძლოა, ყურადღება არც გაგვემახვილებინა, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი. ზოგადად, კორონავირუსის...
ბალოტელი ბრეშას დატოვებს
„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს. იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“...
მარტინესმა ბელგიასთან გაახანგრძლივა
ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი, გუნდთან მუშაობას გააგრძელებს.. ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ ესპანელი სპეციალისტი „ეშმაკუნებს“ 2022 წლამდე გაწვრთნის. მარტინესმა ბელგიის ეროვნული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა. 2018-ში ბელგიელები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში გავიდნენ და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს. შემდეგ კი ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფში 100 პროცენტიანი შედეგით (10-დან 10 მოგება) პირველი ადგილი დაიკავეს....
ჩავის რჩევა ბარსას
„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ურჩევდა „ბარსას“ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შემტევების, სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძნას. „მანე და ობამეიანგი გახსნილ სივრცეში ნამდვილი მკვლელები არიან. მაგრამ „ბარსელონას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც ჩაკეტილ სივრცეებში შეუძლიათ თავის გამოჩენა. ასეთების პოვნა კი ადვილი არ არის. ამ მხრივ ეტოო იდეალური იყო. ახლა მსგავსი ლუის სუარესია. ნეიმარი? ის...









