იურგენ კლოპი იმის გარდა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, კარგი დიპლომატიცაა. არასოდეს მიაყენებს შეურაცხყოფას ოპონენტს. ყოველთვის დაუფასებს წარმატებას და შეაქებს კიდეც. არადა, „ბაიერნი“ მისი კარიერის მთავარი მტერი გახლდათ, განსაკუთრებით დორტმუნდში მუშაობისას.
ამჯერად მან ჟურნალისტებს ბავარიული კლუბის ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შესახებ გაუზიარა აზრი. ეს ტიტული მიუნხენელებმა ხომ სწორედ მერსისაიდელებს ჩამოართვეს.
„ძნელია 8 თვეში ისტორია უკეთ დაწერო, ვიდრე ეს ფლიკმა გააკეთა. გუნდი შესანიშნავადაა დაკომპლექტებული. ყოველ პოზიციაზე მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავს, თანაც, სათანადო ასაკში,“ – ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ZDF.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ კინგსლი კომანის გოლით 1:0 მოუგო. „ლივერპული“ კი მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (0:1, 2:3).
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
