Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
რუსეთი ევროპიდან მიდის…
ჩანაწერი

რუსეთი ევროპიდან მიდის…

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მფლობელი ლეონიდ ფედუნი ჟურნალისტებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ესაუბრა. „საბოლოო კენჭისყრის თარიღზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ის მხოლოდ ალეკსანდრ დიუკოვმა (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) იცის. ახლა დაძაბული მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. უეფასთან ურთიერთობის შენარჩუნების ბოლო შანსს ვებღაუჭებით. აზიის შესახებ კი ჩემი პოზიცია ნათელია – მგონი სხვა გზა არც გვაქვს“,...

ის დიდებულია…
ჩანაწერი

ის დიდებულია…

„ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებს „დორტმუნდის“ ინგლისელი ვარსკვალავის, ჯუდ ბილინგემის შესახებ ესაუბრა. 19 წლის ნახევარცმცველს მერისისაიდულ კლუბს უკავშირებენ. „ბილინგემი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ისე თამაშობს, თითქოს უკვე 28 წლისაა. მისი ნიჭიერების შესახებ ყველამ იცის, თუმცა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი თამაშით კიდევ უფრო აღგვაფრთოვანა. ცხადია, გვინდა მისი ყიდვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა ეღირება მონდიალის შემდეგ“. მიმდინარე სეზონის...

ვინ შეცვლის ნოიერს?
ჩანაწერი

ვინ შეცვლის ნოიერს?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების მეკარემ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულების დროს, თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და 2022-2023 წლების სეზონში ვეღარ ითამაშებს. RMC Sport-ის ცნობით, გერმანული კლუბი მის შემცვლელად კეილორ ნავასს (პსჟ), იან ზომერს („გლადბახი“) და დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების „დინამო“) განიხილავს. ასევე, შესაძლოა, „მონაკოში“ განათხოვრებული ალეკსანდერ ნიუბელი დააბრუნონ. ყველაზე რეალური კანდიდატი...

რონალდუს და და პირველი ხელფასი
ჩანაწერი

რონალდუს და და პირველი ხელფასი

კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა დამ, კატია ავეირუმ, მოყვა თუ როგორ ეხმარებოდა ძმას ყმაწვილობისას. „მაშინ ჩემი უმცროსი ძმა 13 წლის იყო. დღეში 16 საათს ვმუშაობდი და კვირაში მხოლოდ ნახევარი დღე მქონდა დასვენება. პირველი ხელფასით მას სპორტული ფეხსაცმელი ვუყიდე, ძალიან უნდოდა. ფეხსაცმელში ცოტა ფულიც ჩავუდე. ცხოვრება შეიცვალა. კრიშტიანუ გაიზარდა და ადგილები გავცვალეთ. თუმცა ერთის ისტორია მეორისას არ აკნინებს“,...

ბიშტი მესის
ჩანაწერი

ბიშტი მესის

დანიელმა  კომენტატორმა, ფლემინგ ტოფტმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები სასტიკად გააკრიტიკა, ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ ლიონელ მესისთვის ნაჩუქარი ბიშტის გამო. ბიშტი – მამაკაცის ტრადიციული სამოსია არაბულ სამყაროში, რომელსაც  ძირითადად, ქორწილებსა და რელიგიური დღესასწაულებისას იცვამენ. „ეს აღმაშფოთებელია. ბოლოს და ბოლოს, მესი არგენტინელია და დაჯილდოებისას თანაგუნდელებთან ერთად საკუთარი ქვეყნის მაისურით უნდა მდგარიყო და არა მირთმეული ბიშტით. ეს მსოფლიო...

მოკლეს!
ჩანაწერი

მოკლეს!

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და 18 დეკემბერს, ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის შემდეგ საფრანგეთის ქალაქბში: პარიზში, ნიცასა და მონპელიეში არეულობები მოხდა. ერთმანეთს ფრანგი და ეთნიკურად მაროკოელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მოშუღართა დასაშოშმინებლად. პოლიციამ დაადასტურა, რომ არეულობისას 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მანქანასთან, რომელშიც ფრანგი ფანები ისხდნენ, უცნობები...

პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა
ჩანაწერი

პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ (3:0) დუბლი გააკეთა. იმ დროისათვის ის 22 წლის და 316 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პელეს შემდეგ (17 წლის 249 დღის), „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი მონდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ტურნირის ნახევარფინალში ან ფინალში დუბლი შეუსრულებია. ალვარესს „ალბისელესტეს“ რიგებში დებიუტი 2021 წლის...

ჰიბა უჰიჯაბოდ
ჩანაწერი

ჰიბა უჰიჯაბოდ

ბოლო დღეებში ჰიბა აბუკმა, მაროკოს ნაკრების ლიდერის, აშრაფ ჰაქიმის მომხიბლავმა მეუღლემ, საზოგადოების ყურადღება მიიქცია. სოციალურ ქსელებში ბევრს კამათობენ მისი ჩაცმულობის შესახებ. მაგალითად ქალთა აქტივისტმა ტასლიმა ნასრინმა ჰიბა გაკიცხა, რადგან ის მუსლიმანია და არ აცვია ჰიჯაბი, ბურქა და ფარანჯა. წყვილის ფოტოები კი ძალიან მოთხოვნადი გახდა მაროკოელ გულშემატკივრებს შორის. მოგეხსენებათ, ჰაქიმი მაროკოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში...

უკეთესი გუნდი გავარდა
ჩანაწერი

უკეთესი გუნდი გავარდა

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „ეს ტკივილი დიდ ხანს არ გაყუჩდება. იმ საღამოს უკეთესი გუნდი დაემშვიდობა ტურნირს. თუმცა ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, ვამაყობ ჩემი პარტნიორების შემართებით და იმ შედეგებით, რომლებიც მონდიაზე ვაჩვენეთ,“ – თქვა ბელინგემმა. ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონები, ფრანგები, 14 დეკემბერს ელ-ბაითში...

ტორპედოს მეხუთე
ჩანაწერი

ტორპედოს მეხუთე

ქუთაისის „ტორპედომ“ თავის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. მათი დამრიგებლისთვის, 44 წლის კახა ჩხეტიანისთვის კი ეს მესამე  სათასო ტრიუმფი გახლდათ მწვრთნელის რანგში. „ტორპედო“ მომავალ სეზონში საქართველოს კონფერენციის ლიგაში წარმოადგენს. წლევანდელი ფინალი მართლაც ყველა დანარჩენისგან განსხვავებული გახლდათ ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“: ქუთაისის „ტორპედოს“ მეოთხელიგელი (!) თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდა. ასეთ უცნაურობას, ალბათ კიდევ კარგა...