მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბმა, კინგსლი კომანმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფრანგულ პსჟ-სთან (1:0) ტურნირის რეკორდი დაამყარა. 26 წლის ფეხბურთელმა მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა.
სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, კომანმა ჩემპიონთა ლიგის თავისი პირველი 50 მატჩიდან 39 მოიგო. ეს კი ტურნირის რეკორდია.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილია. 2013 წლიდან 2014 წლამდე მან კლუბში ოთხი მატჩი ჩაატარა. კომანი „იუვენტუსშიც“ თამაშობდა და 2015 წელს იჯარით გადავიდა „ბაიერნში.“ გარემარბმა მიუნხენელებთან სრულფასოვან კონტრაქტს ხელი 2017 წელს მოაწერა და 2019/2020 წლების სეზონში გერმანულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და პსჟ-ის საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება მიუნხენის „ალიანც არენაზე.“
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
