18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კალინინგრადში მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ყოფილ კენიგსბერგში, რომელსაც რუსეთის დანარჩენ ნაწილთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, ფინალებიღა დარჩა გასამართი – საჩემპიონო, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. რაღა თქმა უნდა, პატარა ბორჯღალოსნები ფავორიტებად ისედაც მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი 100%-ით მართლდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მზარდმა სიმძლავრემ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით...
Author: სლავა გასპაროვი
ნოემბერში – ფიჯი და საფრანგეთი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების ფარგლებში 14-ში ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 20-ში – ფიჯის. ამ უკანასკნელთან ტესტის გამართვის ადგილი ჯერაც გაურკვეველია, რადგან ფიჯელებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით თბილისში ჩამოსვაზე უარი თქვეს და შეხვედრის გაუქმების თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა მისი ნეიტრალურ სტადიონზე გადატანა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მატჩიც საფრანგეთში გაიმართება, რადგან როგორც...
რიგითი ტური ტოპ 14-ში
ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20) და ბონუს-ქულასღა დასჯერდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა. „ბრივმა“ აუტსაიდერ „სტად...
19 ქართველი და პაპიძის პირველი
ქართული ლელოს გარეშე არც ტოპ 14-ის მორიგ ტურს ჩაუვლია. „ლა როშელის“ ბურჯმა გურამ პაპიძემ „ბიარიცთან“ შეხვედრის 63-ე წუთზე თავისი გუნდის რიგით მე-6 ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის პირველი გახლდათ საფრანგეთის უმთავრეს სარაგბო ლიგაში. 24 წლის პაპიძე ჩემპიონთა თასის ფინალისტს ზაფხულში შეუერთდა, ფრანგული კარიერის დასაწყისში „ლიონის“, მომდევნო სამი წელი კი პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, რომლის...
ლუკას ხუთიანები
პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი...
ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო…
გასული უქმეები ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. ეს ინდივიდუალური კუთხით, თორემ გუნდური თვალსაზრისით ჩვენს ბიჭებს ნამდვილად წარმატებული დღეები ჰქონდათ. საფრანგეთის მთავარ ლიგა ტოპ 14-ში ერთბაშად სამმა ქართველმა 80-ივე წუთი ითამაშა, თანაც სამივე მათგანი ახალი თაობის ბორჯღალოსანია და ეს ფაქტი საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. თორნიკე ჯალაღონიამ პირველად ითამაშა „ბიარიცში“ თავის ძირითად, 8 ნომრის პოზიციაზე...
ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია
წამყვანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. პირველი ტურის შემდეგ ხსენებულმა გამოცემამ საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ბორჯღალოსანი შეიყვანა – „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი და „ბიარიცის“ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. გასული შაბათ-კვირის მიხედვით კი „მიდი ოლიმპიკმა“ „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გამოარჩია. ლექსომ მეორე ტურში „სტად ფრანსესთან“ 37:10 მოგებული მატჩის...
აფრასიძემ დაიწყო, კარკაძემ დაასრულა
რაღა თქმა უნდა, გასულ უქმეებზე რაგბის ქართველ ქომაგთა მთავარ ინტერესს ტოპ 14-ის მეორე ტურის ის მატჩი იზიდავდა, რომელშიც ერთბაშად 6 ჩვენებურს უნდა ეთამაშა. საუბარია „მონპელიესა“ და „ბრივის“ შეხვედრაზე. მოლოდინმა მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაამართლა, რომ ქართველებმა ჩინებულად ითამაშეს და თავიც გამოიჩნეს, თორემ დიდი ბრძოლა არ შედგა – მონპელიელებმა იოლად, 39:17 იმარჯვეს. თამაში კი ქართული ლელოებით დაიწყო...
მაისაშვილი სამშობლოშია!
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში დაბრუნდა. მოგეხსენებათ, 2 ივლის ბორჯღალოსნებს პრეტორიაში „ქურციკებთან“ ტესტ-მატჩი ჰქონდათ, რომლის შემდეგაც გაიმართა ტრადიციული ბანკეტი. სწორედ ამ ღონისძიებისას დაინფიცირდა COVID 19-ით ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, ისევე როგორც აფრიკელთა დამრიგებელი და ორივე გუნდის მოთამაშეები თუ ოფიციალური პირები. ყველამ კორონავირუსი მეტ-ნაკლებად იოლად გადაიტანა, აი, მაისაშვილს კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დაუმძიმდა,...
გიგაშვილი და ჯალაღონია მიდი ოლიმპიკის სიმბოლურში
ყველაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის სასტარტო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ზოგადად, ტურის სიმბოლურებს მრავალი გამოცემა ადგენს ხოლმე, მაგრამ „მიდი ოლიმპიკის“ ვერსია საექსპერტო სტატუსს ატარებს. ამდენად, მით უფრო საპატიო და სასიამოვნოა, რომ პირველ ტურში ქართველთა შთამბეჭდავი გამოსვლა არა მარტო ჩვენ დავაფასეთ. ტოპ 14-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ბორჯღალოსანი მოხვდა. მარცხენა ბურჯის...









