საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...
Author: სლავა გასპაროვი
ცუცქირიძის ფრანგული ლელო
პრო დ2-ის მეორე ტურში პირველი ქართული ლელო დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებისა და „ორიაკის“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ძლიერი მეტოქე, ბასკური „ბაიონი“ გაწითლებულ დროში დაალელოვა. თუმცა გიოს ეს გაბრწყინება ერთობ დაგვიანებული გამოდგა — მისმა გუნდმა 20:28 წააგო და სანუგეშო ბონუსსაც ვერ შეწვდა. ცუცქირიძემ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ტრადიციულად შეტევაში აქტიური და დაცვაში ხისტი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რის გამოც...
ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება
ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი. რახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი...
სტარტზე ცხრა ჩვენებური
პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...
48 ქართველი
ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი,...
ვიდრე მაისაშვილი დაბრუნდება
როცა პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ იქმნებოდა, თავისთავად ნაგულისხმევი იყო, რომ მას სათავეში ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლევან მაისაშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგებოდნენ. პრინციპში, ასეც მოხდა და ბორჯღალოსნების გურუთა მთელი შემადგენლობა და მათთან ერთად ასაკობრივ ნაკრებთა სადამრიგებლო გუნდები ერთობლივად გაუძღვებიან „შავ ლომს“, ოღონდ ერთი გამონაკლისი მაინც იქნება. ცნობილ მიზეზთა გამო ლევან მაისაშვილი ამ პროცესში...
მამუკა რაგბს დაუბრუნდა
დიახ! მამუკა გორგოძე რაგბს დაუბრუნდა. ამიერიდან ქართული რაგბის ლეგენდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი იქნება, თანაც ამ, სამეთვალყურეო ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში ის ნამდვილად არ იქნება ერთადერთი ლეგენდარული ბორჯღალოსანი! მამუკას გარდა გამგეობის წევრად აირჩა ასევე დავით კაჭარავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც პოლიტიკაზე ბრწყინვალე სპორტული კარიერის დასრულებისთანავე გადაერთო, მაგრამ გულმა საყვარელი საქმის გარეშე დიდხანს ვერ გაუძლო...
შავი ლომი შეივსო
ესეც 36! „ევროპის რაგბის“ სუპერთასის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადში სწორედ ამდენი მორაგბე უნდა ირიცხებოდეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, განაცხადში მინიმუმ 36 მოთამაშე უნდა იყოს, თორემ გაფართოებულ შემადგენლობაში 40 და 50-იცაა დაშვებული. აქამდე ვიუწყებოდით, რომ პირველ ქართულ სარაგბო ფრენჩაიზ „შავ ლომთან“ კონტრაქტი 34-მა მოთამაშემ გააფორმა, ახლა კი მათ 2 ნიჭიერი ახალგაზრდაც დაემატა და განაცხადის...
შავი ლომი ევროპის სუპერთასზე
„რაგბი ევროპამ“ საკლუბო ტურნირი დააანონსა, სახელწოდებით „რაგბი ევროპის სუპერთასი“. შეჯიბრებაში 6 ფრენჩაიზი და ორი რუსული კლუბი მონაწილეობას მიიღებს. 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყოფა – დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და ამ უკანასკნელში ისრაელის „თელ ავივ ჰიპთან“, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „ლოკომოტივ-პენზასთან“ ერთად მონაწილეობას ახლახან შექმნილი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომიც“ მიიღებს. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ გაიმართება, სტარტს...
80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში
მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები —...









