ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონმა“ ის შეძლო, რასაც მაისის მერე ვერავინ ახერხებდა: „მელიებმა“ საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი საკლუბო გუნდი დაამარცხეს! ლიონში 19:25 წაგებით დასრულდა „ტულუზის“ ძლევამოსილი, 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც რაგბის საზომებით ძალიან სოლიდურია. ჩვენთვის მთავარი კი ისაა, რომ ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ბექა საღინაძე ამ წარმატების არათუ რიგითი მონაწილე, არამედ სულაც მისი სულისჩამდგმელი გახლდათ! სწორედ...
Author: სლავა გასპაროვი
ბექა საღინაძე ტურის სიმბოლურშია
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის ტურის ტრდიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ბექა საღინაძე შეიყვანა. „ლიონის“ მესამეხაზელმა ჩემპიონი „ტულუზის“ ძლევაში სოლიდური წვლილი შეიტანა – თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. 22 წლის ბორჯღალოსანმა მთელი მატჩი ძალზე შთამბეჭდავად და საიმედოდ ჩაატარა და სიმბოლურში მისი მოხვედრა აბსოლუტურად დამსახურებულია. ბექა საღინაძე მეხუთე ქართველია, რომელიც მიმდინარე სეზონში...
აკა-შოუ ავჭალაზე
„შავმა ლომმა“ წარმატებით ჩაატარა „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე თავისი სადებიუტო მატჩი. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ისრაელის „თელ-ავივ ჰითს“ 33:10 მოერია, ბონუსი მოინადირა და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე აინაცვლა. პირველი ტაიმი 18:10 დასრულდა. ისრაელის ფრენჩაიზის ბირთვს საკმაოდ მაღალკვალიფიციური ლეგიონერები შეადგენენ – სამხრეთააფრიკელები, ფიჯელები, ინგლისელები, და პირველ ნახევარში მათ ჩვენს ბიჭებს შედარებით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. თელავიველებმა ერთადერთი ლელო...
ქართული პირველი ხაზი
პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი. ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის...
შავი ლომი იწყებს!
შაბათს, 17:00-ზე ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება. „ავჭალაზე“ პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ თავის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ისრაელში საგანგებოდ „რაგბი ევროპის“ სუპერთასისთვის ანალოგიურად შექმნილი ფრენჩაიზი „თელ ავივ ჰითი“ იქნება. ხსენებულ გუნდს ძირითადად სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მოთამაშეები შეადგენენ, თან მათ შორის არაერთია ისეთი, ვისაც მსოფლიოს ტოპ-ლიგებში თამაშის გამოცდილება...
ვასო სიმბოლურში
სახელოვანი არგენტინელი მწვრთნელი გონსალო კესადა არ შეცდა, როცა თავისი გუნდის, „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველ ბურჯთა წყვილი განაწესა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა და უმდიდრესმა კლუბმა სეზონი საზიზღრად დაიწყო: სასტარტო 5 მატჩიდან ერთადერთი მოიგო და ტოპ 14-ის ბოლო ადგილზე დაფუძნდა. თუმცა, გასულ კვირა-დღეს, „კლერმონთან“ შეხვედრაში სულ სხვა სურათი დავინახეთ (22:14) და ამ გაბრწყინებაში გიორგი მელიქიძისა და ვასილ...
ბონუსები
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ. „ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა –...
საქართველო ევროპის ჩემპიონია!
დიახ, პატარა ბორჯღალოსნებს კონტინენტზე აგერ უკვე 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავთ კონკურენტი. 3 წლის წინ 18-წლამდელ ქართველთა ნაკრებმა ფრანგი თანატოლები დაამარცხა და მას მერე ამ ასაკობრივ ტურნირზე წაუგებლად თამაშობს. კალინინგრადის ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემია სარაგბო საქმეებშიც ჩაერია და ტურნირი ერთი წლით გადაავადა. ამ უქმობამ უარყოფითად მხოლოდ ჩვენზე იმოქმედა – ნორჩმა ქართველებმა მორიგი ტიტულისთვის...
ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით
ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა...
U18 – ევროპის ფინალში
18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კალინინგრადში მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ყოფილ კენიგსბერგში, რომელსაც რუსეთის დანარჩენ ნაწილთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, ფინალებიღა დარჩა გასამართი – საჩემპიონო, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. რაღა თქმა უნდა, პატარა ბორჯღალოსნები ფავორიტებად ისედაც მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი 100%-ით მართლდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მზარდმა სიმძლავრემ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით...









