საშემოდგომო ტესტ-მატჩების პირობებში პრო დ2-ის კლუბებს შემადგენლობებში შექმნილი ნაპრალების შევსება უწევთ და ამ ვითარებამ ორ ახალგაზრდა ქართველს სეზონური დებიუტის აღნიშვნის შესაძლებლობა მისცა. კოტე მიქაუტაძის ნაკრებში გამგზავრების გამო „ბაიონს“ შემადგენლობაში ესპუარის, 21 წლის ლადო ჩაჩანიძის დაწინაურება მოუხდა. 2-მეტრიანი მეორეხაზელი „მონ-დე-მარსანთან“ საშინაო მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო – გათამაშების ლიდერთა...
Author: სლავა გასპაროვი
33
ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – ეს ის ხალხია, რომელიც საშემოდგომო ტესტებისთვის მოემზადება. ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 19 ფორვარდი და ხაზის 14 მოთამაშეა – სულ 33 კაცი. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებისთვის: პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი („შავი ლომი“, 6, 0), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ-92“, 23,...
ლევან ჩილაჩავა – ტურის სიმბოლურში!
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მორიგი ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გამოცემის ექსპერტების რჩეულთა შორის ბირჯღალოსანი ამ ჯერზეც მოხვდა. მე-9 ტურის საუკეთესოთა თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე „კასტრისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან ჩილაჩავა გამწესდა. „ბრივთან“ 23:22 მოგებული შეხვედრის 28-ე წუთზე 30 წლის ქართველმა გუნდის შეტევა ლელოთი დაარულა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის მერე მწყობრში...
22 ქართული ქულა
საფრანგეთის უძლიერესი სარაგბო ლიგის მორიგი ტური ერთობ ბარაქიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენებურთა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა და 22-ვე ქულა ერთ მატჩში გაკეთდა. „კასტრმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და უაღრესად დრამატულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძელთა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩვეულ სტილში, ბურთის რაქიდან ატაცებითა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დამიწებით სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამასობაში კი...
შავი ლომის სოჭი გადაიდო
„რაგბი ევროპის“ სუპეერთასის ეგიდით გასამართი მატჩი კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „შავ ლომს“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უკვე ჩვეულია – COVID-19. როგორც ცნობილია, რუსეთში პანდემიური მდგომარეობა უკიდურესადაა გამწვავებული და ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ჩვენი სარაგბო გუნდის ზედ გამგზავრებამდე დაწესდა. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძვანელობა „რაგბი ევროპას“ და რუსეთის რაგბის ფედერაციას დაუკავშირდა და ბოლოს „შავ ლომს“ რუსეთში შესვლის ნებაც ...
სოჭში, სლავა მეტრეველზე…
შაბათს სოჭში დიდი რაგბია – „შავი ლომი“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, კრასნოიარსკში წელიწადის ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ცივა და ევროპული რაგბის მამებმა იქ თამაში აკრძალეს. სხვათა შორის, სოჭის სტადიონს ოფიციალურად ეწოდება სლავა მეტრეველის სახელობის „იუგ-სპორტი“. ქართული ფეხბურთის ლეგენდა ხომ სოჭში იყო დაბადებული. რაც შეეხება მომავალ დაპირისპირებას, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის მორიგ ტურს რუსული კლუბი...
20 ქართველი მე-8 ტურში
ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის მერვე ტური სარეკორდო გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. არა, ჩვენს ბიჭებს, სამწუხაროდ, არც ლელო დაუდიათ, არც რეალიზაცია, ჯარიმა თუ არეკნი გაუტანიათ. უბრალოდ, ტურის 7 მატჩში ერთბაშად 20-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ ესაა ამ მხრივ უმაღლესი მიღწევა. ასეთი რამ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა… წარმატებებისა კი რა გითხრათ – ზოგმა მოიგო, ზოგმე -ვერა. ბორჯღალოსანმა ბექა...
შავი ლომი: ბონუსით პენზიდან
ევროპის სარაგბო სუპერთასის თავისმეორე მატჩში „შავმა ლომმა“ ძლევამოსილი სვლა გააგრძელა. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა რუსეთის ქალაქ პენზაში ადგილობრივი „ლოკომოტივი“ 27:11 დაამარცხა, თანაც მეტოქის ერთი ლელოს წილ თავად 4 დადო და ამ გზით ბონუს-ქულაც მიიღო, რამაც სატურნირო ცხრილის ლიდერ კრასნოიარსკის „ენისეისთან“ მიახლოების საშუალება მისცა. ქართველებმა შეხვედრის პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩაატარეს – 22:6 დაწინაურდნენ, თანაც ალექსანდრ...
ცუცქირიძის მეექვსე ფრანგული!
საქართველოს ნაკრების ფლანკერმა გიორგი ცუცქირიძემ თავის ფრანგულ კარიერაში მე-6 ლელო მიითვალა. პრო დ2-ის მე-8 ტურის მატჩში ცუცქირიძის „ორიაკი“ აჟენს სტუმრობდა და ბოლო წუთებზე 14:25 მარცხდებოდა, როცა გიომ მასპინძლები დაალელოვა და თავის გუნდს მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. ცუცქირიძემ სეზონში მეექვსე მატჩში მეორე ლელო გაიტანა და ლევან მაისაშვილს ნაკრების მესამე ხაზის დაკომპლექტებისას ნამდვილი თავსატეხი ექნება –...
შავი ლომი რუსეთის რკინიგზაზე
ევროპის სუპერთასის თავის მეორე მატჩს პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რუსეთის პროვინციულ ქალაქ პენზაში გამართავს და მისი მეტოქე ადგილობრივი „ლოკომოტივ-პენზა“ იქნება. ეს გუნდი არაა ხელწამოსაკრავი – რუსეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და მის ღირსებას არაერთი ცნობილი მორაგბე იცავს. კერძოდ, რუსეთის რკინიგზელთა რიგებში გამორჩეულები არიან ბორჯღალოსნები გიორგი ჭყოიძე და ილია სპანდერაშვილი. შაბათს თანამემამულეების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში...









