ფიფაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ევროპის ზონიდან გამსვლელი ნახევარფინალური და ფინალური ფლეი ოფების წილისყრა. შედეგად ერთი ძალიან საინტერესო რამ გაირკვა. ყატარში ან ევროპის ჩემპიონი იტალია არ იქნება ანაც, ევროპის წინა ჩემპიონი პორტუგალია. მსოფლიო 2022 წელს ან ერთ გრანდს მოისაკლისებს, ან – მეორეს. ფლეი ოფის ნახევარფინალებში ამათ თუ იმარჯვეს, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან. აუცილებლად სათქმელია, რომ იტალიის...
Author: კობა ინასარიძე
გერმანია გაემზადა
გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იოაჰიმ ლიოვის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშც 26 ფეხბურთელია: მეკარეები 1. მანუელ ნოიერი (ბაიერნი), 12. ბერნდ ლენო (არსენალი), 22. კევინ ტრაპი (აინტრახტი). მცველები 2. ანტონიო რუდიგერი (ჩელსი), 5. მატს ჰუმელსი, (დორტმუნდი), 4. მათიას გინტერი (გლადბახი), 15. ნიკლას ზულე (ბაიერნი), 16. ლუკას კლოსტერმანი, 3. მარსელ ჰალშტენბერგი (ორივე – ლაიპციგი), 20. რობინ გოსენსი (ატალანტა), 24. რობინ კოხი (ლიდსი), 26. კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი). ნახვერამცველები 23. ემრე ჯანი (დორტმუნდი), 6. ჯოშუა კიმიხი, 18. ლეონ გორეცკა, 14. ჯამალ მუსიალა (ყველა – ბაიერნი), 21. ილქაი გიუნდოგანი...
კონფერენს თასი
მალე, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის პარალელურად სტარტს აიღებს ევროპის კიდევ ერთი ახალი საკლუბო გათამაშება – კონფერენს ლიგა. დღეს კი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კონფერენს ლიგის თასი წარადგინა, რომელიც 57.5 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 11 კილოგრამს იწონის…
ბაიერნი ნაგელსმანს ჩაბარდა
„იულიან ნაგელსმანი ახალი თაობის მწვრთნელია. ის სულ 33 წლისაა, თუმც უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს. დარწმუნებული ვართ, იულიანთან ერთად „ბაიერნი“ ისევე წარმატებული იქნება, როგორც ეს ბოლო დროს იყო“ – თქვა მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰეინერმა მას შემდეგ, რაც მან და ნაგელსმანმა თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმეს. ახლა, მოკლედ და კონკრეტულად: 1 ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ მათავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი...
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე !!!
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონტზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში ბოლოსწინა ტურის მატჩში ჩვენებმა ფრანგებს დრამატულ ბრძოლაში 3:2 აჯობეს და გაინაღდეს ფინალურ ეტაპზე თამაში. ავთანდილ ასათიანის გუნდი 10 ქულით საუკეთესო მეორე ადგილზე დაასრულებს საკვალიფიკაციო ეტაპს და გაისად, კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან ერთად ნიდერლანდებში ითამაშებს. საქართველო ამჟამად რვა საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის პირველია და შესარჩევი ეტაპის...
კლასი, ბიძიკო, კლასი
საქართველომ პირწმინდად წააგო! ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, შვედებს რვა გოლის გატანა რომ დასჭირვებოდათ, რვას გაიტანდნენ… აშკარა იყო კლასში სხვაობა და არა მხოლოდ… ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად ითამაშა და გარკვეული სიახლეებიც გამოჩნდა. თუნდაც შემადგენლობაში ვილი სანიოლმა განაპირა მცველებად დებიუტანტები დააყენა – გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ გიორბელიძე. სამი ნომინალური საყრდენით კი შუა ხაზში უპირატესობის მოპოვება სცადა. რა...
ვილის 25 ქართველი
წლის პირველ მატჩს საქართველო 25 მარტს სტუმრად, შვედეთში გამართავს, სადაც შედგება კიდეც ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი. შვედეთის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთში ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა მისი პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში...
ჟორდანიას ავსტრიული სარბიელი
დღე-დღეზე ავსტრიულ ფეხბურთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი, უწინ ნიდერნალდური „ვიტესის“ ხემლძღვანელი მერაბ ჟორდანია გამოჩნდება. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ დირექტორატში იქნება. სხვათა შორის, ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ამას წინათ საქართველოშიც გაამხილა, თუმც ჩანს, საქმე უკვე დასარულს მიუახლოვდა. სავარაუდოდ, მერაბ ჟორდანია კლუბის ერთ-ერთი მმართველი იქნება. მეტს კი ავსტრიელები ამ დღეებში...
როცა ჟილეტი გენდობა
ფეხბურთელი კი ბევრია, თუმც უცხოეთში სულ თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი მწვრთნელი მუშაობს, მით უმეტეს PRO ლიცენზიის მფლობელი. დავით ბახტაძე კი ერთ-ერთი წარჩინებული ქართველია, რომელიც კარგა ხანია უკვე გერმანიაშია და იქაურებში დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს. ორიოდ დღის წინ მის შესახებ ერთერთმა გერმანულმა ვებ-გვერდმა დაწერა, რომ დავითი იმ კლუბში დაბრუნებას ეშურება, სადაც სამი წელიწადი ბომბარდირობას არავის უთმობდა… დანარჩენს, შემოკლებით,...
რას დაუკრავს ვილი?
დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...









