საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია ვრაშავის „ლეგიას“ სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. „საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, „ლეგიას“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან გვილია, გუნდის სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. გვილია მუხლის ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს. კლუბი მას მისცემს შესაძლებლობას, გუნდთან ერთად ივარჯიშოს და სასურველი ფორმა აღიდგინოს. ის სამშაბათიდან ვარჯიშობს“. შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი „ლეგიაში“ 2019-21...
Author: კობა ინასარიძე
გამოუთქმელი და ხელუხლებელი
ბოლო დროს ქვეყნად გაზეთი არ დარჩენილა ხვიჩა კვარცხელიას ფანტასტიკურ ევროპულ დებიუტს რაიმე ფორმით არ გამოხმაურებოდა. „ნიუ იორკ ტაიმსში“ მთელი გვერდი, „დეილი მეილი“, „ეკიპი“, „მირორი“, „ბილდი“, რუსული გამოცემები… ახლა ამათ პოპულარული „კიკერიც“ შეუერთდა. გერმანელებმა ქართველ ვარსკვლავბიჭუნას ვრცელი სტატია მიუძღვნეს, რომლის გადმოქართულებული ვარიანტიც, აგერ, თქვენს წინაშეა… „ტურინის „იუვენტუსს“ ვითომ თავისი გაჭირვება არ ეყოფოდა, რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდანაც...
დაბრუნდა და გაიტანა
„აპოელის“ ქართველი კაპიტანი გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ნეა სალამინისთან“ მოგებულ (3:0) მატჩში გოლიც გაიტანა. თამაშის შემდეგ გიორგიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „სეზონი ტრავმებით დავიწყე და მთელი წლის განმავლობაში ამის გამო ბევრი ჩავარდნა მქონდა. რთული იყო ამ პერიოდის გადატანა, მაგრამ გუნდი ძალიან დამეხმარა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბიც. ბედნიერი ვარ, რომ ამ...
გადასახდელია !
ცოტა არ იყოს სკანდალური ამბავი გვიამბო „სარბიელის პოდკასტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ… ცნობილი ქართველი მწვრთნელის, ცხონებული შოთა ჭეიშვილის ოჯახს, თურმე, „საბურთალოდან“ გიორგი ხარაიშვილის გაყიდვით მიღებული სატრანსფერო თანხის წილი უნდა მიეღო. შოთა ჭეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ქართველი მწვრთნელი გახლდათ. გახლდათ „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის თანაშემწე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მწვრთნელი და...
იპოვეთ ერთი განსხვავება…
უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს...
დღეს ევროპა საუკეთესოს იტყვის…
დღეს, სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. წლეულს, გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ, ხოლო ჩვენი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად...
ჭია დინამოში
თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი, ვინც კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და საქმეს შეუდგა. გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის „საბურთალო“ და „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს...
როგორ გაიყიდება ხვიჩა ?
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბათუმის“ მაისურით პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. ხოლო კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ფრიად საინტერესო რამ თქვა – ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ჩვენთან ორწლიანი გააფორმაო. თავისთავად, ამბავი საინტერესოა, რადგანაც აქამდე „რუბინთან“ მხოლოდ კონტრაქტის შეჩერებაზე იყო ცნობა, ახლა კი… დვალიშვილის სიტყვების მერე რუსული კლუბის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ „რუბინმა“ ხვიჩასთან კონტრაქტი გაწყვიტა, ზედ...
ერთხელ ერევანში…
ჩვენი ბადრი კეთილაძე უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. როგორი ფოტოგრაფი იყო ბადრი, მისი გადაღებული კადრების ნახვა უმალ მიგახვედრებთ, აქ კი გვინდა უცხო თვალისთვის უჩინარი ბადრი კეთილაძე გავიხსენოთ და თქვენც გაგაცნოთ. ბადრი, ისეთი, როგორიც იყო… სომხეთი – საქართველოს მატჩზე მივდივართ, ერევანში. ვხალისობთ, ჩვეული იუმორით ძველ ამბებს მიყვება. ქალაქს რომ მივიახლოვდით მოიწყინა, წამოაწითლა… – კობაია, ბუჯო, რაცხა ვერ ვარ…...
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში… 2024 წლამდე
სულ ასეთი კარგი ამბები დაგვბედებოდეს: 2021 წლის ბოლოს ესპანურმა „ვალენსიამ“ თბილისის „დინამოსგან“ გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა. 21 წლის ქართველი მეკარე ვალენსიაში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ცხადია, იქამდე თუ კიდევ არ მოაწონა გიორგიმ ესპანელებს თავი და კონტრაქტი გააგრძელებინა. მამარდაშვილის მიმართ „ღამურების“ ინტერესი წინა ევროსარბიელზე წარმატებული და თავდაჯერებული თამაშის შემდეგ დაიწყო. გიორგი „დინამოს“ აღზრდილია, თუმც თბილისის „ლოკომოტივში“...









