თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი, ვინც კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და საქმეს შეუდგა.
გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ჭიაბრიშვილმა თბილისის „საბურთალო“ და „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. მისი თავკაცობით თბილისელები სამი წლის წინ ქვეყნის თასს დაეუფლნენ. 2018 და 2020 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი 20 ივნისს შედგება, როცა „დინამო“ „გაგრას“ უმსპინძლებს.
ჭიაბრიშვილს გიორგი დეკანოსიძე დაეხმარება.

ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
კატეგორიის გარეშე06/05/2025 | 08:06პლატინის გუნდი აღზევდა
კატეგორიის გარეშე03/05/2025 | 10:22დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
კატეგორიის გარეშე03/04/2025 | 07:38კვარამ ივარჯიშა
