დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...
Author: კობა ინასარიძე
პრეზიდენტის სხვა სამყარო
ესეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალობის გრძნობა დაუკარგავს, სადღაც სხვა სამყაროშია. სხვა შემთხვევაში, ამ კაცმა რაც იკადრა, ამის უფლებას თავს არ მისცემდა და თუ მაინცდამაინც, რაც გააკეთა, სხვა ფორმითაც შეძლებდა. აგერ, განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა და რომლის შინაარსსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს… რას ველოდით და რა მივიღეთ???...
გამოდი და თქვი: მე წავედი!
„დინამო არენას“ მუშთაიდის პარკის მხრიდან მივადექი, აი, ზუსტად იქიდან, საიდანაც საქართველოს ნაკრების ავტობუსმა სანაპიროდან სტადიონისკენ აუხვია… აი, ზუსტად იქ, სადაც პეტარდების კვამლს ისე დაებურა იქაურობა, კაცი კაცს მეტრში ვერ გაარჩევდა… ამაკანკალა. გამაჟირიალა. წარმოუდგენელი მუხტი იფრქვეოდა… მხოლოდ ამათ გამო უნდა მოიგო… მხოლოდ ამათთვის უნდა გადახნა მოედანი… მხოლოდ ამათთვის… ეს ბიჭები ავტობუსს ვარკეთილიდან მოყვებოდნენ, ვარკეთილიდან დიდუბემდე ხმის...
იგორ ანგელოვსკი: გვინდა პირველ ადგილზე გავიდეთ, თუმცა, საქართველოსაც იგივე მიზანი აქვს
14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა C ლიგის მეორე ჯგუფის მე-4 ტურის მატჩი ელის სკოპიეში, „ტოშე პროესკი“ არენაზე, ჩრდილო მაკედონიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ეს ტოშე ცნობილი მომღერალი ყოფილა და 2007 წელს გარდაცვლილა ავტოკატასტროფაში. ასე ვთქვათ, მაკედონიის ჯონ ლენონია. ეს ფეხბურთთან რა შუაში იყო, მაგრამ მაინც. მატჩი კი მართლაც ერთობ მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ჯგუფის ორი ფავორიტი ხვდება. ...
მისამართი შეიცვალა…
წუხელ, რეიკიავიკში გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ითამაშებს. ორი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, ერთიც ამსტერდამში, ნიდერნალდებთან. და რა შუაშია რეიკიავიკი? სწორედ ისლანდიაში დათმო თავის საფლეიოფო მატჩი რუმინეთის ნაკრებმა, რომლის შედეგზეც იყო დამოკიდებული C და F ჯგუფებში მეოთხე გუნდების ვინაობა. რუმინეთი, ცხადია, წარმატების შემთხვევაში, ბუქარესტის 55-ათასიან „არენა ნაციონალზე“...
ერთი ფოტოს ნახვის შემდეგ…
– არველაძეებს იცნობ..? ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა. მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე… მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი, არველაძეები – დინამოში… მერე – არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ. მერე – ორივე ჰოლანდიაში: შოთა აიაქსში, აჩი – ბრედაში მერე, პირადად გავიცანი. საქართველოს ნაკრები მალტის ტურნირზე...
ფლიკის საფიქრალი და იმედი
ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო. სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს. 24 წლის გარემარბს უპირველეს...
გავლენიანი, მდიდარი ქალები და კაჭკაჭები
ამ „ნიუკასლ იუნაიტედს” ხელმძღვანელ ქალებზე სჭირს რაღაც გაგიჟება. აურის ამბავი უნდა იყოს. ეტყობა ყოფილი „სუსტი სქესის” წარმომადგენლებს იზიდავს. სულ ცოტა ხნის წინ კლუბის ყიდვას საუდელი კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანი აპირებდა, რომელსაც წინ ინგლისელი ბიზნესვუმენი ამანდა სტეივლი ჰყავდა აფარებული. და აი, ამ ამბიდან ორი თვეც არ არის გასული, რომ ჰორიზონტზე კვლავ ქალბატონი გამოჩნდა — კანადელი ევანჯელინ...
… ასე გაირღვა ბარსელონა
ის, რაც გერმანულმა კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამართა, ვერცერთ გერმანულ ფილმში ვერ ვიხილავდით. ბავრიელებმა რვა ბურთი გაუტანეს „ბარსელონას“ და სულ თავ-ბედი აწყევლინეს. კიკე სეტიენი და მისი სამწყსო ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ თამაშის ასეთ განვითარებას. თავად კიკე სეტიენიც, როცა ეს სტრიქონები იწერება, ვეჭვობოთ, რომ უკვე უსამსახუროდ არის… მატჩის მინდინარეობას აღარ მოვყვებით… შესაძლოა, ცოტა ზედმეტი...
ნუღარ გაიხდით ლურჯ-თეთრს…
17 წლის წინ, ივლისში, თბილისის „დინამო“ აშკარა ფავორიტის რანგში ტირანას ესტუმრა. რატომ ფავორიტის რანგში? საქართველოს ჩემპიონებს პირველი მატჩი „დინამოს“ ცარიელ სტადიონზე 3:0 ჰქონდათ მოგებული. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ. ამათ შორის მოგებულს კი ავსტრიის „გრაცერთან“ უნდა ეთამაშა. მოგებულს რა, 99-პროცენტიანი ალბათობით, თბილისის „დინამოს“… მაგრამ მოხდა სასწაული – ივო შუშაკის გუნდმა ტირანაში, ძირითადი და...









