„არსენალის” ბოსნიელი მცველის სეად კოლოშინაცის მეუღლე ბელა კოლოშინაცი კვირას, ბრიტანეთში, ელექტროშოკური პისტოლეტის შეტანისთვის დააკავეს. 27 წლის ქალბატონს, თურმე შარშანდელი ინციდენტის შემდეგ მოსვენება დაუკარგავს და თავის დასაცავად იარაღის შეძენა სდომებია. შარშანდელი ისტორია კი ასეთი იყო: მის მეუღლეს და მესუთ იოზილს ლონდონში ვიღაც დანიანი კაცები დაესხნენ თავს. ერთი სიტყვით, ბელა კოლოშინაცი გერმანიაში გამგზავრებულა, სადაც ელექტროშოკერის ტარების ლიცენზია...
Author: კობა ინასარიძე
უეფამ ფინალები გადადო
უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პანდემიის გამო იმთავითვე ერთი წლით გადადო, ევროტურნირების ფინალები კი დაახლოებით ერთი თვით – ივნისის ბოლოსთვის გადაიტანა. ეს ყველაფერი წევრ ასოციაციებთან კონსულტაციების შემდეგ იყო. სულ რამდენიმე წუთის წინ კი უეფამ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალები, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგის გადამწტვეტი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ...
ბელარუსთან, 2 ივნისს…
მაშ ასე, ჯერ ადრე კია, მაგრამ შეგვიძლია გავემზადოთ: გადაწყდა, რომ საქართველო – ბელარუსის ფლეი ოფი 2 ივნისს შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება და ის ბილეთები იქნება ვარგისი, რომელიც ქომაგობას აქამდე ჰქონდა შეძენილი. 2 ივნისვე შედგება ერთა ლიგის D ჯფუფის მაკედონია – კოსოვოს მეორე ფლეი ოფი. შეგახსენებთ, ფინალში ამ ორ წყვილს შორის უკეთესი შეხვდება და...
ლიგაც, ევროპის ლიგაც, სოკ-ი დგას…
ევროპის ჩემპიონატის კვალად უეფას გადაწყვეტილებით წლის უმთავრესი მატჩებიც გადაიდო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბელარუსთან ერთა ლიგის ფლეი ოფი სავარაუდოდ ივნისში შედგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ქომაგი 26 მარტის უკვე გადადებული მატჩის ბილეთს იმ დღეს გამოიყენებს, როცა მატჩი ჩატარდება, ხოლო დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს. ცხადია, გადაიდო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები. მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარების თარიღი...
ევროპა გადაიდო
როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. ევრო 2020 უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით ევრო 2021 გახდა. მიზეზი ცხადია – COVID 19, იგივე კორონავირუსი, რომლის ეპიცენტრმაც ჩინეთიდან უკვე ევროპაში გადმოინაცვლა და რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პანდემია გამოაცხადა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. მასპინძელი 12 ქალაქი უცვლელია. არადა, ევრო...
ვენგერმა, წინიდან არა, უკნიდანო
არსენ ვენგერმა თამაშგარეს განსაზღვრის ახალი ფორმულა შექმნა. ვიდრე მისი შრომის შედეგს გაგაცნობთ, გავიხსენოთ, როგორ ჟღერს მოქმედი წესი: „ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ მისი თავის, ტანის ან ფეხის ნებისმიერი ნაწილი უფრო ახლოსაა მეტოქის კარის ხაზთან, ვიდრე ბურთი და მეტოქის ბოლოსწინა ფეხბურთელი. ნებისმიერი ფეხბურთელის, მათ შორის მეკარის ხელების მდგომარეობა მხედველობაში არ მიიღება”. ახლა ვნახოთ, როგორ ჟღერს ვენგერის ფორმულა:...
სანამ ომი დაწყებულა ლივერპული ჩემპიონად გამოვაცხადოთ
თითქოს სად „ლივერპული” და სად გლობალური პოლიტიკა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. მოგეხსენებათ, 2 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტთან, ამერიკული დრონიდან საჰაერო იერიშით მოკლეს გავლენიანი ირანელი გენერალი ყასიმ სულეიმანი, რამაც მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაძაბა. ამერიკელების განცხადებით, სულეიმანის მათი თანამემამულეების სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი და მომავალშიც ბევრ აგრესიას გეგმავდა, ირანელებმა კი პირობა დადეს, რომ ეროვნული გმირის...
ვისი არია აჯობებს?
ევროპამ თავის რჩეული უკვე დაასახელა – „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი. ორშაბათს, 23 სექტემბერს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მილანის ლა სკალას თეტრში დაგეგმილ გალა წარმოდგენისას ფიფა გამოაცხადებს. საღამოს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ტელეწამყვანი ილარია დამიკო გაუძღვებიან. ტრადიციულად, ფიფა საუკეთესოებს ამ ნომინაციებში გამოავლენს: საკუთესო ფეხბურთელი ქალი საუკეთესო ფეხბურთელი კაცი საუკეთესო მწვრთნელი ქალი საუკეთესო...
VAR-მა მწვრთნელი გააგდო
ინგლისში კვლავ ვიდეორეფერის სისტემაზე მსჯელობენ. მსაჯების შეფმა მაიკ რაილიმ ლონდონში პრეზენტაცია მოაწყო, სადაც კლუბების ხელმძღვანელებიც დაიბარა და VAR-ზე ელაპარაკა. მან თქვა, რომ მას მერე, რაც ინგლისში ახალი ტექნოლოგია დაინერგა, ვიდეომსაჯებმა 40 შეხვედრის 227 ეპიზოდი განიხილეს და რეფერის 6 გადაწყვეტილება შეცვალეს. შეეძლოთ კიდევ 4 შეეცვალათ. ამასობაში კი პრემიერლიგაში VAR-ს პირველი მწვრთნელი ემსხვერპლა — „უოტფორდის” ხავი გარსია....
დამნაშავეები რაფინია და დენის სუარესი ყოფილან
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ „ვალენსიამ” მარსელინიო გარსია ტორალი მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვა და მისი საქმე ალბერტ სელადესს ჩააბარა. სელადესმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 43 წლის სელადესისთვის, რომელიც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს, მათ შორის 21-წლამდელებს ედგა სათავეში, „ვალენსიას” თავკაცობა პირველი დიდი პოსტია. საკლუბო ფეხბურთში მისი ყველაზე დიდი გამოცდილება ხულენ ლოპეტეგის დროს „რეალში” ასისტენტობა გახლდათ. ახლა...









