საქართელოს ნაკრები ევრო 2024-ის მეორე ტურის მაჩისთვის ემზადება, რომელლიც ჰამბურგში 22 ივნისს გაიმართება და საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით „სარბიელსაც“ მიეცემა. მანამდე კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სამიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა. „თურქეთთან ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა, საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა,...
Author: კობა ინასარიძე
ისტორიული გოლი და დასანანი წაგება…
2024 წლის 18 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა, რომელზე დასწრების პატივი ამ სტრიქონების ავტორსაც მერგო, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს სპორტის სამინისტროსაც მიუძღვის. მართალია „ჯვაროსნები“ თუექეთთან 1:3 დამარცხდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა მეტად რომ გამართლებოდა, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში მინიმუმ ქულას მოიპოვებდა. ანგარიში თურქებმა...
ერთი ნაბიჯი გერმანიამდე – წინ გადამწყვეტი ომია
საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო — ევრო 2024-ის შესარჩევ ფლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ახლა ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის გამარჯვებულს დაელოდება. წინ გერმანიის საგზურია. შეხვედრის გმირი გერმანული „კარლსრუეს“ შემტევი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ბუდუმ დუბლი შეასრულა. კარგი იყო ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი… მთავარია, წვიმიან „დინამო არენაზე” ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელი არ გაჩერებულა....
როგორ უპირებენ ოფსაიდის წესს შეცვლას?
ფეხბურთში მნიშვნელოვან ცვლილებაზე ფიქრობენ: ფიფასა და თამაშის წესებზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია IFAB-ს თამაშგარე მდგომარეობის გადასხვაფერება დასჯდომიათ ჭკუაში. იდეა ლეგენდარულ არსენ ვენგერს ეკუთვნის და მიზნად შეტევის წახალისებას ისახავს. ვენგერსა და მის მხარდამჭერებს უნდათ, რომ ფეხბურთი უფრო უხვგოლიანი და სანახაობრივი გახდეს. კერძოდ, მოსაზრება ასეთია: თანამსაჯმა ალამი მხოლოდ იმ შემთხვევაში აწიოს, თუ შემტევი ფეხბურთელის სხეული მცველის სხეულზე მთლიანად წინ...
თავ-პირის მტვრევა თურქეთში
თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის მატჩი „ტრაბზონსა“ და „ფენერბახჩეს“ შორის (2:3) სტუმართა გუნდის ფეხბურთელებსა და მასპინძელთა გულშემატკივრებს შორის ჩხუბით დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში გაშმაგებით იზეიმეს გამარჯვება, რაც არ მოეწონათ მასპინძელ გულშემატკივრებს, ისინი მოედანზე მასობრივად გამოცვივდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, მაგრამ რა ჩხუბი… სტუმარ ფეხბურთელებს ბლომად მოხვდათ, თუმც არც მათ დაუკლიათ ადგილობრივი ფანებისთვის....
გრაციანი კვარას, ოსიმენისა და გაცხელებული სუპის შესახებ
ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა, „ტორინოში”, „ფიორენტინაში”, „რომასა” და სხვა გუნდებში ნათამაშევმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, 1975-76 წლების სკუდეტოს მფლობელმა, ჩემპიონთა თასის ფინალისტმა და მრავალი შედარებით მცირე ტიტულის მფლობელმა ფრანჩესკო გრაციანიმ რადიო Crc-ს ეთერში იტალიური კლუბების ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ილაპარაკა. მან თქვა: „ლაციოს” იმედი უმეტეტესობას არ გვქონდა, „ნაპოლისა” და „ინტერისგან” კი უკეთეს თამაშს ველოდით. „ინტერმა” ორივე შეხვედრაში...
რა იყო ნაპოლის პრობლემა ბარსელონაში?
გრძელდება მსჯელობა მარცხზე (1:3), რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ” ბარსელონაში იწვნია. რასაკვირველია ამ დღეს მსაჯებმა „პარტენოპეელთა” წინაშე შესცოდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა სტუმრებს აჯობა და დამსახურებულად გაიკვალა გზა მეოთხედფინალისკენ. საიტი spazionapoli წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და ობიექტურად რომ ვთქვათ, ისიც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან 20 დღეში...
მევლუდ მიმინოშვილი: დამწვარი ვაგონებიდან სპორტის რაინდობამდე
მევლუდ მიმინოშვილი გარდაიცვალა, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ქართველი მსაჯი. სარბიელელები ვწუხვართ მომხდარის გამო და გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რვა წლის წინ გავაკეთე და გაზეთ „ჩვენი თამაშის“ ფურცლებზე დაიბეჭდა… „მევლუდ მიმინოშვილმა პირველი მატჩი 1965 წელს თბილისში, დიდუბეში, „სუკონკის“ ხრეშიან მოედანზე იმსაჯა და იქიდან მოყოლებული, ევროპაში სტადიონი არ დაუტოვებია. 1990 წელს ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩიც მას ანდეს და საქართველოს...
სანიოლი მხოლოდ შედეგმა გაახარა, ქეცბაია კვიპროსელებზე განაწყენდა…
მას შემდეგ, რაც ვილის სანიოლი საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, იშვიათად გვინახავს ისეთ კარგ განწყობაზე, როგორც ეს ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ იყო, ფრანგი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და ჩვენს კითხევბსაც ხალისით პასუხობდა. „საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია და მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ არა თამაშის ხარისხით....
საქართველომ ტრიბუნაზეც და მოედანზეც მოიგო
კვიპროსი 1:2 საქართველო გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39 პენ.) , 1:2 დავითაშვილი (84) კვიპროსის ეროვნული გუნდი მაღალი კლასით ვერ დაიკვეხნის. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს კუნძულელთა დასამარცხებლად გვარიანი ჯაფა დაადგა, რაც მიგვანიშნებს, რომ მაღალი კლასის გუნდის შთაბეჭდილება ვერც ჩვენებმა დატოვეს და გვარიანადაც გვანერვიულეს – თუნდაც მამარდაშვილის კარის ძელს ორჯერ მოხვედრილი ბურთი რად ღირს. ამიტომაც...









