საქართელოს ნაკრები ევრო 2024-ის მეორე ტურის მაჩისთვის ემზადება, რომელლიც ჰამბურგში 22 ივნისს გაიმართება და საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით „სარბიელსაც“ მიეცემა.
მანამდე კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სამიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა.
„თურქეთთან ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა, საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი დაგვაკლდება. ჩეხეთი განსხვავებული სტილის გუნდია განსხვავებული მატჩი იქნება.
შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ.
მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ჩეხეთის პლუს-მინუსები ვიცით, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა.
რა თქმა უნდა, გულისწყვეტა იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, წინ უნდა ვიაროთ.
მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა“.
კობა ინასარიძე, სპეციალურად სარბიელისთვის ჰამბურგიდან
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
კატეგორიის გარეშე06/05/2025 | 08:06პლატინის გუნდი აღზევდა
კატეგორიის გარეშე03/05/2025 | 10:22დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
კატეგორიის გარეშე03/04/2025 | 07:38კვარამ ივარჯიშა
