„ნანსის’’ ისტორიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი რასაკვირველია მიშელ პლატინია. ქალაქიდან 90 კილომეტრში დაბადებული ვარსკვლავი კლუბის საწვრთნელ ცენტრს 1972 წელს შეუერთდა და პროფესიული კარიერაც იქ დაიწყო. 1979 წელს პლატინი „სენტ ეტიენში’’ გადაბარგდა, მანამდე კი „ნანსიში’’ 214-ჯერ ითამაშა. „ოქროს ბურთის’’ სამგზის (1983, 1984, 1985) გამარჯვებულმა „ნანსისთან’’ ერთად 1975 წელს D2 ლიგის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 1978-ში საფრანგეთის თასი აღმართა....
Author: კობა ინასარიძე
დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან. ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა. „ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება....
კვარამ ივარჯიშა
„პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებს დასვენება არ აქვთ. სამშაბათს მათ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში სტუმრად მოუგეს „დიუნკერკს’’ (4:2), მეორე საღამოს კი საგანგებო ვარჯიში ჰქონდათ რომელიც აღდგენისგან, დარბაზისა და ბურთით ბევრი მუშაობისგან შედგებოდა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნოა ის ცნობა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც წინა დღეს ავად იყო. კვარაცხელიას მსგავსად ავად იყო და გამოჯანმრთელდა იბრაჰიმ მბაეც. ქართველ...
დღეს კვარა იქნებაო
„პარი სენ ჟერმენს’’ რომ საფრანგეთის ჩემპიონობამდე აღარაფერი უკლია, ყველამ იცის. 2025 წელს ეროვნულ ასპარეზზე ლუის ენრიკეს გუნდმა 15 შეხვედრიდან 14 მოიგო (მხოლოდ „რეიმსთან’’ ითამაშა 1:1) და როგორც ჩანს ამ რიხიან სვლას დღეს საფრანგეთის თასზე ლილში „დუნკერკთან’’ შეხვედრაშიც გააგრძელებს. „დუნკერკი’’ ლიგა 2-ში მე-5 ადგილზეა. გამარჯვებული ანუ „პარი სენ ჟერმენი’’ ფინალში გავა, სადაც 24 მაისს „კანსა’’ და...
თქვენ საერთოდ რამე გახარებთ ცხოვრებაში?
ამბავი დაიწყო იმით, რომ მატჩის მსვლელობისას, ერთი არასრულწლოვანი მოედანზე შეიჭრა და კვარაცხელიას ჩაეხუტა. ასეთი რამ ხდება ხოლმე, ჩვენთანაც და სხვაგანაც. კიდევ ბევრჯერ მოხდება. აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა წაახალისო. ვინ წაახალისაო, იკითხავთ. ცალსახა პასუხი გვაქვს: სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლებმა, რომლებმაც თითი თითზე არ დააკარეს, პირველი ფაქტის აღსაკვეთად. დააკვირდით ამ ვიდეოს: არასრულწლოვანი...
როგორ კეთდება ფული ჩემპიონთა ლიგაში
2025 წლის დაძაბული საფეხბურთო სამთვენახევრის შემდეგ ევროპული კლუბები ისვენებენ, ასპარეზი ნაკრებ გუნდებს ეთმობათ. Maxifoot-მა გადაწყვიტა პაუზით ისარგებლოს და ის შემოსავალი დათვალოს, რომელიც კლუბებმა ჩემპიონთა ლიგიდან მიიღეს. ფრანგული საიტის ინტერესის მთავარი საგანი ცხადია ფრანგული კლუბები, კერძოდ კი „პარი სენ ჟერმენია’’. ამ ეტაპზე ანუ მეოთხედფინალში საფრანგეთს ეს ერთი გუნდიღა დარჩა. იგი „ასტონ ვილას’’ უნდა შეხვდეს. Maxifoot წერს,...
ლუის ენრიკე: ხვიჩა ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის
„ლიონისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა პირველ ტაიმში დუნე იყო, შესვენების შემდეგ კი ხუთგოლიან სანახაობად იქცაო, წერს „პარიზიენი’’ და დასძენს, რომ დაძაბულობის მიუხედავად კლუბებს შორის არსებულმა სხვაობამ შეხვედრის ბედი მაინც სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა (3:2). საფრანგეთის დედაქალაქის გუნდი დაჟინებით მიიწევს ისტორიაში მე-13, მიჯრით კი მეოთხე ტიტულისკენ. მატჩის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა: ეს შეხვედრა...
გრელა: მბაპე რონალდუს ეფექტს ახდენს
ფრანგული პრესა წერს, რომ რაგინდ გასაკვირი იყოს „პარი სენ ჟერმენი’’ კილიან მბაპეს გარეშე უფრო ძლიერი ჩანს ვიდრე მასთან ერთად იყო. გულშემატკივარი ფრანგი ვარსკვლავის „რეალში’’ გადასვლას შიშით უყურებდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეძლო. ვეტერანი ამერიკელი ფეხბურთელი, დღეს სპორტული მიმომხილველი მაიკ გრელა ამას კრიშტიანუ რონალდუს ეფექტს უწოდებს და CBS-ის ეთერში ასე განმარტავს: „მბაპემ თავისი პარიზული...
ზღაპარი გრძელდება!!!! საქართველო 16 საუკეთესოში!!!!
გერმანიაში ქართული ზღაპარი გრძელდება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა!!! F-ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ხვდებოდა და ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ პლეი-ოფში გასასვლელად. ქართველმა ფეხბურთელებმა ეს შეძლეს – პორტუგალია პირწმინდად დაამარცხაეს და 16 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ. საქართველოს ნაკრები მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პენალტით გოლი მიქაუტაძემ გაიტანა...
მამარდა და ისტორიული ქულა
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე გაკვრით აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ფრანგმა სპეციალისტმა ერთი ცვლილება მართლაც განახორციელა და თან ძალიან მოულოდნელი – სანიოლმა სასტარტოს მიღმა გიორგი ჩაკვეტაძე დატოვა, მის ნაცვლად კი შემადგენლობაში ადგილი ზურიკო დავითაშვილს...









