Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
ჩანაწერი

სადილი ხმაურიან მეზობელთან

როგორც ჩანს ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ხმაურიან მეზობლებს” უკვე პატივისცემით უყურებს — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სადილად დაპატიჟა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა შინ წააგო „ვესტ ბრომვიჩთან” 1:0 და ამ წაგების წყალობით „სიტი” მიუწვდომელი ანუ ჩემპიონი გახდა. გახსოვთ საიდან მოდის ეს გამოთქმა— „ხმაურიანი მეზობლები”? 2009...

ვის დარჩება კიევი?
ჩანაწერი

ვის დარჩება კიევი?

სეზონის მატჩი… ან ჩემპიონთა, ლიგის ნაადრევი ფინალი… არა, სჯობს მარტივად – დიდი მატჩი… დღეს, მადრიდის „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ ევროპის უდიდესი გუნდები კიევური ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. „რეალი“-„ბაიერნს“ მიიღებს და იმ უპერატესობის შენარჩუნებას ეცდება, რაც გუნდმა მიუნხენში მიიღო. გერმანიაში დაწინაურებულ მასპინძლებს ესპანელებმა მერე ორი გოლი გაუტანეს და იმარჯვეს კიდეც… გავიხსენოთ: შარშანდელ გაზაფხულზეც ასეთი ვითარება იყო, ოღონდ მეოთხედფინალი. რეალმა...

იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი
ჩანაწერი

იღბალი, სამართლიანი შედეგი და 70 წუთი

ჟოზე მოურინიუმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „არსენალს” იღბლის წყალობით მოუგო. „ოლდ ტრეფორდზე” გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ლონდონელებს გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანეს — 2:1. იყო დრო, როდესაც „იუნაიტედის” ასეთ მოგებას „ფეგრი თაიმში” გამარჯვებას ეძახდნენ, რადგან „იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში „წითელ ეშმაკებს” უკანასკნელ წამებზე ბევრი შეხვედრა მოუგიათ. „ფერგი თაიმში” გატანილმა გოლმა ამჯერად სიმბოლური...

ვაი ვაი ტურე
ჩანაწერი

ვაი ვაი ტურე

— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და...

ეს ჟესტი უზრდელურია?
ჩანაწერი

ეს ჟესტი უზრდელურია?

ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს. ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა...

წავიდა, ჰე!
ჩანაწერი

წავიდა, ჰე!

ოფიციალურად დადასტურდა: სეზონის ბოლოს უნაი ემერი „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის! ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა ფაქტია. პარიზელთა მიმავალმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს ვესაუბრე და დავეთანხმე, რომ ჩემთვის პარიზში მუშაობის გაგრძელება აღარ ღირს”. ემერის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. აშკარაა, რომ 46 წლის ბასკმა...

ლუის ენრიკეს რევოლუცია
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს რევოლუცია

200 მილიონი ინგლისური გირვანქა 230 მილიონი ევროა და სწორედ ეს თანხა უნდა ლუის ენრიკეს „არსენალის” გადასაკეთებლად… რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ის ლონდონელების მწვრთნელი გახდება. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი კლუბში 22 წლიან ეპოქას ამთავრებს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ლუის ენრიკეა. როგორც „სანმა” შეიტყო, „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი „არსენალის” შემადგენლობის...

ეს უკვე იყო…  ველით მადრიდს!
ჩანაწერი

ეს უკვე იყო… ველით მადრიდს!

ქვას უფრო გატეხავ, ვიდრე დღევანდელი ფორმაციის მადრიდის „რეალს“.  წარმოუდგენელია! ბოლო სამი წელიწადია, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, აგებს „რეალი“, ვერ თამაშობს, მომენტს ვერ ქმნის და არსაიდან გოლი გააქვს, მერე კი მეტოქეს გუდავს, ფსიქოლოგიურად სპობს. ასეთ მახრჩობელა გუნდად ჩამოყალიბდა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი გუნდი. შევასწოროთ: ასეთად ჩამოყალიბდა ჩემპიონთა ლიგაში, თორემ ლა ლიგაში, იცოცხლეთ, ბევრჯერ წააქციეს. საწყალი „ბაიერნი“....

გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან
ჩანაწერი

გამარჯვებულები სტადიონიდან მიდიან

ყოველ დიდ მატჩს სდევს ერთი ემოციური სანახაობა, რომელიც გულშემატკივარს მსოფლიოს ყველა კუთხეში უყვარს — სტადიონიდან მიმავალი დამაშვრალი ფეხბურთელებისთვის ხელი დაქნევა. დამშვიდობება. ოვაცია, ტრიბუნებს გარეთ. ეს პროცესი ლივერპულელი ფანებისთვისაც მთელი სიამოვნებაა და ცხადია ფოტორეპორტიორებიც ჩასაფრებულები არიან. „ენფილდზე” „რომასთან” 5:2 გამარჯვების შემდეგ ფანებს ფართე ღიმილით დაემშვიდობა მატჩის გმირი მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელმა ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე...

წითელი ჯოჯოხეთი
ჩანაწერი

წითელი ჯოჯოხეთი

შვიდი გოლი, ორი კაცის დუბლი, ერთი კაცის სამი საგოლე პასი, ხარიხები, ჩამკვდარი და ხელახლა გაცოცხლებული იმედი – ყველაფერი ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში, სადაც „ლივერპულმა““„რომა“ დაჩაგრა. 5:2 – ახლა ყველა ფიქრობს, რომაელებმა შედეგიანი სამი ბურთით წააგეს ბარსელონაში, მერე კი შინ შავი დღე აყარესო. ხდება კი სასწაული ორჯერ? ხდება თუ არა, გარკვეული ინტრიგა დარჩა და...