ანტონიო კონტემ ჯანლუკა ვიალის ბრალდებას უპასუხა. ვიალიმ თქვა, რომ კონტეს ერთი სული აქვს როდის დამთავრდება სეზონი და როდის წავა „ჩელსიდან”, რაზეც „ლურჯების” თავკაცმა თქვა, რომ ვიალი წელიწადზე მეტია არ უნახავს და შეუძლებელია მისი სურვილები იცოდეს. „ყველა ვინც მიცნობს დაადასტურებს, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობების 120 პროცენტს ვდებ. „ჩელსისთან” კონტრაქტი მაქვს და დაუღალავად ვმუშაობ” — თქვა კონტემ. აქ...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
სად იყო ჯიმი?
გახსოვთ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი? ჩვენ „ბოავიშტადან“ გავიცანით, რადგან მძიმე დღეში ჩააგდო თბილისის „დინამო“, მერე კი ამ ზორბა კაცმა სახელი გაითქვა „ჩელსიში“, ასევე „ატლეტიკოში“ ბევრი გოლის გატანით. ახლა გაჩნდა ინფორმაცია, ჯიმი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის „ნორთჰემპტონ თაუნიდან“ გაუშვესო. იქ გუნდს წვრთნიდა და ცუდი შედეგები ჰქონდა. გასავარდნ ზონაშია „ნორთჰემპტონი“, ჯიმი კი უმუშევარი დარჩა. მანამდე კიდევ ორ ინგლისურ...
„შპანა“ ძლიერდება
17 დღეში ოთხი ინციდენტი — „ვესტ ჰემი”, ამსტერდამი, „ჩელსი” და „ლივერპული”. ნუთუ ინგლისურ ფეხბურთში განგაშის ზარმა დარეკა? მიმომხილველი ნილ ეშტონი ამბობს, რომ ის, რაც ხდება ინგლისელთა იმიჯისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ეშტონი წერს, რომ ფანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, ტრიბუნებზე ყვირილი და გინება, ბოლო ხანს სახიფათო საზღვარს უახლოვდება. ხულიგანთა დაჯგუფებების გააქტიურება და ჩვეულებრივი გულშემატკივრის უკანა პლანზე გადასვლა...
ჩაწიხლეთ „სიტი” სტადიონამდე!
„ენფილდის” მისადგომებთან ლივერპულელმა ფანებმა „მანჩესტერ სიტის” ავტობუსი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კლუბს ბოდიშის მოხდა დასჭირდა. ბოთლების, მაშხალების, პეტარდების და სხვა მძიმე საგნების სეტყვა მოდიოდა. გარშემო წითელი კვამლი დადგა. არავინ დაშავებულა, მაგრამ წინა შუშა და მძღოლის კარი დაზიანდა. „სიტის” მატჩის შემდეგ შინ დასაბრუნებლად ახალი ტრანსპორტის გამოძახება მოუხდა. როგორც კი ავტობუსმა სტადიონის ტერიტორიაზე შეაღწია, მას ფტოტები გადაუღეს...
დე ბრუინმა თქვა სალაჰს ვჯობივარო?
ზოგიერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ კევინ დე ბრუინის მტკიცებით წლეულს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მას ეკუთვნის და არა ლივერპულის ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს. თავად ბელგიელი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიში” თამაშობს. სალაჰს ყველა შეჯიბრებაში ერთად ჯერჯერობით 37 გოლი აქვს გატანილი. დე ბრუინის მონაგარი სხვა ტიპისაა, ის საგოლე პასებით სჯობია ყველას — 20. მიმდინარე სეზონში „სიტიმ” უკვე მოიგო...
სალაჰი გარანტიებს ითხოვს
ამბობენ, რომ „ლივერპულის” ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა „რეალს” ორი პირობა წაუყენა. თუ ამ პირობებს დამიკმაყოფილებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოვალო. ის რომ სალაჰი პრემიერლიგაში ზღაპრულ სეზონს ატარებს, ფაქტია და არც ის არის საიდუმლო, რომ ევროპის დიდი კლუბები მის ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. კვირას, „სელჰარსტ პარკზე” 25 წლის გარემარბმა „კრისტალ პალასს” გამარჯვების გოლი შეუგდო (2:1) და მიმდინარე სეზონში გატანილი...
ალკანტარა და „ბაიერნი“
„ტიაგო ან არავინ!” — ასეთი გახლდათ პეპ გვარდიოლას ულტიმატუმი, როდესაც ის „ბაიერნში” იწყებდა მუშაობას. მან თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონას” ნახევარმცველი მოითხოვა. ბავარიელმა ბოსებმა მისი სურვილი შეასრულეს და ხუთი წლის წინ ტიაგო ალკანტარა 25 მილიონ ევროდ ბუნდესლიგაში გადავიდა. ახლა კი „დონ ბალონი” წერს, რომ ამ ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელი შეიძლება „ბაიერნიდან” წავიდეს. მისი შეძენით რამდენიმე ძლიერი...
ბენზემა vs ბეილი
საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...
მანჩესტერში რა მინდოდა…
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში”. 36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა: „ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდი. გულითა და გონებით უკვე აქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად...
ქართველებმა მედლები დამალეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს დროა. დღეს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. 28 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტი, ასეთია თბილისურ გრან პრის მასშტაბი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა. პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართული მედლებით დახუნძლული გამოდგა. 60 კგ. წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი ვიხილეთ. ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილი...









