ანტონი მარსიალი სამი წელიწადია რაც „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მაგრამ გუნდში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. მისგან აშკარად მეტს ელოდნენ. მას მერე, რაც 2015 წელს „მონაკოდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა, მარსიალი სათადარიგოთა სკამსა და ძირითად შემადგენლობას შორისაა. არცთუ იშვიათად მწვრთნელს ჯოკერის როლში ჰყავს. ბოლო ხანს გავრცელებული ხმების თანახმად კი ფრანგი თავდამსხმელი „იუნაიტედიდან” აბარგებას აპირებს. მისი სურვილი, რასაკვირველია...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
ბიძაშვილი!
„ლივერპული” „მანჩესტერ სიტისგან” სტივენ ჯერარდის ბიძაშვილ-მამიდაშვილის ბობი დანკანის გადაბირებას აპირებს. დანკანი 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და თავისი ასაკის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლება. ის „სიტიში” აგერ უკვე ექვსი წელიწადია ვარჯიშობს. ბობი დანკანის შესახებ ფართო საზოგადოებამ შარშან ზაფხულზე შეიტყო, როდესაც მან მოახერხა ის, რაც მანამდე არც ერთ ინგლისელს არ მოეხერებინა — ბრაზილიის ნაკრებს სამი გოლი გაუტანა. ცხადია,...
პირლო: პენალტი? ალბათ, იყო.
„რეალისა” და „იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამზე ტურინელთა კარში დანიშნული პენალტის გამო დავა-კამათი გრძელდება. ამ პენალტის წყალობით მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ „ბაიენთან” მოუწევთ დაპირისპირება. რამდენად სამართლიანად დანიშნა ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ჯანლუიჯი ბუფონის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა? ეს კითხვა „იუვენტუსისა” და „მილანის” ყოფილ ფეხბურთელს, იტალიური ფეხბურთის ვეტერანსა და ვარსკვლავს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელსა და მსოფლიოს...
გასახდელში მუსიკა ღრიალებდა
მანჩესტერულ დერბიში „იუნაიტედმა” „სიტის” 0:2 შემოუტრიალა, 3:2 მოუგო. ადრე, დეკემბრის დერბიში კი „სიტიმ” იძალა — 2:1. ამრიგად, შურისძიება შედგა, მაგრამ… არა მხოლოდ მოედანზე. გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა „ოლდ ტრეფორდზე” „ქალაქელების” გამარჯვებას? „სიტის” ფეხბურთელებმა გასახდელში მუსიკა ჩართეს ხმამაღლა, რაზეც ჟოზე მოურინიუ გადაირია და მეტოქეს გასახდელში შეუვარდა, პატივისცემას ვითხოვო. ერთი ამბავი ატყდა მაშინ, „განსაკუთრებულს” თავში ბოთლებიც კი...
იყო თუ არა პენალტი?
ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის ბოლოწამს „რეალის” სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი მისი გადაწყვეტილების ემოციურად გაპროტესტების გამო მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა; უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვეტერანსა...
მძინარე ბარსელონა რომში დაეცა
არ იყო კატალონიელების დღე. აქეთ პეპ გვარდიოლას „სიტი“ გავარდა, რაც არავის გაჰკვირვებია, რადგან ცალი ფეხი ისედაც ჩემპიონთა ლიგის გარეთ ჰქონდა, იქით – მისი მშობლიური „ბარსელონა“ საკვირველი იყო ის, რაც რომში მოხდა: ლეო მესი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა და ძმანი მათნი მოწამლულებივით დალასლასებდნენ მოედანზე, „რომა“ კი დიდ ფეხბურთს თამაშობდა და გამოწერილი ანგარიშითაც მოიგო. 1:4 ჰქონდა წაგებული,...
ჰიპნოზის ძალა „ბარსელონაში”!
ეს ამბავი ცოტა შემაძრწუნებელიც კია. ვიღაცა იტყვის დადგმულიაო. როგორც გენებოთ. ჩვენი საქმე მხოლოდ მოყოლაა: ჯეფ ტუსანი ცნობილი ჰიპნოზიორი გახლავთ, რომელმაც ჟოან გასპარის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე „ბარსელონას” სამ გულშემატკივარს საოცარი ოინი (იხილეთ ვიდეო) ჩაუტარა. მოკლედ რომ მოვყვეთ ასე იყო: ჰიპნოზიორმა ეს გულშემატკივრები დააძინა და რომ გააღვიძა მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები ანდრს ინიესტა, პაულინიუ, ფილიპე კოუტინიუ, ივან რაკიტიჩი...
კლოპის რეალური ვარიანტი
გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საფეხბურთო მოვლენა ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის” მიერ „მანჩესტერ სიტის” 3:0 დამარცხება გახლდათ. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი კი ლივერპულელთა გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი იყო. ინგლისურმა „სანმა” დაწერა, რომ კლოპის წარმატებებს დიდი ინტერესით აკვირდება მადრიდის „რეალი”, რომლის ხელმძღვანელობაც არ გამორიცხავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანის შეცვლა დასჭირდება. წერენ, რომ დღეს...
მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს
„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა. „მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის”, — თქვა „რეკორდმაისტერის” თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს” სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა” სეზონი იტალიელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ანჩელოტი „ალიანს არენაზე” 2017 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა. ჰაინკესმა განაგრძო: „ანჩელოტი...
რას იტყოდით ბუნდესლიგაში ფლეი-ოფზე?
„ბაიერნმა” „აუგსბურგს” 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე. ბავარიელებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე ჩემპიონობაა. მაგრამ, ის რაც უხარიათ მიუნხენში, დანარჩენ გერმანიაში მოსაწყენად მიაჩნიათ — სეზონის დასრულებამდე ხომ კიდევ კიდევ ხუთი ტურია, რომელსაც აზრი მხოლოდ ქვედა ადგილების გადანაწილებისთვის დარჩენია. მთავარი ინტრიგა კი აღარ არის. სწორედ ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე — მავანთ რეგულარული ეტაპის შემდეგ...









