„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ენდრიკი ზაფხულამდე ლიონში ითამაშებს
ცოტა ხნის წინ პაულუ ფონსეკას „ლიონის’’ სატრანსფერო გეგმების შესახებ ჰკითხეს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ კულისებს მიღმა პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. „ჩვენ ლუი-ჟან მატიესთან და ბენჟამენ შარიესთან („ლიონის’’ სკაუტინგის ხელმძღვანელები) ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვიყვანოთ’’, ― თქვა ფონსეკამ. მას მერე, რაც რონისპირულმა კლუბმა ფრანგული ფეხბურთის ფინანსური მარეგულირებელისგან ახალი მოთამაშეების შეძენის ნებართვა მიიღო მის ოფისში...
რეგრაგი: ჰაკიმი 20 წუთით ხომ არ გვინდა
მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის პირველ შეხვედრაში კომოროს ეროვნულ გუნდთან 2:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელს ვალიდ რეგრაგის დაუსვეს გუნდის კაპიტნისა და მთავარი ვარსკვლავის აშრაფ ჰაკიმის ჯანმრთელობას ეხებოდა. ინტერესის ასეთი გაღვივება გარკვეულწილად თავად რეგრაგის ბრალი იყო, რომელმაც შეხვედრის წინა დღეს თქვა: „მან ხვალ შეიძლება ითამაშოს… ან შეიძლება ვერც ითამაშოს’’. რა მოხდა რეალურად?...
რაფინიამ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება
37 წლის რაფინიამ, ოფიციალურად რაფაელ ალკანტარამ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ბრაზილიელი მაზინიოს შვილმა და ტიაგო ალკანატარას უფროსმა ძმამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ორშაბათს მან ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. რაფინია „ბარსელონას’’ აღზრდილია, თამაშობდა კატალონიელთა B და მთავარ გუნდებში, საიდანაც იჯარით გადავიდა ჯერ „სელტაში’’, შემდეგ „ინტერში’’, შემდეგ ისევ „სელტაში’’, რის მერეც თავისუფალი აგენტის სტატუსით „პარი სენჟერმენმა’’ წაიყვანა. პარიზელებმა...
მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულად დაშავდა
„ლივერპულის’’ შვედი თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი „ტოტენჰემთან’’ შეხვედრაში ისე დაშავდა, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობა მოუწევს. 26 წლის ვარსკვლავს მერსისაიდელთა მიერ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მოედნის დატოვება შესვლიდან 14 წუთში მოუხდა. მას სავარაუდოდ ძვალი აქვს მოტეხილი. ისაკი მოედანზე შესვენებისას შევიდა, 56-ე წუთზე ჩრდილო ლონდონელთა კარში გოლი გაიტანა, მაგრამ მიკი ვან დე ვენის მიერ მიყენებული დარტყმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა....
ჟორჟის 25 წუთი ბარსელონას წინააღმდეგ
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩის მოგება ვერ შეძლო, შინ „ლა სერამიკაზე’’ „ბარსელონასთან’’ დამარცხდა 0:2. მასპინძლებს არ გაუმართლათ, პირველივე ტაიმში ათი კაცით დარჩნენ მოედანზე. ლამინ იამალის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯეს პორტუგალიელი რენატო ვეიგა. სტუმართაგან გოლები გაიტანეს რაფინიამ (12) პენალტით და იამალმა (63). მიქაუტაძე მოედანზე აიოზე პერესის ნაცვლად 65-ე წუთზე ანუ მეორე...
საფონოვი შინაურია და შევალიე არა?
თუკი დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები რამეზე ლაპარაკობენ ეს მეკარეების საკითხია. რუსმა მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიეს ტრავმით ისარგებლა და რამდენიმე შეხვედრაში ისე ეფექტურად ითამაშა, რომ როგორც Maxifoot წერს, კარში იერარქია შეარყია. შეგახსენებთ, რომ შევალიე ნოემბრის ბოლოს „მონაკოსთან’’ (0:1) შეხვედრაში დაშავდა და შემდეგ ტურში „რენთან’’ (5:0) ლუის ენრიკე იძულებული გახდა პსჟ-ს კარი საფონოვისთვის ჩაებარებინა. რუსმა ამ...
მბაპემ კრიშტიანუს რეკორდი გაიმეორა
მას კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გამეორების ბოლო შანსი ჰქონდა და ის ხელიდან არ გაუშვა. შაბათ საღამოს „სევილიასთან’’ შეხვედრაში (2:0) კილიან მბაპემ პენალტით 2025 წლის 59-ე გოლი გაიტანა. ამ გოლით ფრანგი „რეალის’’ ისტორიაში პორტუგალიელს გაუტოლდა ― ახლა ერთ ასტრონომიულ წელიწადში ყველაზე მეტი მათ აქვთ გატანილი. ამიტომაც აღნიშნა მან „სევილიას’’ კარში გატანილი გოლი რონალდუსავით. „ჩვეულებრივ გოლს ჩემებურად აღვნიშნავ,...
ლუის ენრიკე: გვიხარია არდადეგები რომ დაიწყო
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის თასის ოცდამეთორმეტედფინალში სტუმრად 4:0 მოუგო „ვენდე ფონტენეს’’ რომელიც ნასიონალ 3 ლიგაში თამაშობს. ეს გახლავთ საფეხური ლიგა 1-ის, ლიგა 2-ის, ნასიონალისა და ნასიონალ 2-ის შემდეგ. ადრე ამ ლიგას მოყვარულთა მეორე ლიგას ეძახდნენ. ქალაქ ვენდეს გუნდის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. „პარიზიენის” ინფორმაციით მას ვირუსული ინფექცია შეეყარა და განაცხადშიც არ იყო. პარიზელები ერთგვარად...
ხოსელუ: ორმაგი გრძნობა რეალის გასახდელში
„რეალის’’ ყოფილი თავდამსხმელი ხოსელუ ყატარში „ალ-გარაფაში’’ თამაშობს, სადაც თავს ჩინებულად გრძნობს, უპირველეს ყოვლისა მატერიალური თვალსაზრისით. მას შეეძლო კარიერა მადრიდში გაეგრძელებინა ან რომელიმე ევროპულ გუნდში გადასულიყო, მაგრამ აზიიდან იმდენად კარგი წინადადება მიიღო, რომ ბევრი აღარ უფიქრია. ხოსელუ „რეალში’’ ორი წლის წინ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაშობდა ― ლა ლიგის ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. AS-თან ინტერვიუში...









