თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
კონტე – შიდა ჩემპიონატების სპეციალისტი
მწვრთნელებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების მიხედვით რომ აფასებდნენ ანტონიო კონტე ულაპარაკოდ პირველთა შორის იქნებოდა. იტალიელი კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნაში უბადლოა. მას ეხერხება ხანგრძლივ შეჯიბრებებში გამარჯვება, რომლებიც სტაბილურობასა მოითხოვენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრებისა, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მთლად ამ ტიპის არ არის და იქ იტალიელი ყოველ წელიწადს ხელმოცარული რჩება. სტატისტიკა გვეუბნება, რომ კონტემ, როგორც მწვრთნელმა,...
სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია
ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება. ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი, თუმცა ინტენსიურად ფიქრობენ ფეხბურთელების გაყიდვაზეც. ასე მაგალითად, ლაპარაკობენ, რომ როდრიგო და არდა გიულერი შეიძლება...
კიდევ უფრო საიმედო ინფორმაცია კვარას შესახებ
თავიდან შიშობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული იყო. არ გამორიცხავდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველ გარემარბს დიდი ხნით მოუწევდა მკურნალობა და შესაბამისად ფორმის აღდგენაც. შემდეგ გამოჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლ იუნაიტედის’’ შეხვედრაში დაშავებული ფეხბურთელი 2-3 კვირაში ანუ თებერვლის შუაში, მაქსიმუმ თვის ბოლო დაუბრუნდებოდა მოედანს, ბოლოს კი „პარიზიენმა’’ კიდევ უფრო სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა: კვარაცხელიას...
პარიზიენი: კვარას დაშავების შემდეგ პსჟ-მ ტემპი და ფანტაზია დაკარგა
„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდს ფლეი-ოფის ეტაპი აქვს გასავლელი. პარიზელები 11 დეკემბრის შემდეგ შთამბეჭდავად ვეღარ თამაშობდნენ. 0:0 დაასრულეს შეხვედრა ბილბაოში,...
ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ შეცვალა. „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ტერფი ელანგას ფეხებს შორის მოყვა. სლოვენიელმა მსაჯმა სლავკო ვინიჩიჩმა „ნიუკასლის’’ აგრესიულ...
ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს
„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს. ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. კლუბი თავის გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ნეაპოლში ყოფნის დროს უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ...
კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ
მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე. ლონდონელთა მწვრთნელმა დანიელმა თომას ფრანკმა თქვა: „ორივე კარგად არის. სამწუხაროდ ისინი მცირე ინციდენტში მოყვნენ, მაგრამ არავინ...
ლუის ენრიკეს და პსჟ-ს მოლაპარაკებები დაუწყიათ
დაახლოებით ერთი წლის წინ ლუის ენრიკემ თქვა, რომ კიდევ ბევრი წლით სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’. მაშინ ესპანელ მწვრთნელს ახალი ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი 2027 წლამდე და ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარულიც ჯერ არ განეცადა. „ათი წლით თუ დავრჩები? იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება, მაგრამ რეალურად, ტოპ კლუბში ამდენ ხანს დარჩენა ძალიან ძნელია. თუ ჩემს წინა...
ბოიკოტი მსოფლიოს ჩემპიონატსო!
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება. დაძაბულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გრენლანდიის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვაა ― გრენლანდია გახლავთ ავტონომიური ტერიტორია რომელიც დანიას ეკუთვნის, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მისი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. ევროკავშირში ტრამპის ასეთი განცხადება არ მოსწონთ და უპირისპირდებიან. ამას ემატება აშშ-ს ბოლოდროინდელი შეჭრა ვენესუელასა და ნიგერიაში, რაც რიგმა...









