Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
ლესბოსელმა პასტორს შეუტია
ჩანაწერი

ლესბოსელმა პასტორს შეუტია

მსოფლიო ჩოგბურთის ლესბოსელი ლეგენდა ამერიკელი ბილი ჯინ კინგი გაბრაზდა და „მელბურნ პარკში” მარგარეტ კორტის სახელობის არენისთვის მარგარეტ კორტის სახელის ჩამოცილება მოითხოვა. მიზეზი: ავსტრალიელი ლეგენდა ლგბტ თემზე ცუდად ლაპარაკობს. ბილი ჯინ კინგი ავსტრალიის ღია პირველობის „წლის ქალად” გამოაცხადეს, რადგან მელბურნში მისი პირველი გამარჯვებიდან 50 წელიწადი გავიდა, მაგრამ ამერიკელმა კოპები შეკრა და დაიქუხა, მოქმედი ჩოგბურთელი რომ ვიყო,...

აი, ამ სახლში იცხოვრებს ფილიპე კოუტინიო
ჩანაწერი

აი, ამ სახლში იცხოვრებს ფილიპე კოუტინიო

„ბარსელონას” ახალ შენაძენს ფილიპე კოუტინიოს სახლის ამბავი უკვე მოუგვარებია. ამ საქმეში მეგობარი ლუის სუარესი დაეხმარა. კოუტინიომ ქალაქიდან 20 კილომეტრში, კასტელდეფელსში, სუარესისა და ლეო მესის მეზობლად დაიდო ბინა. ეს ის სახლია, სადაც ადრე სესკ ფაბრეგასი ცხოვრობდა. ფაბრეგასის შემდეგ იქაურობა ცოტა ხნით ტომას ვერმაელენისა და ანდრე გომეშის ოჯახებმაც დააჭაშნიკეს. სუარესის გაჩარხულ საცხოვრებელში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი, მისი მეუღლე...

კანტე-კონტე მანქანათა მსხვრევა ჩელსიში
ჩანაწერი

კანტე-კონტე მანქანათა მსხვრევა ჩელსიში

„ჩელსის” წევრებს ეტყობა საავტომობილო ცოდვებმა უწიათ. გუშინ ნგოლო კანტეს ავარიაზე გიამბეთ, დღეს კი ანტონიო კონტეს მანქანის დაზიანების ამბავი უნდა გითხრათ: ლონდონიდან 27 კილომეტრში, კობჰემის საწვრთნელ ცენტრში, ქარმა მინის მაგიდა აიტაცა და ტერასიდან პირდაპირ „ლურჯების” მწვრთნელის „ნისანს” დაახეთქა. მანქანა მანქანად და ბეწვზე გადარჩა კლუბის კომუნიკაციათა დირექტორი სტივ ატკინსი. როდესაც მაგიდა ავტომობილს დაეზღერთა და უამრავ ნაწილად დაიფშვნა, ატკინსი...

ნეპოტიზმი
ჩანაწერი

ნეპოტიზმი

ესპანური „სპორტის” ცნობით, გასულ პარასკევს „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაუბარებია და გამოუცხადებია, რომ ბილბაოს „ატლეტიკიდან” მეკარე კეპა იყიდა. საუბარს თურმე მადრიდელთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა. მეორე დღეს ანუ „რეალისა” და „სელტას” შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა გამოაცხადა: „მე ახალი მეკარე არ მჭირდება”. აშკარაა, რომ საქმე პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის...

უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი
ჩანაწერი

უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი

ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ არა მას მხარს. როგორც „მარკა” იტყობინება, ფეხბურთელებს ზიდანის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ. გამოვიდა, რომ...

იობი და ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში
ჩანაწერი

იობი და ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში

ინგლისში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „არსენალის” 21 წლის ფეხბურთელის, ალექს იობის დროსტარებაა გადაღებული. კამპანია ცეკვავს, სვამს, კანაფს ეწევა და, როგორც „სანი წერს”, სამხიარულო გაზს სუნთქვას. ჩანაწერში ჩანს, რომ ეს ყველაფერი ღამის 2 საათსა და 37 წუთზე ხდება. ამბობენ, რომ წვეულება სულ მცირე კიდევ ერთ საათს გაგრძელდა. „მეთოფეთა” ფანებისთვის კი ყველაზე შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს...

მშიერთათვის
ჩანაწერი

მშიერთათვის

სხვა სფეროებისა აბა, რა გითხრათ და როდესაც საქმე ფეხბურთს და კულინარიას ეხება, ლუკას პოდოლსკი თავის სიტყვას ამბობს… თუმცა, სჯობს ასე ვთქვათ — თავის წილ მსუყე ნაჭერს იჭრის. 32 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, კიოლნში საშაურმე გახსნა. გახსნა და იქ ამბავი ატყდა… ხუთსაათიანი რიგი წარმოგიდგენიათ? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ქალაქში ვისაც შიოდა ყველა...

ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…
ჩანაწერი

ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…

ეს დიეგო კოშტა არ არის ნორმალური. მადრიდის „ატლეტიკოში” დაბრუნებულმა, ლა ლიგის პირველივე თამაშში გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააგდეს. სხვა სიტყვებით, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ აფრენს. თუმცა, ახალი, ცხადია, არაფერი გვითქვამს. 29 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელს „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკომ” 2:0 მოიგო, გიჟური შვიდწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა: 62-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი მისცხო, რისთვისაც პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე...

მე ბარსაში მოვკვდე, დავიკარგო
ჩანაწერი

მე ბარსაში მოვკვდე, დავიკარგო

„ბარსელონასთან” დაახლოებულმა წყარომ ესპანურ გამოცემა „სპორტს” უთხრა, რომ ლეო მესის ახალ კონტრაქტში პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტი არ არის. ეს თემა იმიტომ წამოიწია, რომ „ელ მუნდომ” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში არგენტინელი „ბარსელონაში” თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს თუ კლუბი ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგას მიეკედლება. ჩამოთვლილიც კი იყო ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და იმავე ესპანეთის ლიგები....

აფრიკის საუკეთესო!
ჩანაწერი

აფრიკის საუკეთესო!

მოჰამედ სალაჰი! — აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ეგვიპტელი პირველად დაასახელა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად. გამოკითხვაში “ლივერპულის“ ვარსკვლავმა თანაგუნდელ საიდო მანესა და “დორტმუნდის” პიერ-ერიკ ობამეიანგს აჯობა. ამრიგად, სალაჰი ისეთი დიდი მოთამაშეების მარაქაში გაერია, როგორებიც იყვნენ დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო და იაია ტურე. ეგვიპტელი დეკემბერში BBC-ს ვერსიითაც გახდა “შავ კონტინეტზე” წლის საუკეთესო. 25 წლის თავდამსხმელი “ლივერპულში”   გასულ ზაფხულს “რომადან”...