Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
გააწყალეს ნეიმარით გული
ჩანაწერი

გააწყალეს ნეიმარით გული

ნეიმარისა და მისი ტრავმის გარშემო ატეხილმა აურზაურმა ბრაზილიელის თანაგუნდელები როგრც ჩანს გააღიზიანა. „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის მცველმა პრესნელ კიმპემბემ „ლე პარიზიენისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ბარსელონელის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „კიდევ ნეიმარი? იქაც ნეიმარი, აქაც ნეიმარი, ყველგან ნეიმარი… აღარ ვიცი რა ვთქვა. ვერ ითამაშებს და ნუ ითამაშებს, მწვართნელი სხვა ფეხბურთელს გამოიყვანს”. მოგეხსენებათ, ნეიმარმა ფეხი...

არსებობს ცუდი მსაჯი
ჩანაწერი

არსებობს ცუდი მსაჯი

  „არსენალის” და „ვესტ ჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დღეს ტელეკომენტატორმა სტიუარტ რობსონმა თქვა, რომ პრობლემა ვიდერეფერის სისტემა კი არა, მსაჯების დაბალი კვალიფიკაციაა. ვიდეოგამეორებების სწორად გამოყენება თუ იცი, მისი ავ-კარგიანობის საკითხიც კი არ წამოიჭრება. რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ „ტოტენჰემისა” და „როჩდეილის” განმეორებითი სათასო შეხვედრის პირველ ტაიმში მსაჯმა ოთხჯერ მიმართა ვიდეორეფერის, რითაც „უემბლიზე” შეკრებილი მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია....

თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?
ჩანაწერი

თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?

20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა: „ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა....

სანამ ეს კაცი „ბაიერნშია”, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!
ჩანაწერი

სანამ ეს კაცი „ბაიერნშია”, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!

ლუის ვან გაალისა და „ბაიერნის” გზები შვიდი წლის წინ, 2011-ში გაიყო, მაგრამ ჰოლანდიელს ბავარიული კლუბი დღემდე უყვარს. „რასაკვირველია, მიყვარს. „მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, კომერციული კლუბია. „ბაიერნი” მისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეფები ყოფილი ფეხბურთელები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან, რომელთაც ზუსტად იციან რა უნდათ. მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი...

ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!
ჩანაწერი

ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!

ინგლისში „კარაბაოს” ანუ „ლიგის თასი” „მანჩესტერ სიტიმ” მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა ფინალში „არსენალი” გადათელა — 3:0. ეს გახლდათ კატალონიელი მწვრთნელის პირველი ჯილდო „ქალაქელთა” თავკაცის რანგში. მოგვიანებით „სიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავის „ტვიტერზე” დაწერა: „ეს ერთი! დანარჩენიც იქნება!” „არსენალის” თამაშმა ინგლისური ტაბლოიდები ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ზოგმა „მეთოფეთა” დაცვას კომიკური უწოდა, „სანმა” კი შეხვედრის აღსაწერად...

ზოგს დიეგო კოშტა ეზიზღება
ჩანაწერი

ზოგს დიეგო კოშტა ეზიზღება

მადრიდის „ატლეტიკომ” ბილბაოს „ატლეტიკს” 2:0 მოუგო და „ბარსელონასთან” შვიდქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. მადრიდელთაგან პირველი გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, მეორე კი დიეგო კოშტამ, რომელმაც მატჩის მერე თქვა, რომ ზოგი მსაჯი მას ვერ იტანს. კოშტა დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ბილბაოელმა უნაი ნუნიესმა მის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და არბიტრ ხოსე ლუის გონსალეს გონსალესს პენალტის დანიშვნა...

ძაღლის ბედი
ჩანაწერი

ძაღლის ბედი

როდესაც კვირაში 505 000 გირვანქას გიხდიან, რაც ევროებში 579 300-ს უდრის, შენთვის ყველა კარი ხსნილია. შენი ძაღლებისთვისაც. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ შენაძენზე, ჩილელ ალექსის სანჩესზე მოგახსენებთ. ის მანჩესტერის სასტუმრო „ლოური ოტელში” დაბინავდა, სადაც წესით ცხოველების შეყვანა აკრძალულია, მაგრამ… გააჩნია ვისთვის. ამქვეყნად წესი და სამართალი ხომ შერჩევითია. ერთი სიტყვით, სანჩესის ძაღლები ატომი და ჰამბერი (თუ ესპანურად უძახის,...

ტაში კოუტინიოს!
ჩანაწერი

ტაში კოუტინიოს!

„ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა. აწ უკვე ყოფილ ლივერპულელს ბარძაყი სტკივა და 164 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერის შემდეგ გამოჯანმრთელებასა და ოფიციალურ დებიუტს ელოდება. როდესაც „ბლაუგრანას” სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი 25 წლის ვარსკვლავი საწვრთნელ მოედანზე გავიდა, ახალმა თანაგუნდელებმა, მათ რიცხვში ლიონელ მესიმ მას ტაში დაუკრეს. კოუტინიო ბედნიერი იღიმებოდა. კლუბმა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე...

რა უნდა ინტერს ლიგაში?
ჩანაწერი

რა უნდა ინტერს ლიგაში?

„ბარსელონამ” და „ინტერმა” ხელი ხელს დაჰკრეს — რაფინია ალკანტარა სეზონის დამთავრების შემდეგ მილანში გადაბარგდება. ერთიპირობა მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, მაგრამ როდესაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ „ინტერი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება ის რაფინიას 35 მილიონ ევროდ იყიდის თუ არა და ეს ჩვეულებრივი იჯარა იქნება, ყველაფერი დალაგდა. რაიმე გაუთვალისწინებელი ცუღლუტობა თუ მოხდა, იტალიელებს ფასი 3 მილიონი ევროთი გაუძვირდებათ....

რაჯა, გინდა ჩინეთში?!
ჩანაწერი

რაჯა, გინდა ჩინეთში?!

„რომას“ ბელგიელმა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა კარიერა, შესაძლოა. აზიაში, კერძოდ, ჩინეთში გააგრძელოს – ბელგიის ნაკრების ფეხბურთელს „გუანგჟუ ევერგრანდი“ საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს, „რომას“ კი მის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს უხდის. „გუანგჟუ ევერგრანდს“ მოგეხსენებათ, იტალიელი ფაბიო კანავარო წვრთნის და გავრცელებული ცნობით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს და იმავე წლის საუკეთესო ფეხბურთელს რაჯას თაობაზე უკვე ჰქონია საუბარი რომაელთა თავკაც...