112-წლიანი ისტორიის მანძილზე „ინტერნაციონალე“, საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის მილანის „ინტერად“ ნაცნობი კლუბი, სახელსა და ლოგოს იცვლის. იტალიური მედიის ცნობით, Football Club Internazionale Milano შეიცვლება და Inter Milano გახდება. კლუბის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალაქის სახელისა და კლუბის ურთიერთობა ასე უფრო ნათელი და ახლო იქნება. „ინტერი“ მალე სპონსორსაც შეიცვლის. აქამდე გუნდს ერთობ პოპულარული Pirelli ასპონსორებდა და ლამის ისტორიულად...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ლუკაკუ ბელგიის გარეთ საუკეთესოა
იტალიური „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან წამყვანი მოთამაშეები, სწორედ ლეგიონერები არიან. გამოკითხვაში ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა. „მადლობა ღმერთს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს „ინტერში“....
ძმობა
რომის „ლაციომ“ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ იტალიის სასულიერო პირთა ეროვნულ გუნდთან ითანამშრომლებს. ხვალ, სერია ა-ს მე-18 ტურში დერბი დე ლა კაპიტალეა – „სტადიო ოლიმპიკოზე“ „არწივები“ „რომას“ დაუხვდებიან. მატჩის წინ კი, „ლაციოს“ ფეხბურთელები და სასულიერო პირთა ნაკრები მაისურებს გაცვლიან. რომაული კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა. „ფეხბურთი – ეს არის ძმობა, გაჭირვებაში...
რუსეთი ჰიმნის და დროში გარეშე
ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო დაეთანხმა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას და რუსეთს დისკვალიფიკაცია გამოუწერა. თავდაპირველად დისკვალიფიკაცია ოთხ წელზე იყო გათვლილი, მაგრამ სასჯელი ორი წლით შემცირდა და ძალაში 2024 წლის 16 დეკემბრამდეა. რუს სპორტსმენებს ეკრძალებათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში თავიანთი ქვეყნის სახელით და რუსული დროშის გამოყენებით ასპარეზობა. სანქციები ეხება ასევე რუსეთში დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას. თუმცა, არა ევროპული...
72 წლის შემდეგ
იტალიის სერია А-ს მე-12 ტურში „მილანი“ სტუმრად „ჯენოას“ (2:2) დაუზავდა და ლიდერობა შეუნარჩუნა. „როსონერის“ ქულა პიერ კალულუ კიატენგვამ გადაურჩინა, ვინაც 83-ე წუთზე შეაგდო. „მილანმა“ ამ გოლით 72-წლიანი რეკორდი დაამხო. სერია А-ში მილანურმა კლუბმა ზედიზედ 14 მატჩში გაიტანა ორი და მეტი გოლი. ბოლოს მსგავსი რამ „ტორინოს“ გაუკეთებია – 1948 წელს ტურინულმა კლუბმა ორი და მეტი ბურთი...
ბაიერნი მცველებს ლაიფციგში ეძებს
მიუნხენის „ბაიერნის“ ორი მცველი, დავიდ ალაბა და ჟერომ ბოატენგი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ცხადია, ბავარიული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს უკვე მონიშნული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მათ შემცვლელად განიხილავს. სიაში პირველი „ლაიფციგის“ 22 წლის ფრანგი მცველი დეოტშანკულე (იგივე დაიო) უპამეკანოა. თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კი „ლაიფციგთან“ კონტრაქტი ახლახანს 2023 წლამდე გააგრძელა. თუმცა, სეზონის ბოლოს, შესაძლოა,...
ზიდანისთვის ფავორიტი ატლეტიკოა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდული დერბია – „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუხვდება. „თეთრების“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ლა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი, ხოლო მეტოქე ამ სეზონში ჩემპიონობის ფავორიტია. „როგორც ყოველთვის, მატჩი ბევრი ასპექტისგან შედგება. ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგაში და ახლა ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ, სადაც არანაკლებ საინტერესო თამაში გველის. ეს...
ტუხელს ალეგრის სუნთქვა ესმის
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელ მწვრთნელ ტომას ტუხელს წყალი შეუდგა. გუნდი ვერც ევროტურნირებზე აჩვენებს საჭირო თამაშს და ვერც შინაურ პირველობაზე. მართალია პსჟ პირველ ადგილზეა, მაგრამ ხელმძღვანელობა ხარისხით არის უკმაყოფილო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზელები ტუხელთან კონტრაქტს სეზონის ბოლოს ვადამდე გაწყვეტენ, ხოლო მის ნავლად გუნდში მასიმილიანო ალეგრის მიყვანენ. იტალიელ სპეციალისტზე თვალი მილანის „ინტერსაც“ აქვს დადგმული, მაგრამ მთავარ პრეტენდენტად...
ჩამოდით დეკემბერში, ითამაშეთ მარტში
ავსტრალიის მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების გამო „დიდი მუზარადის“ საგაისო პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის ჩატარების თარიღი, სავარაუდოდ, გადაიწევს. თუ ავსტრალიურ მედიას ვენდობით, ჩოგბურთელები მელბურნის კორტებზე თებერვალში ან მარტში გავლენ. არადა, თავდაპირველი ჩატარების ვადები იყო 18-31 იანვარი. იყო საუბარი, რომ ჩოგბურთელები ავსტრალიაში ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ჩავიდოდნენ, რათა აუცილებელი კარანტინი გაევლოთ, მაგრამ აქ უკვე ქვეყნის...
აქეთ რეალი, იქით – ბარსა
„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, თიხნარის მეფედ წოდებულმა რაფა ნადალმა განაცხადა, რომ მის ოჯახში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ გუნდებს გულშემატკივრობენ. თუმცა, ეს ოჯახურ ჰარმონიას ხელს არ უშლის. „მამაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი ყოველთვის მადრიდისტა იყო, მაგრამ როდესაც ბიძაჩემი, მიგელ ანხელ ნადალი „ბარსელონაში“ თამაშობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მას ვგულშემატკივრობდით. როდესაც მალიორკაზე დაბრუნდა, ჩვენ გავიყავით, ნაწილმა „ბარსელონას“ ქომაგობა...





